top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

Zelle და ახალი ცვლილებები

Zelle Users and IRS Tax Rule

In 2022, companies such as PayPal, Square, Stripe, Venmo, and others will be sending you a 1099-K if you receive more than $600 in payments during the year.

2022 წლის 1-ლი ანვრიდან America Rescue Plan Act-s მიხედვით IRS-მა გაამკაცრა თანხების გადარიცხვის კონტროლი Zelle, PayPal, Square, Stripe, Venmo,ს საშუალებით და ფორმა 1099-K გაცემის მანდატი დაუწესა ყველა თანხის გამტარ-მესამე მხარეს.

2022 წლის 7 ნოემბერს, ერთ-ერთმმა ყველაზე მობილურმა და მასშტაბურმა აშშ საინფორმაციო ცენტრმა, ბლუმბერგმა (Bloomberg) გამოაქვეყნა, რომ ყველა PayPal, Square, Stripe, Venmo, გამოგზაბნის ფორმა 1099-K თუ თანხა ამ გზით მიიღეთ, და საგადასახადო დეკლარაციაში მოგიწევთ რეპორტირება, მაგრამ Zelle ფორმა 1099-K არ გამოგიგზავნით.

მიზეზი იმისა თუ რატომ არ გამოგზავნის Zelle შემოსავლის ფომას არის ის, რომ Zelle არის ნეთვორქი და არა ფინანსური ორგანიზაცია ან ბანკი, რომელიც, თანხებს ინახავს ან აგროვებს და მერე არიგებს. Zelle ბანკიდან ბანკში გზავნის თანხებს.

ვინც მიიღებს ფორმა 1099-K მესამე მხარედან, ეს არ ნიშნავს რომ მთლიან შემოსავალზე მოუწევთ გადასახადის გადახდა. უბერის და ლიფტის (მესამე მხერის) მომხმარებლებმა უკვე იცით, რომ როდესაც ამ ფორმას გიგზავნით უბერი, არ იხდით გადასახადს მთლიან ციფრზე, არამედ იმაზე, მხოლოდ რაც თქვენ მიიღეთ.

Zelleს შემთხვევაში, IRS მას სხვანაირად აკონტროლებს, და განსაკუთრებით, მას მერე, რაც პანდემიის დრომ ზელეთი მომუშავე ადამიანებმა მიუხედავად იმისა ფული ერიცხებობათ ზელეთი, არაკანონიერად მოითხოვეს უმუშევრობის დახმარებები და ერთდროულად ორივეს იღებდნენ, რადგან ზელეს კონტროლი იმ მომენტში არ ხდებოდა.

არასწორად მიღებული უმუშევრობის დახმარებები ისევ განხილვის პროცესსია შტატების მიერ.

საინფორმაციო ნეთვორქი ბლუმბერგის მიხედვით, მიუხედავად იმისა რომ IRS-მა Zelle-ზე კონტროლი გაამკაცრა, სავარაუდოდ თუ ხალხმა 2022 შიც გააგრძელა შემოსავლის დამალვა, 2023-ში კონგრესი აქაც ფორმა 1099-K-ს მანდატს დააწესებს. კონგრესი გადასახადის გადამხდელებს აფრთხილებს, რომ Zelle-თი თანხის გამომგზავბების ინტერესშია მიეთითოს მიმღები თანხის მიმღები და თანხის დანიშნულება, და თანხის მიმღებები, ვის ბანკშიც თანხა შემოვიდა ავტომატურ გადხდებიან გადასახადის გადამხდელი ამ თანხებზე. IRS იყენებს ჯვარედინი გადამოწმების პრინციპს ( Cross-Reference)

ამიტომ IRS თან ძალიან საშიში თამაშია 2022 წელს ზელე-თი მიღებული შემოსავლის არარეპორტირება, რადგან ზელეთი შემოსავლის მიმღებნი უფრო მეტად იქნებიან აუდიტის ობიექტები. “It’s a dangerous game for tax cheats to migrate to Zelle,” “It wouldn’t be hard for the IRS to unravel that. IRS could investigate—perhaps seeking customer names from Zelle for “heightened auditing scrutiny".

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე არ მაქვს ბიზნესი და ეს წესი მე არ მეხება, მაგრამ აშშ-ში სოციალური ნომრის ან პერსონალური საგადასახადო ნომრის ქონა უკვე იმას ნიშნავს, რომ თვითდასაქმებული ხათ და ეს ინდმეწარმეობის ანალოგიური ბიზნესია ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. თუ კერძო თანხებს ატრიალებთ და მეგობრებისგან ან ოჯახის წევრებისგანაა ტანხები, არანაირად არ გეხებათ ახალი წესები, მაგრამ თუ ხელფასს ზელეთი იღებთ, გამომგზავნი ამას აფიქსირებს და ავტომათურად შემოსავლის მიმღები ხდებით. თავის გამართლება იმით, რომ მე არ მაქვს ბიზნესი, და გადასახადი არ უნდა გადავიხადო, არ იმუშავებს. თუ მომსახურებას ეწევით და ამაში თანხებს გიხდიან, ის თვითდასაქმებულის ბიზნესია.

მოამზადა: დალი ხოხობაშვილმა


https://www.bloomberg.com/news/articles/2022-11-07/zelle-becomes-loophole-for-businesses-to-avoid-irs-venmo-tax#xj4y7vzkg?leadSource=uverify%20wall


https://www.cpapracticeadvisor.com/2022/11/18/zelle-is-being-used-by-small-business-owner/73295/


https://www.cnbc.com/2022/06/17/is-the-irs-taxing-paypal-venmo-zelle-or-cash-app-transactions-heres-what-you-need-to-know.html





1,465 views
bottom of page