top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

Unemployment benefits ცვლილებები, დაუბეგრავი $10,200.

როგორ მოვიქცეთ.

Unemployment benefits, უმუშევრობის დახმარება ზოგადად შემოსავალია მიმღებებისთვის და იბეგრება, მაგრამ ახალი საგადასახდო შეღავათიანი პოლიტიკა, American Rescue plan Act of 2021, 2020 წელს მიღებული უმუშევრობის დახმარების თანხის პირველ $10,200 ის საგადასახადო ტვირთისგან განთავისუფლებას უზრუნველყოფს.

ერთი ადამიანისთვის შეღავათი, დაუბეგრავი უმუშევრობის დახმარება $10,200 და დაქორწინებული წყვილისთვის $ 20,400-ია. მაგალითად, თუ ერთმა მეუღლემ მიიღო $ 20,000 და მეორემ $ 5,000 უმუშევრობის დახმარება, ეს არ ნიშნავს რომ წყვილისთვის მაქსიმუმ $ 20,400 იქნება დაუბეგრავი, არამედ პირველი მეუღლესთვის $ 10,200 და მეორე მეუღლესთვის სრული $ 5,000 დარჩება დაბეგვრის გარეშე.

თანხა რომელიც ამ ციფრებს გადასცდება, კვლავ იბეგრება.

ის ადამიანები, ვინც გამოიმუშავა $ 150,000 ზე მეტი, ამ ბენეფიტს ვერ მიიღებენ, ანუ მთლიან უმუშევრობის დახმარებაზე გადაიდხდიან გადასახადს. როდესაც მთლიანი შემოსავალი იანგარიშება, უმუშევრობის დახმარებაც მონაწილეობს ამ გამოთვლაში.

IRS მუშაობს დეკლარაციების მოსამზადებელი სტანდარტული და ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების მოდიფიკაცია აპდეითზე, რათა პროფესიონალებმა ადვილად შევძლოთ ახალი რეგულაციის დანერგვა გამოყენება გადასახადის გადამხდელი ინდივიდებისა და ოჯახებისთვის.

არის იმისი ვარაუდიც რომ შტატები დამატებით გამოუშვებენ გორნმებს, 1099-Gs რაც მხოლოდ შტატის დონეზე ცვლილებებს ასახავს. მიტომ ყველა, ვინც აიღეთ ბენეფიტი 2020 წელს იყავით მზად ამოიღოთ ახალი ფორმები თქვენი ანგარიშიდან საიდანაც ფორმა 1099-G ამოიღეთ. ველოდებით ცვლილებებს.

ოფიციალური ინფორმაციით, IRS ვებ-გვერდიდან, ფედერალური შიდა შემოსავლების სამსახური გვპირდება რომ სულ მალე გვექნება ინსრუქციები და მოგვიწოდებს, რომ არ გავაკეთოთ ჯერ შესწორება, ან ჩვენი ინიციატივით გამოვტოვოთ შემოსავალში $10,200. IRS მოგვაწვდის დეტალურ ინსტრუქციას რაც გავლენას მოახდენს 2020 წლის გაგზავნილ თუ ჯერ გაუგზავნელ დეკლარაციებზე. ჩვენს პროგრამებში, რითაც პროფესიონალები ვმუშაობთ, შეტანილი იქნება აფდეითები ახალი რეგულაციების შესაბამისად. ვინც უკვე გაგზვნეთ დეკლარაცია, არ ინერვიულოთ, მკაცრი რეკომენდაციაა, რომ დაველოდოთ დამატებით ინსტრუქციებს სპეციფიკურად თქვენთვის.

"The IRS strongly urges taxpayers to not file amended returns related to the new legislative provisions or take other unnecessary steps at this time,"


https://www.cnbc.com/2021/03/16/heres-how-the-10200-unemployment-tax-break-works.html

https://www.irs.gov/newsroom/irs-statement-american-rescue-plan-act-of-2021




1,027 views
bottom of page