Dali Khokhobashvili
SBA Disaster Loan application იკეტება 31 დეკემბერს.
ვისაც ჯერ კიდე არ გაგიკეთებიათ პანდემიის საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ფედერალური სესხები, SBA Disaster Loan თქვენი ბიზნესებისთვის, გააკეთეთ ეხლა, რადგან 31 დეკემბერს პორტალი დაიკეტება.
იმათ, ვინც უკვე აიღეთ ერთხელ სესხი, გააკეთეთ მეორე რაუნდი, ანუ შედით თქვენს ანგარიშზე და იქიდან გააგრძელეთ მეორე მოთხოვნა. უმეტესობა თქვენგანს SBA-მ თვითონ შესთავაზა მეორე რაუნდი. და თუ არ შემოუთავაზებიათ, გააკეთეთ თქვენ თვითონ, ნუ დაელოდებით შემოთავაზებას.
იმათ ვინც გააკეთეთ ადრე და უარი მიიღეთ ამ სესხზე, სცადეთ კიდევ მეორეთ თქვენი ბედი, და გააკეთეთ იგივე აპლიკაციიდან რაც პირველად გააკეთეთ, რადგან $ 1,000.00 თუ უკვე აღებული გაქვთ, ახალი აპლიკაციის გაკეთებით უფრო ნაკლები შანსია ვიდრე იგივეს გაგრძელებით. მონახეთ თქვენს იმეილში SBA იმეილები და პორტალში შედით. ნახეთ თქვენი ანგარიში და შემოთავაზება ეძებეთ.
აქ მე მოგაწოდეთ ბმული-ლინქი, საიდანაც პირდაპირ დაიწყებთ აპლიკაციის კითხვებზე პასუხის გაცემას.
https://covid19relief.sba.gov/#/
(დააკოპირეთ ეს ლინქი და გადაიტანეთ საძებნ ველში, ან გუგლში და გახსენით გვერდი).
ასევე, გაფრთხილება: თუ არ გაქვთ რეგისტრირებული ბიზნესი ბოლო წლებში, ან თუ არ გქონდათ თვითდასაქმებულის 1099 ბოლო წლების დეკლარაციაში, და მუშაობთ მხოლოდ W2-ზე, ანუ ხართ დაქირავებული, ეს სესხი არ გეკუთვნით, ის მხოლოდ ბიზნესებისთვის და თვითდასაქმებულებისთვისაა.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა
DALI KHOKHOBASHVILI, ENROLLED AGENT, AUTHORIZED TO PRACTICE BEFORE IRS
(უფასო სატელეფონო კონსულტაციები 2016 წლიდან ქართველი ემიგრანტებისთვის)
წყარო: პირადი გამოცდილება, და ასევე სტატია ლინქზე:
https://www.al.com/business/2021/11/popular-covid-relief-option-ends-dec-31-this-5000-small-business-grant-ends-even-sooner.html
