top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

SBA 30 წლიანი სესხების გადახდის ინსტრუქცია იმათთვის, ვისაც უკვე გადახდის დაწყების დრო მოვიდა.

SBA 30 წლიანი EIDL სესხები ვისაც გაქვთ აღებული, რომელიც არ იქნება ნაპატიები, (მხოლოდ PPP-ს პატიება იქნა ნებადართული) ახლანდელი რეგულაციის მიხედვით, აღებიდან 30 თვეში უნდა დაიწყოთ უკან გადახდა. the SBA said that small businesses and not-for-profits that received EIDL funds do not have to begin payments on the loan until 30 months after the date of the note. Interest will continue to accrue on the loans during the deferment period.

შეგახსენებთ, რომ SBA 30 წლიანი სესხები სრულად უნდა გადაიხადოთ და დღევანდელი რეგულაციებით, მათი პატიება არ განიხილება.

Covid EIDLs are not forgivable and must be repaid in full.

ამასობასი პროცენტი სესხს პირველი დღიდანვე ემატება.

ეს გადახდის ინსტრუქცია განკუთვნილია იმაათთვის, ვისაც უკვე მოგივიდათ წერილი ან ბილი გადახდაზე, და იმათთვისაც, ვინც ელოდებით სულ მალე გადახდის დაწყებას. ჯობია მომზადებული შეხვდეთ ახალ ყოველთვიურ ხარჯს და გაითვალისწონთ ბიუჯეტში.


გადახდის ინსტრუქცია:


პირველი არჩევანი- გააკეთოთ ონლაინ Account ერთხელ და ყოველთვიურად აღარ მოგვიწევს მთლიანი ინფორმაციის შეტანა, მხოლოდ გადახდას გააკეთებთ. ეს გზა უმჯობესია თუ შეძლებთ, რადგან აკვე დაინახავთ გადახდას, გადახდის ისტორიას და სესხის ბალანსს.


ეს არის ლინქი, სადაც გააკეთებთ ონლაინ Account თავისი password and user name-ით (შეინახეთ ინფორმაცია, არ დაკარგოთ). აქ შეიყვანთ თქვენი ბანკის ანგარიშს ერთხელ, რომ ყოველთვე ახლიდან არ მოგიწიოთ ყველაფრის შეყვანა. დაგჭირდებათ თქვენი სესხის კონტრაქტი, რომელშიც არის სესხის ნომერი და მინიმალური თანხა ყოველთვიურად რაც უნდა გადაიხადოთ. კონტრაქტში ასახულ თანხაზე ნაკლების გადახდა არ შეიძლება, მაგრამ მეტი ყოველთვის შეგიძლიათ.


https://caweb.sba.gov/cls/dsp_login.cfm


მეორე არჩვანი- ერთჯერადი გადახდა Account-ის გაკეთების გარეშე

თუ ვერ გაართვით თავი Account-ის გაკეთებას ზემოთ მოცემული ინსტრუქციით, მაშინ გამოიყენეთ შემდეგი ლინქი, საიდანაც ყოველთვიურად თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ გადახდისას ყველა ინფორმაციის ხელახლა შეყვანა. ანუ ერთჯერადი გადახდის სისტემა, სადაც არ ჩანს ბალანსი, მხოლოდ გადაიხდით.

https://www.pay.gov/public/form/entry/101/3723407/


ორივე მეთოდის შემთხვევაში, მთავარია რომ სესხის ნომერი არ შეგეშალოთ, თანხა თავის ადგილზე წავა.

დარწმუნდით, რომ სესხის ნომერი არ აგერიათ აპლიკაციის ნომერში, ეს ორივე გვერდიგვერდ წერია კონტრაქტში.

მიყევით პროცესს სათანადო მოთხოვნილი ინფორმაციის შეყვანით.

შეხედეთ ინტერნეტ მისამართის ველს რა მისამართი წერია, დარწმუნდით, რომ ოფიციალურ სახელმწიფო ინტერნეტ გვერდზე ხართ, რომელიც უნდა მთავრდებოდეს .gov-ით და არასოდეს .com-ით.


მონახეთ კონტრაქტები, რასაც თანხის აღების წინ ხელი მოაწერეთ. კონტრაქტში გაქვთ ყველა ინფორმაცია, რაც გადახდისთვის გჭირდებათ.


იმათ, ვისაც ვადა არ მოსვლია ჯერ, მაგრამ მაინც უნდა დაიწყოს გადახდა, ინსტრუქცია იგივეა. უმჯობესია დავიწყოთ გადახდა, რადგან როცა ანგარიშს გააკეთებთ და ნახავთ, რამდენი თანხაა უკვე დამატებული პროცენტის სახით უკვე დღემდე, დამიჯერეთ, არ მოგეწონებათ.



სტატია მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent to practice before IRS.


წყარო:

https://www.sba.gov/article/2021/mar/16/sba-extends-deferment-period-all-covid-19-eidl-other-disaster-loans-until-2022

https://www.journalofaccountancy.com/news/2022/mar/sba-again-extends-deferment-period-eidl-payments.html#:~:text=In%20a%20news%20release%2C,payments%20on%20their%20loans

https://www.forbes.com/advisor/business-loans/guide-for-ppp-loan-forgiveness/




657 views
bottom of page