top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

SBA-ს საგამოძიებო სისტემამ და სხვა მაკონტროლებელმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება სესხების თაღლითობაზე

SBA-ს საგამოძიებო სისტემამ (federal watchdog) წარმოადგინა მწვავე მოხსენება რაც მიერ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის ასაღორძნებლად გაცემულ EIDL სესხების მასიურ თაღლითობას ეხება. ამაში შედის როგორც ფალსიფიცირებული განცხადების ხარჯზე აღებული, ასევე, აშშ-ს საზღვრებს გარეთ გადარიცხული თანხების შემთხვევები.

ფედერალურმა საგამოძიებო სისტემამ ივლისში აღრიცხა $250 მილიონი გაცემული თანხა, რომელიც დაუმსახურებლად იქნა მოთხოვნილი და დაფინანსებული იმ ინდივიდების თუ ბიზნესების მიერ რომლებმაც ფალსიფიცირებული მოთხოვნის საფუძველზე აიღეს თანხები. მასიური თაღლითობის ტალღა გამოიწვია პირველმა გადაუმოწმებელი სესხების გაცემამ. ინდივიდებს, რომლებსაც ბიზნესი არ გააჩნიათ და არც თვითდასაქმებული არიან -potentially ineligible recipients, არ ქონდათ არანაირი ბიზნეს აქტიურობა მანამდე, სესხი არ ეკუთვნოდათ, მაგრამ აჩქარებული ტემპიტ დაფინანსების პირობებში ისინი დაფინანსდენენ ფალსიფიცირებული განცხადების საფუძველზე. შედეგად, თანხები არასაკმარისი აღმოჩნდა იმ პატიოსანი ბიზნესებისთვის რომლებსაც ზარალი მიადგათ და ეს ჰაერივით სჭირდებოდათ.

SBA-ს შიდა საგამოძიებო სამსახურმა Office of Inspector General U.S. Small Business Administration (OIG) სააგენტოს შიდა კონტროლის სისუსტე გააკრიტიკა.

ყურადღება მიიქცია მილიონობით აშშ-ს საზღვრებს გარეთ გადარიცხულმა თანხებმა, რომელზეც ბანკებმა ატეხეს განგაში. უამრავი დაუმსახურებლად დატაცებული თანხები გადაირიცხა საზღვარგარეთ, და ასევე დამსახურებულად აღებული თანხების დიდი ნაწილიც რომელიც დაზარალებულმა გადასახადის გადამხდელებმა, ბიზნესისი მფლობელებმა განგებ გადარიცხეს (ისარგებლეს სიტუაციით). ამით, აშშ ეკონომიკას გარკვეული ზარალი მიადგა და თანხები, რაც მიზნობრივად გამოიყო მთავრობის მიერ განსაკუთრებული ფონდებიდან, უაზროდ გაიფლანგა.

ბანკები, ფედერალური იუსტიციის დეპარტამენტი, SBA-ს შიდა საგამოძიებო სისტემა, კრედიტ გაერთიანებები (იუნიონები), და ფულის გადარიცხვის ერთეულები (Federal Justice Department, Federal Watchdog, SBA Internal investigation system and credit unions, banks), ყველა ერთად მუშაობს და ერთმანეთს ადარებენ თავიანთ რეპორტებს, რათა მონაცემები დაემთხვეს.

განსაკუთრებით თაღლითობის დიდი პროცენტი დაფიქსირდა პანდემიის მეორე ნახევარში აღებულ თანხებში, როცა ინდივიდებმა გაიგეს რომ თანხის აღება შეიძლებოდა უბრალო ფალსიფიცირებული მოთხოვნის საფუძველზე, მაშინაც კი როცა არანაირი ბიზნესი არ გააჩნიათ.

აქ მოყვანილია მაგალითები რაც ბანკის მიერ SBA loan თაღლითობად ჩაითვალა:

• ანგარიშის მფლობელი ცდილობს საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვას , ან გადარიცხა.

• სესხი დაირიცხა ანგარიშზე, სადაც მანამდე არანაირი ბიზნეს აქტიურობა არ არსებობდა, ან ანგარიში გაიხსნა ზუსტად ამ თანხის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე.

• მოპარული იდენტიფიკაციით ანგარიშის გახსნა ბანკში და სესხის თანხის გადმორიცხვა.

• ანგარიშის მფლობელი ვერ ასაბუთებს ფულის, სესხის წარმოშობას, თუ საიდან მოვიდა.

• ანგარშის მფლობელი ამბობს ფული ახალ ბიზნესისთვის უნდა და გადარიცხვას ცდილობს ახალ ანგარიშზე.

• ანგარიშის მფლობელი საინვესტიციო ფონდებში და ფასიან ქაღალდებში რიცხავს სესხის თანხას.

• სესხის თანხა ეგზავნება სხვა შტატში მესამე მხარეს, ვისაც ბიზნესთან არ აქვს საერთო არაფერი.

•ქეშის გამოტანის ყველანაირი მცდელობა.

• სესხი და თავდაპირველი $1000 დადეპოზიტდა პერსონალ ანგარიშზე, რომელსაც არანაირი ბიზნესის აქტივობის კვალი არ აქვს.

თაღლითობის ეჭვის საფუძველზე ბევრმა ბანკმა გააჩერა ბევრი გადარიცხვა.

ფულის გადარიცხვის ობიექტები (international money transfer institution is seeking to have SBA “blacklist”) მუშაობენ იმ ანგარიშების „შავ სიებზე“, სადაც საზღვარგერთ ფული გადაირიცხა. მიმღები ანგარიშების სია უკვე მომზადებულია.

A federal credit union-მა მოამზადა კატასტროფული რეპორტი Criminal Division of the Department of Justice-სთვის სადაც აცხადებს რომ ბოლო კვირაში მიიღო $15 მილიონი SBA დეპოზიტი თავისი კლიენტებისთვის, და 60 დეპოზიტიდან 59 თაღლითურადაა მოპოვებული.

SBA OIG- საგამოძიებო დივიზიამ გააკეთა განსაკუთრებული აქცენტი იმ მედია საინფორმაციო წყაროებზე, და იმ ინდივიდ-წინამძღოლებზე-Ringleader-ებზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზეც, ვინც საზოგადოებას აქეზებს რათა აიღოს “Free money”, უფასო ფული, და ამ ფულის აღებაში ეხმარება გასამრჯელოს თუ პროცენსის ფასად. SBA კრიმინალური გამოძიება აცხადებს, რომ ყველა კომპიუტერის IP Address აქვთ ფაილში საიდანაც ფალსიფიცირებული მოთხოვნები გაიგზანვა.

ასევე პასუხისმგებლობა დაეკისტებათ იმათ ვინც აკეთებს რეკლამას რომ დაგეხმარებათ ახალი ბიხზნესის დაწყებასა და სესხის აღებაში, რაც საფუძველშივე თაღლითობაა.

იმ ბიზნესებს, რომლებიც 2020 წლის 1 იანვრის მერე დარეგისტრირებული ბიზნესებისთვის შემოწმების გარეშე SBA დამტკიცა 6,132 სესხი ჯამში $208.1 მილიონი, მაშინ როცა ამ ბიზნესებს ეს სესხები არ ეკუთვნოდათ (ineligible businesses). გარდა ამისა, 20,692 განმცხადებელმა (ბიზნესი თუ თვითდასაქმებული ინდივიდი)მიიღო advance grants $ 1,000 ჯამში $47.8 მილიონი, რასაც საჩუქარად თვლიან. $ 35 მილიონი სესხი განმეორებითი განცხადებით მოიპოვეს, ანუ ერთიდაიგივე მისამართზე ერთიდაიგივე ბიზნესზე, SBA-s მიერ შემოწმების ბერკეტის და დროის სიმცრის გამო.

ავტორის კომენტარი: აშშ სახელმწიფო წყობა, რომელიც ამერიკის მამებმა შექმნეს, დაფუძნებულია-Check and Balance System- შეამოწმე და დააბალანსე სისტემაზე ანუ თვითდაბალანსების სისტემაზე, რასაც ჩაკეტილი წრედის სახე აქვს. სახელმწიფო წყობის ეს სქემა ეფუძნება ფრანგი პოლიტიკური ფილოსოფოსის, მოსამართლე მონტესტკიეს სახელმწიფო ძალაუფლების გადანაწილების ფილოსოფიას. საკანონმდებლო (LEGISTRATIVE), აღმასრულებელი-პრეზიდენტის ოფისი (EXECUTIVE) და სასამართლო (JUDICAL) სისტემა ურთიერთკონტროლით კორელაციურად უკავშირდება ერთმანეთს. თითოეული მათგანი აკონტროლებს და აბალანსებს სხვებს, მაშინ როცა თვითონაც კონტროლდება და ბალანსდება სხვების მიერ. გარდა ამისა, თვითონ სისტემებში შიგნით არის თვითკონტროლის მექნიზმები (INTERNAL AFFEAR, INTERNAL AUDIT, INTERNAL INVESTIGATION). სისტემას გარედან ჩარევა არ სჭირდება. ამდაგარი თვითმაბალანსირებელი სისტემის პირობებში, მხოლოდ დროის საკითხია რაიმე უწესრიგობის გარკევევა და დაბალანსება. და ამიტომ, უმჯობესია მოქალაქეებმა იცოდნენ რა ძლიერ სახელმწიფოსთან აქვთ საქმე. SBA-ს საქმიანობა დეტალურად გადაისინჯება, ეს თვითონ SBA-ს შიდა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო პირველმა.

და კიდევ, ყველა მაკონტროლებელი ორგანო მუშაობს იმისთვის რათა, იმ პატიოსანმა ბიზნესებმა, კორპორაციებმა, ინდსაწარმოებმა, შპს-ებმა, რომლებსაც ზარალი მიადგა პანდემიით, შეუფერხებლად მიიღონ და მოიხმარონ გამოყოფილი თანხები. სახელმწიფო მათ იცავთ თაღლითებისგან და ზრუნავს.


მოამზადა: დალი ხოხობაშვილმა,Enrolled Agent with IRS




1,105 views
bottom of page