top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

PPP loan forgiveness ინსტრუქცია

კიდევ ერთხელ, ინსტრუქციები ბიზნესისთვის SBA PPP loan forgiveness შესახებ.

SBA-მ Paycheck Protection Program-ით 2020 წლის აგვისტოს ბოლოს დაამთავრა განცხადებების მიღება, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი მიღებული განცხადება შუა პროცესშია და არ დაკმაყოფილებულა. არც SBA , და არც IRS ესეთი რთული წელი არ ჰქონია.

19 ოქტომბრის მონაცემებით, დაკმაყოფილდა PPP loan -ის 5,2 მილიონი განცხადება - $ 525 ბილიონი დაურიგდა ბიზნესებს. ასევე, დაკმაყოფილებულია 3,2 მილიონი განცხადება Economic Injury Disaster Loan-ზე, რამაც გაცემულ თანხებში $ 192 ბილიონი შეადგინა.

PPP forgiveness (პატიების) პორტალი 10 აგვისტოს გაიხსნა, რის მიხედვითაც გათვალისწინებულია სესხის იმ ნაწილის პეტიება რომელიც რენტაზე (ან ბიზნესის იპოთეკური სესხის პროცენტი), ხელფასებზე და კომუნალურ გადასახადებზე დაიხარჯა (ან დაიხარჯება) სესხის აღებიდან 24 კვირაში. მაგრამ სენატი ჯერ კიდევ უარყოფს ზოგიერთ დეტალებს პატიების შესახებ.

რა უნდა გააკეთონ ბიზნესებმა ვისაც PPP სესხი აქვს აღებული იმისთვის, რომ თუ სულ მთელი არა, ნაწილი მაინც ეპატიოთ.

უნდა ითანამშრომლოთ იმ ლენდერთან (დამფინანსებელთან) ვინც ეს სესხი მოგცათ, ბანკია ეს თუ კერძო მიკროსაფინანსო ერთეული, არ აქვს მნიშვნელობა.

ჯერ ჯერობით სულ სამი პატიების ფორმაა გამოსული

Short form 3508S -გამოიყენეთ თუ $50,000-სზე ნაკლები თანხა გაქვთ აღებული.

Form 3508EZ - გამოიყენეთ ვინც ხართ თვითდასაქმებული, ან დამოუკიდებელი კონტრაქტორი (sole proprietors, independent contractors, self-employed). ეს ფორმა გამოიყენება იმისთვის, ვისაც არ ყავს თანამშრომელი და ნასესხები თანხა $ 50,000-ს აღემატება.

form 3508 გამოიყენება დანარჩენ შემთხევებში ან $ 50,000 ზე მეტი თუ ნაკლები სესხის შემთხვევაში რომლებიც ზემო ორ კატეგორიაში არ ხვდებიან.

ამ ფორმის არჩევაზე უნდა თქვენს ბანკს თუ მსესხებელს ჰკითხოთ და რომელსაც გირჩევენ , ის უნდა შეავსოთ.

უნდა გქონდეთ იმისი დამადასტურებელი დოკუმენტები დეტალებში თუ სად და როგორ დახარჯეთ სესხი.

სახელმწიფო პატიებას ჰპირდებიან იმ ბიზნესებს, ვინც თანხის 60 % ხელფასში დახარჯა (იგულისხმება რომ ამ ხელფასზე ვიღაცა მფლობელი, თუ დაქირავებული თანამშრომელი გადაიხდის გადასახადს პირადი დეკლარაციიდან წლის ბოლოს) და დანარჩენი 40% რენტასა და (ან მორთგიჯი-იპოთეკური სესხის პროცენტი) კომუნალურებში.

პატიებისთვის ხარჯად ჩაითვლება 24 კვირა თანხის აღებიდან. თუ 24 კვირის მერე დახარჯეთ თანხა, ხელფასშიც რომ იყოს, ვეღარ მოითხოვთ პატიებას. კიდე შესაძლოა ეს დროის ფანჯარა შეიცვალოს კანონით.

იმ ბიზნესებს, ვისაც $ 50,000 ზე ნაკლები სესხი აქვთ აღებული, ფორმის შევსებაც გამარტივებული ექნებათ.

ითანამშრომლეთ ბანკთან თუ კერო მსესხებელთან სესხის პატიებაზე. თუ მიზნობრივად არ დაგიხარჯიათ თანხა, ამ შემთხვევაში არავისთან თანამშრომლობას აზრი არ აქვს, ეხლა ვეღარაფერს შეცვლით და უკან დაბუნება პროცენტით მოგიწევთ კონტრაქტით დათქმულ ვადებში (2 თუ 5 წელი).

SBAს- დასჭირდება 90 დღე რათა თქვენი პატიების განცხადება განიხილოს და დააკმაყოფილოს, ამიტომ გააკეთეთ დროულად.

ჯერ ჯერობთ, პატიება მხოლოდ SBA PPP loanს ეხება.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent to practice with IRS



https://www.bizjournals.com/charlotte/news/2020/11/05/thomas-stith-sba-director-ppp-loans-forgiveness.html

https://www.sba.com/funding-a-business/government-small-business-loans/ppp/

360 views
bottom of page