Dali Khokhobashvili
PPP LOAN-ის თაღლითობის 39 შემთხვევამ აშშ-ში სასამართლოში გადაინაცვლა
აშშ Check and balance system-შეამოწმებისა და თვითბალანსირების სისტემა მუდმივ დინამიკურ მუშაობაშია SBA DISASTER LOAN AND PPP LOAN -თან დაკავშირებული თაღლითობების არმოჩენა-აღმოფხვრისთვის.
PPP LOAN-ით პანდემიის პირობებში, 5 მილიონი ბიზნესი მომარაგდა რათა ფუნქციონირება არ გაეჩერებინათ და თანამშრომლები არ დაეთხოვათ. უმეტესობა ბიზნესებს ის ნამდვილად სჭირდებოდათ და სწორედაც გამოიყენეს. მაგრამ იუსტიციის დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 5 აგვისტომდე 39 ბიზნესს წარედგინა ბრალი მასიურ თაღლითობაში. ეს შემთხვევები განსაკუთრებით დიდი თანხების, მილიონების და ასიათასების თაღლითურად მოპოვებას ეხება. ამ 39 შემთხვევაში ბრალი 56 ადამიანს წაეყენა. თანხების დიდი ნაწილი უკან მიღებულია ფედერალების მიერ ბანკების და არამარტო ბანკების საშუალებით.
თაღლითებს ჩამოერთვათ 2020 ლამბორჯინი ჰურიკანი, როლექს საპრესიდენტო საათი, 5.73 კარატიანი ბრილიანტი, ბრილიანტის ბრასლეტები, ტესლა-ელექტრომანქანა, 26 ფუტიანი პავატი, 33 ფუტიანი კრუიზის იახტა, ორი როლს-როისი, ლამბორჯინი ურუს, კია სტინგერი, და ფორდი ფ-350 პიკ- აპი. ასევე გაიყინა ბანკის ანგარიშები და თანხების უკან დაბრუნება ჯერ კიდე პროცესშია.
ზოგიერთმა თაღლითებმა გადასახადის გადამხდელთა თანხები დახარჯეს ლას-ვეგასის კაზინოებში, სტრიპტიზ ბარებში, და ფასიანი ქაღალდების ბირჯებზე. JFK აეროპორტში აიყვანეს წყვილი, რომელმაც 18 თაღლითური განცხადება გაგზავნა და ქვეყბნის დატოვებას აპირებდა იმ იმედით, რომ ფულს სხვა ქვეყნიდან დახარჯევდნენ.
იქიდან გამომდინარე, რომ PPP LOAN მოთხოვნისას განმცხადებლებმა გამოიყენეს IRS ფორმები კვარტალური ხელფასის უწყისები და გადასახადები, ამის შემოწმება იუსტიციის დეპარტამენტისთვის ძალიან ადვილია, რადგან ეს ფორმები არ არსებობს, არც თანამშრომლები არსებობს, არც გადახდილი ხელფასი და არც ამ ხელფასისთვის გადახდილი ფედერალური და შტატის გადასახდები გაუგზავნიათ სახელმქიფოსთვის. თაღლითებმა ის მხოლოდ აპლიკაციისთვის მოიგონეს.
ნახეთ სია და დაწვრილებით აღწრილი ის გახმაურებული 39 შემთხვევა ქვემოთ მოწვდილ ლინქზე, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობების თანხების თაღლითობის ბრალდებით გამოძიების პროცესშია.
https://smallbiztrends.com/2020/08/ppp-fraud.html
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, ENROLLED AGENT with IRS.
