Dali Khokhobashvili
NY შტატი გაგზავნილ დეკლარაციებში Earned Income tax credit (EIC)-ს ამცირებს.
ინფორმაცია იმათთვის ვისაც 2020 წელს აღებული აქვს Unemployment benefits ნიუ იორკის შტატში, და განსაკუთრებით იმათ, ვისაც ბავშვები ყავს.
ვინც აიღეთ Unemployment benefits 2020 წელში ნიუ იორკში, უკვე გააკეთეთ დეკლარაცია და განსაკუთრებით იმათ, ვისაც ყავს ბავშვები, და ჩვენ, საგადასახადო დეკლარაციების პროფესიონალებმა თქვენთვის მოვითხოვეთ საგადასახადო შეღავათი ბავშვების გამო, კონკრეტულად IT-215, Earned Income Credit, შესაძლოა ნიუ იორკმა გადასახადი აგიწიოთ მოთხოვნილი კრედიტის შეკვეცის საფუძველზე, და მიიღოთ წერილი.
უკვე მერამდენე წერილი მოვიღეთ და გადავიხადეთ ნიუ იორკიდან ანალოგიურ შემთხვევებში. სტანდარტული წერილი ამბობს, რომ თქვენი მოთხოვნილი კრედიტები: NYS Earned Income Credit and NYC Income credit were not fully allowed. ეს ორი კრედიტი, რასაც ჩვენ პროფესიონალები თქვენთვის ყოველ წელს ვითხოვთ და გეძლევათ, ნიუ იორკმა მხოლოდ იმათვის შეკვეცა, ვისაც Unemployment benefits აქვს აღებული. ისედაც უკვე ნიუ იორკისთვის გადახდილ გადასახადზე, შესაძლოა ნიუ იორკმა კიდე დაამატოს გადასახადი, და რაც მეტი თანხა გაქვთ აღებული უმუშევრობის დახმარება, გადასახადიც მეტი იქნება.
აზრი არ აქვს დავას და ვინმეს დადანაშაულებას ამ შემთხვევაში, დეკლარაციის გამოთვლა ჩვენს მიერ ყოველ წელს, თქვენთვის მაქსიმუმალური ბენეფიტის მიღებაზე დაგეგმით ხდება, ამ პოზიციას საგადასახადო დეპარტამენტები ყოველთვის არ იზიარებენ.
უფრო მეტად ეს ის შემთხვევაა, ვისი დეკლარაციაც უკვე შეცვლილი კანონით გაიგზავნა და მოხდა მოითხოვნა ნიუ იორკის Earned Income tax credit (EIC), რომელიც ფერედალურ დეკლარაციაში მოთხოვნილი ამ კრედიტის საფუძველზე ითვლება. ანუ იმათ, ვინც გაგზავნეს დეკლარაცია ცოტა მოგვიანებით, და მაშინ, როცა უკვე ფედერალურ ნაწილში თითო ადამიანზე $ 10,200 აღარ იბეგრებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სრული ერთი კვირა ველოდეთ გაქანებულ სეზონზე ნიუ იორკის კანონების აპდეითს და პროგრამების ამუშავებას, გარკვეული უზუსტობები, ანუ ფედერალურის და შტატის გამოთვლების ერთმანეთთან აცდენა მაინც მოხდა. ეს იმის გამოა , რომ ნიუ იორკის შტატი ფედერალური საგადასახადო კანონის ცვლილება $ 10,200 არ- დაბეგვრის თაობაზე არ მიიღო, და წინააღმდეგი წავიდა (decoupling from federal tax law). ზოგადად შტატის დეკლარაცია ფდერალური დეკლარაციის ბაზაზე ითვლება და კორელაციურადაა შეჭიდული და დამოკიდებული. და მაშინ, როცა შტატი ფედერალურის წინააღმდეგ მიდის, ყოველთვის არის გარკვეული წინააღმდეგობები მიუხედავად იმისა, რომ ეს შტატებისთვის, კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებაა. ეს განსაკუთრებით გადასახადების სფეროში იგრძნობა.
თუ თქვენ ნიუ იორკიდან ანალოგურ წერილს მიიღებთ გარკვეული გადასახადის მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, როცა უკვე გადაიხადეთ და ყველას გვგონია რომ 2020- მა საგადასახადო წელმა ჩაიარა, ნუ ჩავარდებით პანიკაში, ეს არ იქნება დიდი თანხა, და რაც არ უნდა ვაპროტესტოთ, მაინც გადაგახდევინებენ, რადგან ის უმუშევრობის დახმარების ბაზაზეა გამოთვლილი. გაუგზავნეთ ეს წერილი თქვენს საგადასახადო დეკლარაციის პროფესიონალს, დარწმუნდით, რომ ტყუილად არაფერი გადაიხადოთ თქვენი ინიციატივით, ან წერილი არ შეგეშალოთ სხვა რაიმეში (რეკლამა მაგალითად). პროფესიონალს ძალიან ადვილად შეუძლია ამ თანხის გადახდა ელექტრონულად (თუ ეს ნიუ იორკია და არა სხვა დეპარტამენტი.)
ზემოხსენებული საგადასახადო შეღავათის შეკვეცა ნიუ იორკმა ასევე დაუქორწინებლებზე და წყვილებზე ბავშვების გარეშეც გააკეთა, მაგრამ, უმეტესად ეს ბავშვიან წყვილებთან ხდება უმუშევრობის დახმარების თანხლებით.
ავტორის შენიშვნა: სტატია მომზადებულია პრაქტიკულ გამოცდილება დაკვირვების საფუძველზე და არის ცოცხალი რეკომენდაცია.
დალი ხოხობაშვილი, Enrolled Agent authorized to practice before IRS
