Dali Khokhobashvili
IRS შეფერხებული რეფანდი და მასტიმულირებელი ჩეკები, მიზეზები და გამოსავალი.
2019 წლის დეკლარაციების გაგზავნის მერე ბევრი ჯერ კიდევ ელოდება რეფანდს ან ეკონომიკის მასტიმულირებელ ჩეკს. უამრავმა ადამიანმა მარტის დასაწყისში და თებერვალში გაგზავნა დეკლარაცია, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიურია
IRS დიდი შეფერხებებით მუშაობს სიტუაციიდან გამომდინარე და რამდენიმე მიზეზია შეფერხების. ამ ჩემონათვალში შეიძლება ყველა მიზეზი არ იყოს, მაგრამ ძირითადად
1. კარანტინი ქვეყანაში და თანამშრომლების ნაკლებობა ფედერალური შემოსავლების სამსახურში ვინვ დეკლარაციები უნდა დაასრულონ და ბანკში გადაგზავნონ ინფორმაცია.
2. შეცდომა დეკლარაციაში
3. Child support გადასახდელი წინა წლებში
4. წინა წლებში გადაუხდელი გადასახადი,
5. ქაღალდებით გაგზავნილი დეკლარაცია კარანტინის დროს და შეფეეხება ფოსტაში იგივე მიზეზის გამო. როგორც წესი, ქაღალდებით გაგზავნილ დეკლარაციას მეტი დრო უნდა პროცესირებისთვის ვიდრე ელექტრონულს, ეს ყოველთვის ესე იყო და განსაკუთრებით ეხლა. IRS გამოაცხადა, რომ ქაღალდით მიღებული დკელარაციები მხხოლოდ 10% შეადგენს, რადგან 90 % ელექტრონულად იგზავნება, სანამ ოფისების მუშაობა არ აღდგება, ისინი ქაღალდით მიღებულ დეკლარაციებს ვერ დაასრულებენ.
6. თაღლითობა, ანუ ვიღაცამ გამოიყენა თქვენი სოციალური ნომერი.
7. მისამართი გამოიცვალეთ, და პასუხი ანდა ჩეკები სხვა მისამართზე მივიდა.
8. თქვენი დეკლარაცია აუდიტისთვის შეირჩა (პირველ ეტაპზე კომპიუტერით ხდება აუდიტისთვის შერჩევა) და რეფანდის ციფრები აუდიტის დასრულებამდე გაურკვეველია.
თუ ჯერ არ მიგიღიათ არანაირი პასუხი, არ ნიშნავს რომ რამე პრობლემაა, შესაძლოა უბრალოდ შეფერხებაა.
ერთადერთი არხი რაც არის IRS თან ურთიერთობის არის ვებ-გვერდი სადაც რეფანდის სტატუსიც შეიძლება შეამოწმოთ და მეორე ლინქი სადაც მასტიმულირებელი ჩეკის სტატუსი მოწმდება. სატელეფონო ხაზით დაკავშირება შეუძლებელია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, დეკლარაციის მომზადებლებიც შეზღუდულნი არიან თქვენს დახმარებაში.
აქ არის IRS ლინქი, სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ ჯერ რეფანდის სტატუსი თუ ის არ მოგიღიათ.
https://sa.www4.irs.gov/irfof/lang/en/irfofgetstatus.jsp
დაგჭირდებათ სტატუსი, სოციალური ნომერი და ზუსტი თანხა რეფანდისა რაც მოითხოვეთ 2019 წლის დეკლარაციაში. რეფანდის თანხა არის ფორმა 1040, მეორე გვერდზე, ხაზი # 21a
თუ სტატუსი გეუბნებათ რომ მივიღეთ ინფორმაცია და პროცესშა, დაცდის მეტი არაფერი დაგჩენიათ. "Your tax return is still being processed.
თუ სტატუსი გეუბნებათ რომ ინფორმაცია არ იძებნება, ან შეცდომა ხომ არ დაუშვით ან შემოწმებისასო, ჯერ გადაამოწმეთ მართლა შეცდომით ხომ არ შეგყავთ ნომრები და სოციალური ნომერი და სტატუსი, და თუ დარწმუნდით რომ შეცდომა არაა, ეს ნოშნავს რომ IRS არ მიუღია დეკლარაცია, და არ უნდა დაელოდოთ, დაურეკეთ პროფესიონალს ვინც დაგეხმარათ დეკლარაციაში და სთხოვეთ ხელახლა გაგიგზავნოთ, როგორხ წესი ეს ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში გამორიცხულია, ანუ გამორიცხულია რომ თუ ელექტრონულად გაიგზავნა დეკლარაცია, IRS არ ქონდეს მიღებული. ეს ხდება მაშინ, როცა ქაღალდებით იგზავნება დეკლარაცია ფოსტის საშუალებით. ფოსტაც ისევე შეფერხებით მუშაობდა კარანრტინის პირობებში როგორც დანარჩენი სახელმწიფო დეპარტამენტები.
თუ სტატუსი გეუბნებათ რომ კონკრეტულ რიცხვში უკვე გამოიგზავნა რეფანდი, მოიკითხეთ ბანკში, ან მისამართზე.
თუ სტატუსი გეუბნებათ რომ კონკრეტულ რიცხვში დაგეგმილია და გამოიგზავნება რეფანდი, დაელოდეთ.
როგორც წესი, უმეტესად თუ რეფანდია შეფერხებული, მასტიმულირებელი ჩეკიც ფერხდება, რადგან ეს უკანასკნელი დამიკიდებულია დეკლარაციაზე. მაგრამ არ არის გამორიცხული რომ მასტიმულირებელი ჩეკი 2018 წლის დკლარაციაზე დაყრდნობით გამოგიგზავნეს და 2019 წლის რეფანდი ჯერ ისევ გაურკვეველია.
ყველა გადასახადის გადამხდელს, ვისაც შეუფერხდა ტანხების ჩარიცხვა თავისი მიზეზი აქვს. და ჯობია თქვენ თვითონ გაარკვიოთ სტატუსი თავიდან ამ ლინქზე. და მეორე საფეხურზე უკვე პროფესიონალს შეეხმიანოთ თუ სტატუსი გაურკვეველია.
თუ ვერაფერი გაარკვიეთ, მოთმინება მოგიწევთ, IRS გვპირდება რომ 60 დღეში, ანუ ივლისის ბოლოდან ჩვეულებრივ განახლდება საქმიანობა, და შესაძლოა აღარც დაგჭირდეთ დარეკვა ისე დაგიბრუნონ დაპირებიული თანხები, და თუ ასე არ მოხდა, მიიღებთ ან წერილობით ახსნას, ან გექნებათ უკვე იმის საშუალება რომ დარეკოთ და გაარკვიოთ რაც გაინტერესებთ. დაგეგმილია ბოლო მასტიმულირებელი ჩეკების 11 სექტემბერს გამოგზავნა. მაგრამ მანამდე თუ ვერ გაარკვიეთ, არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ დაკარგავთ კუთვნილ თანხებს, არამედ აქტიურად უნდა ჩაერიოთ პროცესში და მიზეზი გაიგოთ.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS
წყარო: პირადი გამოცდილება, და შემდეგი სტატიები:
https://www.irs.gov/individuals/refund-timing
https://abc7chicago.com/irs-stimulus-check-tax-refund-return/6213551/
https://www.radio.com/news/irs-addresses-tax-refund-delays-amid-some-complaints
