Dali Khokhobashvili
FedNow ინოვაციური კონტროლირებადი სისტემა რაც გააერთიანებს zelle, cash up, venmo ივლისიდან იწყება.
ყველას აინტერესებს ზელე, ვენმო და მსგავსი გადარიცხვების სისტემა რამდენად კონტროლდება და გაკონტროლდება. ვიყოთ პირველები და დავასწროთ ინფორმაციულ სისტემას ვიდრე ჩამოვრჩეთ. გაეცანით ინოვაციურ სიახლეს, რაც მალე, ივლისში ყველას შეგეხებათ.
წაიკითხეთ ახალი სისტემის შექმნის და სულ მალე ( 2023 წლის ივლისში) დანერგვის დეტალები და ვიყოთ მზად დარეგისტრირებისთვის, რადგან ინფორმაციული ვაკუუმის გამო არ დარჩეთ თუნდაც დროებით უხელფასოდ, არ დავუშვათ შეცდომები იქიდან გამომდინარე რომ შემოსავალს იღებ და გგონია ვერავინ გხედავს და არ იცის, იყავით მზად!!!
შემოსავლების მოძრაობის და საგადასახადო კონტროლის გასაადვილებლად, ასევე ბანკის გადარიცხვების დროის და რისკის შესამცირებლად, ფედერალურ დონეზე ერთიანდება ყველა ქეშ- აპი, ზელე, ვენმო, იქმნება მოდერნიზებული FedNow სისტემა და ყველა ბანკი ერთიანდება ამ სისტემაში.
ახალ მოქნილ სისტემაში ყოველი გადარიცხვის დროს ჩართულია Federal Credit Union, სადაც ყოველი გადარიცხული ცენტი გაივლის და შემდეგ გადანაწილდება ადრესატის ბანკსა და ანგარიშებზე. ამ სისტემით ყველაფრის ყიდვა შეგეძლებათ დაუყოვნებლივ და ყველა გადარიცხვა იქნება შესაძლებელი.
სისტემის დანერგა მიზნად ისახავს:
1. სწრაფი გადარიცხვის სისტემით, ბიზნესების განვითარებას.
2. შემოსავლების ზრდას, რადგან გადასახადებიდან თავის აცილება ვეღარ მოხდება,
ასევე ყოველ გადარიცხვაზე დაწესებულია მომსახურების თანხა (შემოსავალი) ბანკებისთვის.
3. ფასების დაწევას საერთო ეფექტურობის გაზრდით.
4. ბანკებს შორის გადარიცხვების რისკის შემცირებას.
ეს იქნება სწრაფი გადარიცხვის სისტემა, რასაც ყველა დღესაც ვხმარობთ და ყოველ გადარიცხვაზე იქნება ძალიან მცირე მომსახურების თანხა 0.045 ცენტი ($0.045 per transaction) და $25 FedNow Service ყოველთვიური მომსახურების თანხა (წლიურად $ 300).
ყოველი გადარიცხვას წამებში მიენიჭება კატეგორია:
Person-to-Person (P2P): ინდივიდიდან ინდივიდზე, ოჯახის წევრზე ან მეგობარზე, ან რაიმე ხარჯის გაზიარებაზე (მაგალითად roommates, იყოფენ რენტას, ერთი იხდის), რაიმე პერსონალურ მომსახურებაზე (ძაღლის სეირნობაზე ან ძიძის მომსახურებაზე).
Consumer-to-Business (C2B): ადამიანიდან ბიზნესზე- მაგალითად, შეიძინეთ საქონელი და მომსახურება.
Consumer-to-Government (C2G):ინდივიდიდან სახელმწიფოზე, მაგალითად გადაიხადეთ გადასახადი.
Business-to-Consumer (B2C): ბიზნესიდან ინდივიდზე, მაგალითად ხელფასი, დაზღვევისგან დანაკარგის ანაზღაურება.
Business-to-Business (B2B): ბიზნესიდან ბიზნესზე, მაგალითად, ბიზნესმა იყიდა ინვენტარი გასაყიდად ან გადაიხადა კომუნალური მომსახურებისთვის.
Business-to-Government (B2G): ბიზნესიდან სახელმწიფოზე, მაგალითად ბიზნესმა გადაიხადა გადასახადი.
Account-to-Account (A2A): ანგარიშიდან ანგარიშზე, მაგალითად ბანკებს შორის, ან ერთი ბანკში სხვადასხვა ანგარიშებს შორის, ან ერთი ადამიანის თუ ბიზნესის ანგარიშებს შორის.
საგადასახადო კუთხით, ადამიანიდან-ადამიანზე გადარიცხულ და ანგარიშებს შორის მოძრავ თანხებზე იქნება კითხვები არის თუ არა ეს შემოსავალი.
შემდეგ სტატიებში მივყვებით პროცესებს, მოგაწვდით ინფორმაციას და ბმულებს და გადავალთ ყველა ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ.
გთხოვთ ჯერ არსად არ დარეგისტრირდეთ შეუმოწმებელ გვერდებზე, ჯერ არ არის დალაგებული ყველაფერი. სისტემაში ინტეგრირებისთვის მოგაწვდით უსაფრთხო ბმულს როცა გამოქვეყნდება ოფიციალური ინფორმაცია.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა,
Dali Khokhobashvili, Enrolled Agent authorized to practice before IRS
https://www.frbservices.org/financial-services/fednow/about.html
https://explore.fednow.org/about
https://explore.fednow.org/
