top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

FBAR უცხოეთში არსებული ბანკის ანგარიშის და ქონების დეკლარირების ვალდებულება აშშ-სთვის.

ვისაც აქვს საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში ბანკის ანგარიში, ამ სახლი, რომელსაც აქირავებთ, ან ბიზნესი და მოგება, ან საბროკერო ანგარიში (ფასიანი ქაღალდები), და ხართ აშშ-ს მოქალაქე, ან მწვანე ბარათის მფლობელი, ან აშშ-ს კორპორაციის თუ შპს-ს, მფლობელი ან პარტნიორი, ანუ სოუშელის მფლობელი, ვისაც აშშ-ში რეგისტრირებული ბიზნესი აქვს რომც არ იყოს მწვანე ბარათის მფლობელი( A U.S. person, including a citizen, resident, corporation, partnership, limited liability company, trust and estate), თქვენ გაქვთ ვალდებულება ყოველწლიურად ურეპორტოთ თქვენი საზღვარგერეთული ქონება-FBAR აშშ-ს ფინანსური კრიმინალის აღმასრულებელი ქსელს - Financial Crimes Enforcement Network (FinCEN) ფორმა 114-ით.


რა შემთხვევაში მოგვეთხოვება ამ რეპორტის შევსება?


სავალდებულოა აშშ-ში დეკლარირება შემდეგის:

1. თუ უცხოეთის (საქართველოს) ბანკის ანგარიშზე წლის განმავლობასი ერთხელ მაინც იყო ბალანსი $ 10,000.00.

2. თუ გაქვთ ფინანსური ანგარიში, ფასიანი ქაღალდები, ბიზნესი, თუ გაქირავებული ქონების შემოსავალი, მნიშვნელობა არ აქვს რა თანხის ბუნვა იქნება ამ ანგარიშზე ( რენტის შემოსავალი დეკლარირებადია).


არ არის საჭირო აშშ-ს დაადეკლარიროთ შემდეგი:

1 უცხოეთის კერძო საპენსიო ანგარიში და ზედ თანხები,

2. ბანკის ანგარიში, სადაც 10 ათას დოლარზე ნაკლები თანხის ბალანით მიმდინარეობდა მთელი წელი სხვა ქვეყნის ვალუტაში (ნესტრო ანგარიში).

3. თუ ფლობთ სხვა ქვეყნის სახელმწიფო ბონდებს.

4. სახლები საქართველოში, რომელიც არ არის გაქირავებული და არ არის შემოსავლის წყარო.



დეკლარირება ხდება 15 აპრილამდე ისევე როგორც შემოსავლის დეკლარაციის და ექვემდებარება 6 თვიან გადავადებას. დეკლარირება ხდება ამ ლინქის მეშვეობით:


https://bsaefiling1.fincen.treas.gov/lc/content/xfaforms/profiles/htmldefault.html


თუ თქვენ ხვდებით ამ ჯგუფში, ვისაც ევალება უცხოეთში არსებული ძირითადი ფონდების დეკლარირება, დაგჭირდებათ შემდეგი: ანგარიშის სახელი, ბანკის სახელი, ანგარიშის ნომერი, მისამართი, ანგარიშის ტიპი, და მაქსიმალური ბალანსი 12 თვის განმავლობაში.

სინამდვილეში ამ დეკლარირებასი არაფერს არ იხდით, ანუ გადასახადს არ იხდიტ, მაგრამ სარგებელი არის ის, რომ თქვენს საზღვარგარეთულ ძირითად ფონდებს, აღმოჩენის შემთხვევაში, არანაირი სიურპრიზი არ გელით, რადგან სახელმწოფოს წინასწარ უთხარით.

არის დაწესებული ჯარიმა სამოქალაქო და ასევე კრიმინალური ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ დააკეთეთ დეკლარირების ვალდებულება, და თქვენი ბანკის ანგარიშზე 10 ათასი დოლარის ბალანსი გაქვთ, ტრიალებს თანხები, გაქვთ უცხოური კრიპტო და ვირტუალური ვალუტის ანგარიშები. ჯარიმის თანხა ფაქტზეა დამოკიდებული. რისი დამალვა მოხდა. ჯარიმის ფულად რაოდენობაზე გადახედეთ ლინქს-ბმულს, ვისაც გაინტერესებთ: ( https://www.ecfr.gov/current/title-31/subtitle-B/chapter-X/part-1010/subpart-H/section-1010.821 )


ავტორი: დალი ხოხობაშვილი, Enrolled Agent, authorized to practice before IRS


წყარო:

https://www.irs.gov/businesses/small-businesses-self-employed/report-of-foreign-bank-and-financial-accounts-fbar


https://www.irs.gov/individuals/international-taxpayers/streamlined-filing-compliance-procedures









858 views
bottom of page