Dali Khokhobashvili
Exclusion-$10,200, მათ გასაგონად, ვინც უმუშევრობის დახმარებით უკვე გაგზავნა და გადაიხადა გადასახადი
Exclusion of up to $10,200 of Unemployment Compensation
იმათ გასაგონად, ვინც უმუშევრობის დახმარება მიიღო და უკვე გაგზავნილი ჰქონდა დეკლარაცია ამ კანონის გააქტიურებამდე და მთლიან Unemployment Compensationზე უკვე გადაიხადაგადასახადი.
2021 წლის 11 მარტს აშშ მთავრობამ მიიღოდა და გააქტიურა ახალი კანონი the American Rescue Plan, რომელიც 2020 წელს აღებულ უმუშევროვბოს დახმარების $ 10,200 არ ბეგრავს ფედერალურ დონეზე იმაათთვის, ვისაც 2020 წელს $ 75 ,000 (ერთ ადამიანზე და წყვილზე $ 150,000) ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. დანარჩენი ნაწილი რაც $ 10,200 გადააჭარბებს, კვლავ იბეგრება.
უამრავი ფაქტი მოვისმინე უშუალოდ გადასახადების გადამხდელისგან, მას მერე რაც ეს კანონი შევიდა ძალაში. გთხოვთ ყველამ წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია, რომელიც თქვენთვისაა, და ერთადერთი მხოლოდ ცოდნა დაგიცავთ იმ „პროფესიონალებისგან“, რომლებიც აკეთებენ შესწორებებს რათა თქვენ ფული უკან მიიღოთ, ის ფული, რომელსაც ისედაც მიიღებთ მაისში.
ინსტრუქცია, რომელიც სახელმწიფომ გამოსცა ამ ეტაპზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგია: IRS მკაცრ რეკომენდაციას გვაძლევს ყველას, რომ ისინი იწყებენ თქვენგან გადაყოლებული გადასახადების პორცისს უკან დაბრუნებას მაისიდან, და არანაირი ამენდმენტი, და შესწორება არაა საჭირო რათა ეს ფული მიიღოთ.
ამ თანხას ისედაც მიიღებთ, ამიტომ არავის არ უნდა გადაუხადოთ ფული იმ მომსახურებაში, რაც არ გჭირდებათ.
პირიქით, ვინც ამენდმენტს გააკეთებს, და გაგზავნის (ის ქაღალდებით იგზავნება), მისი დეკლარაცია სახელმწიფომ მეორედ უნდა გადასინჯოს, რადგან მისულ კონვერტს იგნორირებას ვერ გაუკეთებენ. ამენდმენტს IRS 90 დღე უნდება რომ პროცესი დაამთავროს, და ის ხელით კეთდება.
უმუშევრობის შემოსავლის გადაყოლებული რეფანდის გამოცემის პროცესი თუ უკვე დაწყებული და ამ დროს თქვენი დეკლარაცია ამენდმენტის ბრძანებით მივიდა, სანამ არ დამთავრდება ამენდმენტი (90 დღე), რეფანდსაც გააჩერებენ, ამითომ ნუ შეაფერხებთ პროცესს, ამით მხოლოდ შეაფერხებთ იმ ფულის უკან მიღებას, რასაც ისედაც მოგცემდნენ.
და გარდა ამისა, რაც გაგზავნილი გაქვთ, იმ დეკლარაციაში სხვა შემოსავალზე გაბერილი ხარჯები თუ გიწერიათ, შემოწმების კიდევ უფრო მეტი შანსია, რომ ახლიდან გადაასინჯინოთ, და თავი აუდიტში ძალათ ჩაიგდოთ.
არიან ადამიანები, რომელსაც ასეთ დატვირთულ სეზონზე არ ყავთ კლიენტი, და ამენდმენტებზე და შესწორებებს შემოგთავაზებენ, ნუ გახდებით მათი ფულის გაკეთების მსხვერპლი, ნურც თქვენს პროფესიონალს დაურეკავთ რომ შეაცვლევინოთ რამე, რადგან არაფერია ჯერ ჯერობით საჭირო. ის თანხა სახელმწოფომ მოგცათ, იმათ დაბეგრეს თავიდა, იმათვე შემოიღეს კანონი რომ აღარ იბეგრება, და თვითონვე გადაითვლიან და დაგიბრუნებენ იმ თანხას. შუა სეზონზე ისედაც გადატვირთული პროფესიონალებს გაგვატარეს ნებაყოფლობითი ტრეინინგი ( სხვანაირად შეუძლებელი იყო გაგრძელება იმდენი დეტალი შეიცვალა), ზოგადად ტრეინინგი სეზონის დაწყებამდეა ყოველთვის და მერე აღარაფერი იცვლება ხოლმე.
ასე რომ დაველოდოთ ყველა. ზუსტად არავინ არ ვიცით როდის დაიწყება, ამოტომ კითხვას აზრი არ აქვს.დამოკიდებულია ხაზინაზე როდის მოიცლიან. როგორც სტატიებიდან ირკვევა, ჯერ სეზონი უნდა დაამთავრონ, 17 მაისს, და მერე გადახედავნ უკვე ამ საკითხს,
Because the change occurred after some people filed their taxes, the IRS will take steps in the spring and summer to make the appropriate change to their return, which may result in a refund. The first refunds are expected to be made in May and will continue into the summer.
ასევე, 2020 წლის დეკლარაციით კუთვნილი ძველი რეფანდები ვისაც არ მიგიღიათ ამა თუ იმ მიზეზის გამო, გვპირდებიან რომ ამ ზაფხულს ყველას გაგისტუმრებენ, და მანამდე არანაირი აზრი არ აქვს არც IRS-ში რეკვას და არც თქვენი პროფესიონალითვის რეკვას რომ რამე გააკეთოს.
There is no need for taxpayers to file an amended return unless the calculations make the taxpayer newly eligible for additional federal credits and deductions not already included on the original tax return.
თქვენი დეკლარაციები უკვე გადაანგარიშებულია, სისტემა უკვე არის, უბრალოდ დროის ამბავია როდის დაიწყებენ. ის ფაქტი, რომ ახალი დეკლარაციები (უკვე შეცვლილი ამოგიბეჭდოთ და მოგცეთ, არაფრით არ იქნება სწორი, რადგან რამაც გაიარა სისტემაში და რაც სახელმწოფოს ჩაბარდა, ის არის სწორი ვერსია და თუ თქვენ ოდესმე ტრანსკრიპტი დაგჭირდათ, ის ვერსია ამოიბეჭდება და ის ვერსია იქნება სწორი, რაც სახელმწიფომ მიიღო. არ იქნება სწორი 10,200 დოლარით ნაკლები დეკლარაციის ასლი მოგცეთმ მაშიმ როცა ოფიციალურ, სისტემაში გავლილ ფორმაში მეტი გიწერიათ.
თუმცა ვინვ ამენდმენტს აკეთებინებთ და ტყუილად იხდით ფულს იმის გაკეტებაში, რაც ისედაც გეკუთვნით, არ არის კანონსაწინააღმდეგო და ნებადართულია. უბრალოდ ამით აფერხებთ თქვენივე რეფანდს, და სახელმწიფო პროცესსაც ართულებთ, ასევე აუდიტის შანსს თქვენ თვითონ იზრდით.
თუმცა ზოგიერთი შტატში, შეიძლება მხოლოდ შტატის დეკლარაციის შეცვლა იყოს საჭირო რათა გადაყოლებული თანხა მოითხოვოთ, ეს მხოლოდ შტატის დეკლარციებს ეხება და არა ფედერალურს, უმეტესობა შტატებში, მაგალითად, ნიუ იორკსი, პენსილვანიაში, ნიუ ჯერსში, არაფერის გაკეტება არაა საჭირო, იმიტომ რომ არაფერი შეცვლილა ადრე გაგზავნილი დეკლარაციებისთვის, უბრალოდ ნიუ იორკში ვისისც ეხლა იგზავნება, უნდა დარწმუნდეთ რომ მთლიანი თანხა დაიბეგრა ფედერალურისგან განსხვავებით.
ეს ინფორმაცია და ინსტრუქცია არის დღევანდელ სიტუაციაზე დაფუძნებული და არ გამორიცხავს იმას, რომ მომავალში სახელმწიფომ კიდევაც მოგთხოვოთ ამენმენტის (შესწორების ) გაკეტება რათა რეფანდი მიიღოთ, მაგრამ დღეს ეს ინსტრუქცია გვაქვს და არაა სწორი რომ სახელმწოფოს ინსტრუქციას გადავაბიჯოთ და ჩვენი ინიციოატივით, ან ვიღაცა არაკომპეტენტურის ნათქვამზე დაყრდნობით რაიმე გავაკეთოთ. თუმცა კანონი არ კრძალავს შესწორებას, რომელიც დეკლარაციის გაგზავნიდან 3 წლის განმავლობაში შეგიძლიათ ის გააკეთოთ თუ რაიმე გამოგრჩათ.
რეკომენდაცია: ჯერ ჯერობით დავაცადოთ სახელმწიფოს გადაიანგარიშოს, და მერე იმის მოიხედვით მოვიქცეთ რასაც მიგვითითებენ. ნუ ჩავერევით პროცესში მაშინ, როცა არ უნდა ჩავერიოთ.
https://www.irs.gov/forms-pubs/new-exclusion-of-up-to-10200-of-unemployment-compensation
https://www.cnbc.com/2021/04/09/irs-will-issue-refunds-on-unemployment-insurance-taxes-in-may.html
