Dali Khokhobashvili
Credit history-რა იმოქმედებს თქვენ საკრედიტო ისტორიაზე?
სტატია მომზადებულია: September 25, 2017
სტატიის მოდიფიცირება მოხდა: June 11 2022.
რა მოქმედებს თქვენ საკრედიტო ისტორიაზე?
1. 35%- ვადებში გადახდების ისტორია -ყველაზე დიდ გავლენას ახდენს თქვენი დროულად გადახდის ისტორია, და საზოგადოებრივი მონაცემები თქვენს შესახებ (Public records) მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი რენტის გადახდის ისტორია კრედიტ ისტორიის შემქმნელ პირდაპირ კონპონენტად არაა წარმოდგენილი, თუ თქვენ თუ გადაიხდით რენტას და ამის გამო სასამართლოს, ან რაიმე შემგროვებელ სააგენტოს გადაგცემენ, ის მაშინ იწყებს გამოჩენას და უარყოფით გავლენას საკრედიტო ისტორიაზე. იგივე ეხება დანარჩენ ცხოვრებისეულ ვალდებულებებსაც როგორიცაა კონმუნალური გადასახადები, ტელეფონი, და ინტერნეტი. ესენი არ მონაწილეობენ პირდაპირ მანამ, სანამ მათ იხდით დროულად თუ არადროულად. 2. 30% -გადასახდელი ვალდებულებების რაოდენობა. რაც მეტი გაქვთ ვალი, შემოსავალთან მიმართებაში, მით ნაკლებია გადამხდელუნარიანობა. 3. 15 % საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა- რაც ხანგრძლივია ისტორია, მით უკეთესი. 6 თვე მაინცაა საჭირო რომ აშშ-ში ცხოვრებდეთ და საკრედიტო ისტორია შეიქმნას. რაც შეიძლება მალე აიღეთ პირველი საკრედიტო ბარათი. ახალი საკრედიტო ხაზები საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობას ამცირებს და უმჯობესია ძველი საკრედიტო ხაზებს გაუფრთხილდეთ ვიდერ ახალ-ახალი გახსნათ.
4. 10 % -კრედიტების ტიპი და კომბინაცია (Credit mix)-ორნაირი ტიპის კრედიტები არსებობს: 1 ავტომატურად განახლებადი და .2. განვადებითი კრედიტი. საუკეტესო ისტორიისთვის ორივენაირი უნდა გქონდეთ. კომბინაციაში იგულისხმება ის, რომ რაც მრავალფეროვანია საკრედოტო ხაზები, და ფლობთ იპოთეკას, მანქნაის სესხს, ბანკის და მაღაზიების საკრედიტო ბარათებს, მით მეტად სანდო ხართ, რადგან არ გეშინიათ სხვადასხვანაირი პასუხისმგებლობის გამკლავების. მრავალფეროვანი საკრედიტო შკალას მაღლა სწევს.
5.10% - საკრედიტო ისტორიაზე შემოწმებები (Inquiries). რაც მეტად შეამოწმეთ თქვენს საკრედიტო ისტორიას სააგემტოებთან, უფრო მეტად დასწევთ მას დაბლა ითვლება რომ რაც მეტად გამოწმებენ მეტ საკრედიტო ხაზს ხსნით. ბევრი საკრედიტო ხაზი უკვე უარყოფითად მოქმედებს.
რა ითვლება ცუდ და კარგ კრედიტ ისტორიად? იმაზე დამოკიდებულებით თუ რომელ კრედიტ ისტორიის სისტემას ვიყენებთ, საკრედიტო ისტორიის შკალა 300 დან 850 მდე მერყეობს.
საუკეთესო/კარგი ისტორია- (Excellent/very good credit score) : 700-დან 850-მდე. კარგი საკრედიტო ისტორია Good credit score): 680 დან 699-მდე საშუალო/ OK საკრედიტო ისტორია - Average/OK credit score): 620-დან 679-მდე და ბოლოს, დაბალი საკრედიტო ისტორია-( Low credit score): 580 დან 619-მდე (საშუალო ამერიკული კრედიტ ისტორიად 682 ქულა ითვლება).
რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ გაიუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია. • უყურეთ კრედიტ ბარათის ბალანს ფრთხილად. • ეცადეთ ბოლომდე იხადოთ ბალანსი ყოველ თვე და ნულიდან დაიწყოთ ახალი ციკლი, რათა დიდი გადასახელი თანხის ძირის დატოვება მეტყველებს თქვენს დაბალ გადამხდელუნარიანობაზე (არ გაქვთ საკმარი შემოსავალი და ნასესხებით ცხოვრობთ). • თუ მთლიან ბალანსს ვერ იხდით საკრედიტო ბარათზე, დარჩენილი ბალანსი მთლიანი საკრედიტო ხაზის თანხის 30% ზე მეტი არ უნდა იყოს (მაგალითად, თუ $ 3000 იანი ხაზი გაქვთ, გადასახდელი ბალანსი $1000-ზე მეტი არ არის სასურველი რომ გქონდეთ. • იხადეთ დროულად. • რისკს ნუ აიღებთ, ყველა შემოთავაზებას ნუ აიღებთ. მოკლე დროში ერთდროულად ახალი საკრედიტო ბარათების აღება უარყოფითად მოქმედებს თქვენს ისტორიაზე. • ნუ აღფრთოვანდებით მაღალი კრედიტ ისტორიით, ის შეიძლება ერთმა გადაუხდელობამ დააგდოს დაბლა, შეინარჩუნეთ სიფრთხილე. • ნუ გაგიტაცებთ ახალ-ახალი კრედიტ ხაზების გახსნა, რათა რაც მეტი გაქვთ ვალი, მით ნაკლებია გადამხდელუნარიანობა. ეს არ ნიშნავს საერთოდ უარი თქვათ საკრედიტო ხაზებზე, რადგან სააგენტოებს მოსწონთ როცა არ გეშინიათ პასუხისნგებლობის აღების და შესრულების, მაგრამ როცა უამრავ ვალდებულებას იღებთ, თქვენს დაუდევრობაზე, და საკუთარი გადახდისუანრიანობის სათანადოდ შეუფასებლობაზე მეტყელებს. • ნუ შეამოწმებინებთ უმიზეზოდ და ხშირად საკრედიტო ისტორიას სამ საკრედიტო სააგენტოსთან. ყოველი შემოწმება დაბლა გიწევთ ქულებს. შეამოწმეთ მაშინ როცა რამე მნიშვნელობვანს აკეთებთ
( Credit Karma-კრედიტ კარმა სააგენტოდ არ ითვლება და ამ საიტზე შემოწმება არ ახდენს არაფერზე გავლებნას). https://www.creditkarma.com/ - გააკეთეთ აქ პროფილი და შეამოწმეთ თქვენ თვთონ. ეს კომერციული ვებ- გვერდია და არაფერი დაგიშავდებათ აქ თქვენი საკრედიტო ისტორიის ნახვით.
სტატია მოამზადა: Dali Khokhobashvili, EA with IRS
https://www.experian.com/consumer-products/score-boost.html
