top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

2022 წლიდან,IRS დაბეგრავს Venmo, PayPal, Cash App and Zelle- ზე მიღებული თანხბს .

უკვე 2022 წლიდან Venmo, PayPal, Cash App and Zelle-თი მიღებული თანხებს IRS გააკონტროლებს.

იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის დროს ბევრმა მომუშავემ დაკარგა სამსახურები და უმეტესობა თვითდასაქმებულ დამოუკიდებელ კონტრაქტორად გადაიქცა, უფრო მეტი და მეტი ადამიანი იღებს შემოსავალს მობილური აპლიკაციებით სხვადასხვა გაწეული სამსახურისთვის. უფრო და უფრო ძნელი ხდება ზუსტი შემოსავლების დაფიქსირება, და ამიტომ 2022 წლის 1-ლ იანვარს ძალაში შევიდა American Rescue Plan Act, რომლის მიხედვითაც, წელიწადში $ 600 დოლარზე მეტი ზელეთი მიღებული თანხების დეკლარაციაში შეყვანა და შემოსავლად დაფიქსირება უნდა მოხდეს როგორც მიმღების ასე გადამრიცხავის მიერ.

რას უნდა ველოდეთ მესამე მხარისგან? ანუ Venmo, PayPal, Cash App and Zelle-სგან, რომელიც თქვენი ბანკის გადარიცხვებს ახორციელებს? წლის ბოლოს, ისევე როგორც ეს უბერის და ლიფტის მძღოლებისათვის, და ნებისმიერი კრედიტ ბარათის მიმღები ბიზნესის შემთხვევაში ხდება, 1099K მიიღებთ, სადაც თავმოყრილი იქნება თანხები რაც თქვენს ბანკში აპლიკაციით შემოვიდა წლის განმავლობაში.

$ 6,000.00- ზე მეტი თანხა თუ შემოგივიდათ აპლიკაციით (ადრე ეს ზღვარი $20,000.00 იყო), ამ შემთხვევაში წლის ბოლოს ფორმა 1099K მიიღებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ აპლიკაციით შემოსული თანხა გაქვთ $6,000-ზე ნაკლები, გამოტოვოთ დეკლარაციიდან, რადგან 1099 არ მიგიღიათ. უბრალოდ, თუ ზელეთი $6,000.00-მდე მიიღეთ შემოსავალი, თქვენ გაქვთ მოვალეობა რომ დეკლარაციაში შეიყვანოთ თანხა და გადასახადი გადაიხადოთ შესაბამისად.

ზელეთი თუ ვენმოთი გადარიცხულ პერსონალურ თანხებს, რაც არ ეკუთვნის ბიზნესს, და არც თქვენი შემოსავალია, და არც გასავალი, უნდა დააწეროთ დანიშნულება როგორც memo, მაგალითად "personal". მაგრამ თუ ეცდებით იმას, რომ თანხა გადაგიხადეს გაწეული სამსახურისთვის, როგორც შემოსავალი, და თქვენ პერსონალურს აწერთ, ანუ ცდილობთ რომ გადასახადი არ გადაიხადოთ ამ შემოსავალზე და მეგობრის მიერ გამოგზავნილ თანხად გაასაღოთ, გახსოვდეთ, რომ ვინც გამოგიგზავნათ, იმან უკვე მიუთითა ბიზნეს ხარჯად, რაც ამ თანხას ავტომატურად უკვე თქვენს შემოსავლად აქცევს. და, ამით დიდ რისკს იღებთ. აუდიტის შემთხვევაში, ამის პოვნა ძალიან ადვილი იქნება. ანუ აპლიკაციით გადარიცხვას 2 მხარე აქვს" მიმღები და გამგზავნი, და ორივე მხარიდან დაკონტროლდება თანხის დანიშნულების მიზანი. წლის ბოლოს ეს მიზნები 1099ით დასრულდება.

სახელმწიფო საგადასახადო სააგენტოებმა იცის, რომ ვენმო, ქეშ აპი და ზელე გამოიყენება სილამაზის სალონებში, ძაღლის სეირნობის მომსახურებაში, კონსულტირებაში, და სხვა სამსახურებში როგორც გადახდის სისტემა, რაც ჩვეულებრივი ბიზნესია, მაგრამ ამ თანხებზე არ ხდება არც Sales tax შეგროვება, და არც დეკლარაციაში რეპორტირება. ამოტომ, განსაკუთრებით ამ ბიზნესების მფლობელების გასაგონად, არანაირი აზრი არ აქვს რომ პერსონალურ ანგარიშებზე არიცვხინოთ კლიენტს თანხები, ვითომ ბიზნესს ააცილოთ, რადგან, თუ პერსონალურში მიიღებთ ამ თანხებს, თქვენ სოციალურ უსაფრთხოების ნომერზე (social security number) მოგივათ 1099K, რაც უარესია.

ზელე, ვენმო, პეი პოლი და ქეშ აპი 21-ე საუკუნის ჩეკია.

ქეშის გამოყენებამ და ბოლო ხანებში ზელე, ვენმო და სხვა მსგავსმა აპლიკაციებმა გააადვილა გადასახადების არალეგალური დამალვა, და ამიტომ IRS აპირებს გამოასწოროს ეს ნაკლოვანება და გადასახადი შეაგროვოს ყველა ბანკში მოძრავ ბიზნესს თანხებზე, რომელიც ადრე არ კონტროლდებოდა. განსაკუთრებით ეხლა, როდესაც სამუშაოს ხასიეთი (w2-დან 1099-კენ), მუშა ძალა და ზოგადი ეკონომიკური გარემო პანდემიის გამო შეიცვალა. ანალიზით დადგინდა, რომ არ არის უმუშევრობის დონე ისეთი მაღალი, რასაც სტატისტიკაში ვხედავთ, არამედ უამრავი ადამიანი თვითდასაქმებული გახდა, და აპლიკაციებით იღებს გამომუშავებულ თანხებს.

ამ ადამიანებს, არასაკმარისი კონტროლის გამო შემოსავლის დამალვის საშუალება ჰქონდთ და ამავდროულად უმუშევრობის დახმარებასაც იღებდნენ.

ასე რომ, ბევრი რამე შეიცვალა პანდემიის გამო და მათ შორის, საგადასხადო სისტემაშიც. ტარდება შესაბამის ცვლილებები იმისთვის, რომ გადასახადის გადამხდელთა თანასწორობა იქნეს დაცული და ყველამ გადაიხადოს გადასახდი, ვინც შემოსავალს იღებს ნებისმიერი სახით.

კონტროლი გაუწიეთ საკუთარ ბანკის ანგარიშებს, და ეცადეთ, რომ დროულად აკონტროლოთ და აღრიცხოთ ბიზნესის და პერსონალური თანხების ბრუნვა და მზად იყოტ წლის ბოლოს 1099 სთვის.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS


https://grow.acorns.com/venmo-paypal-zelle-tax-rule-audits/

https://www.marketplace.org/2022/01/07/irs-tells-payment-apps-to-report-business-transactions-over-600/



6,706 views
bottom of page