Dali Khokhobashvili
2020 საგადასახადო წლის ძირითადი ცვლილებები.
· 2020 წლის დეკლარაციაში უკვე დეტალურად მოითხოვება ინფორმაცია, შემოსავალ-გასავალი და მოგება-წაგება კრიპტოვალუტის საქმიანობიდან, რომელიც წინა წლებში ჩრდილში იდგა
· IRS-მა შემოიღო 1040-SR (senior) ფორმა, რომელიც პენსიონერებისთვის იქნება განკუთვნილი, იგი ორჯერ მოკლე და გამარტივებულია.
· IRS-მა დამატებითი დაცვისთვის შემოიღო მაიდენტიფიცირებელი 6 ციფრიანი კოდი (Identity Protection (IP) PIN), რომელიც დამატებით დაიცავს თქვენს სოციალურ ნომერს თაღლითებისგან. სეზონის დადგომის წინ ეს კოდი უნდა გააკეთოთ და მიაწოდოთ დეკლარაციის მომმზადებელს.
· Form W-4-ში ცვლილებებია, ამიტომ IRS-ი თუ ახლიდან შევსებას მოითხოვს ამ ფორმისა იქ, სადაც უკვე მუშაობთ დიდი ხანია, არ გაგიკვირდეთ, შეავსეთ ახლიდან.
· IRS-მა ოფიციალურ ვებგვერდზე ჩაუშვა ახალი ლინქი, სადაც შეგიძლიათ გამოთვალოთ დაახლოებითი სავარაუდო გადასახადი წლის ბოლოს თქვენს შემოსავლებზე დაყრდნობით და დაგეგმოთ თუ წინასწარ ღირს გადასახადის გადახდა. ეს გამოთვლა აქამდე თქვენთვის ხელმიუწვდომელი იყო და მხოლოდ დეკლარაციის პროფესიონალს შეეძლო. ეხლა უკვე თქვენ შეგიზლიათ გქონდეთ წარმოდგენა თუ რა გელოდებათ წლის ბოლოს. ლინქი მოცემულია. (https://www.irs.gov/newsroom/improved-tax-withholding-estimator-helps-workers-target-the-refund-they-want-shows-how-to-fill-out-new-2020-w-4)
· (401)K საპენსიო ფონდში დაუბეგრავი თანხების ჩარიცხვის ზღვარი 2020 წელს $19,000 მდე შემცირდა (2019 წელს ის $ 19,500 იყო) და Traditional IRA ზღვარი $ 6,000-მდე.
· სტანდარტული პერსონალური ხარჯები-standard deduction, რაც ყველა ადამიანს ეკუთვნის პირადი ხარჯებისთვის, 2020 წლისთვის დაუქორწინებელისთვის $ 12,400 და წყვილისთვის $ 24,800 (2019 წელს ეს ციფრები $ 12,200 და $24,400 იყო).
· მილიონერებისთვის სასარგებლო ცვლილებაა, აქამდე მხოლოდ $5.45 მილიონის ღირებულების ქონების ჩუქება შეეძლოთ ახლობლებზე, და 2020 წელს უკვე $ 11.58 მილიონის ღირებულების ჩუქება შეუძლიათ 40% იანი ტარიფით დაბეგვრის გარეშე. აქ იგულისხმება ის რომ სიცოცხლის განმავლობაში, რამდენჯერმე ნაჩუქარ ქონებაზე ისინი საჩუქრის გადასახდს არ გადაიხდიან სანამ ერთად ეს ნაჩუქარი ქონებების ღირებიულება $ 11.58 მილიონს არ მიაღწევს.
· ჯანდაცვის უქონლობის გამო არავინ არ დაჯარიმდება.
· ალიმენტი, რომელიც ყოფილი ცოლისთვისაა გადახდილი, აღარ ჩამოიწერება კანონით და არც ალიმენტის მიმღებ მეუღლეს ევალება ის შემოსავალში აჩვენოს და გადასახადი გადაიხადოს. 2019 წლამდე, მეუღლისთვის გადახდილი ალიმენტი ოფიციალურად პირდაპირ აკლდებოდა დაბეგვრად შემოსავალს და ალიმენტის გადამხდელი მეუღლე ამაზე გადასახადს არ იხდიდა.
· თუ ბანკმა გაპატიათ ვალი ნებისმიერ პერონალურ სესხზე, ეს ნაპატიები თანხა წლის ბოლოს ითვლება შემოსავლად და 1099 მიიღებდით (canceled debts 1099-c) და ამაზე ჩვეულებრივ გადასახადი უნდა გადაგეხადნათ. თუ ბანკის ნაპატიები ვალი თქვენი საცხოვრებელი (და არა გასაქირავებელი) სახლის ყიდვის იპოთეკური სესხისთვის მოხდა, $ 2 მილიონამდე ნაპატიებ ვალზე გადასახადს აღარ გადაიხდით.
· მზის ენერგიის ბატარიების დამონტაჯებაზე და ასევე ელექტრონულ მანქანის შეძენაზე სახელმწიფო კრედიტს გაძლევთ 2020. კრედიტის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს სხვა შემოსავლის რაოდენობაზე და იმ ღირებულებაზე, რაც ამ ენერგოეკონომიურ მანქანა-მოწყობილობაში გადაიხადეთ.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა. Enrolled Agent to practice before IRS
https://blog.cheapism.com/new-tax-law-changes/#slide=15
https://www.irs.gov/newsroom/faqs-on-the-2020-form-w-4
