top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

რჩევები ბიზნესისთვის რაც წლის ბოლოს უნდა გაითვალისწონოთ.

Updated: Nov 27, 2022

End of the Year Business Advices

წლის ბოლოსთვის მოსამზადებელი რჩევები ბიზნესის მფლობელებისათვის Dali Khokhobashvili, EA

ბიზნესის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები რაც დაგეხმარებათ წლიური შემოსავლის მოგებისა და გადასახადის მინიმიზაციაში.

1. ბიზნესის მფლობელებმა წლის ბოლოსთვის უნდა ეცადონ გაისტუმრონ ყველა ხარჯი შეძლებისდაგვარად, რათა ბანკის ანგარიშზე მინიმალური ბალანსი დარჩეს. დეკემბრის 31-ში მაღალი ბალანსი ბანკში, ბიზნესის მომგებიანობაზე მეტყველებს და მაღალი გადასახადის გადახდით დამთავრდება. ბალანსისს შემცირების მიზნით უნდა გასწიოთ ბიზნეს ხარჯები და არა უბრალოდ ფული გამოიტანოთ ბიზნეს ანგარიშიდან, და პერსონალურ ანგარიშზე გააჩეროთ, ან ქეში გამოიტანოთ, რათა ხელოვნურად შემცირდეს ბალანსი. ეს კიდევ უარესია, რის შემდეგაც, ბიზნესში და პერსონალურ დეკლარაციაში მაღალ გადასახადებს ვერსად გაექცევით. მოგებას და გადასახადებს ამცირებს მხოლოდ ბიზნესზე გაწეული ხარჯი,

ქეში ბიზნეს ანგარიშზე უკვე მოგების ნაწილია ბანკში და გინდა გამოიტანეთ და გინდა ბანკში დატოვეთ დაიბეგრება როგორც მოგება.

გადაიხადეთ აუცილებელი ხარჯები და ასევე ხარჯები რაც შეიძლებოდა გადაგედოთ 2023 წლის იანვრისთვის, ნუ გადადებთ!!!!! ის მოგეხმარებათ წლიური გადასახადის შემცირებაში (მაგალითად: 2023 წლის სადაზგვევო პოლისი, ასევე 2023წლის იანვრის ბიზნესს რენტა, ან მანქანის თუ ტრაილერის გადასახადი, ან დაუნპეიმენტი, გადაიხადეთ ამ წლის დეკემბერში). ეს ხარჯები არ გადაიხადოთ დეკემბრის ბოლო დღეებში, რადგან ბანკები არ მუშაობს ახალ წლების წინა პერიოდში და ხარჯი შესაძლებელია 2023- ში გამოჩნდეს ბანკში, რაც ვერარ გიშველით, გადაიხადეთ ტავის დროზე 25 დეკემბრამდე.

2. რამდენადაც ბიზნესი მოგცემთ საშუალებას, დეკემბრის მეორე ნახევარში გააჩერეთ დეპოზიტი, ჩეკებს ნუ შეიტანთ თუ ვინმემ გადაგიხადათ, შეინახეთ და იანვრის დასაწყისში შეიტანეთ ბიზნეს ანგარიშზე. რა თქმა უნდა, ეს არ მოხერხდება თუ ელექტრონულ დეპოზიტს ან გადმორიცხვას იღებთ. ასევე, თუ ვინმე აპირებს გადაგიხადოთ თანხა, უარი არ უნდა თქვათ მიღებაზე, არამედ დროში გადავადებაა სასურველი. გახსოვდეთ, ყველა ვისი ხარჯიც თქვენ ხართ, ცდილობს რომ ხარჯები გადაიხადონ წლის ბოლოსთვის, ასე რომ არც ისე ადვილია ამის მოხერხება.


3. დაიცავით ზომიერება შეძლებისდაგვარად, ძალიან ნუ გაგიტაცებთ ხარჯები წლის ბოლოს, ყველა ხარჯი მაინც არ მოგეხმარებათ, მაგალითდ, თუ ქეშს გამოიტანთ ის არაა ბიზნეს ხარჯი, და გადასხადს ვერ შეგიმცირებთ, უფრო აშკარაა რომ მოგება გაიტანეთ და მოგების გადასახადი უნდა გადაიხადოთ. ასევე, ისე არ დაცალოთ ბანკის ანგარიში გადასახადის შემცირების ფიქრით, რომ იანვარში შიმშილი მოგიწიოთ, ან ბიზნესი გაგიჩერდეთ ქეშის უქონლონის გამო. ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები არ გამოიყენოთ იმ მიზნით, რომ წლის ბოლოს ბიზნესი გააჩეროთ, ამ რჩევებმა მხოლოხ სარგებელი უნდა მოგცეთ და არ დააზიანოს ბიზნესი. თუ ხედავთ რომ ზედმეტი ხარჯები ბიზნესს ცუდად წაადგება, ნუ გააკეთებთ.

4. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან დაწყებული, გადახედეთ წლის ფინანსებს, დეკემბერში კიდეა შანსი, თუ რამე გამოგრჩათ გამოსწორდეს.

5. ჩაიხედეთ ბანკში, შეადარეთ წინა წლის ფინანური მდგომარეობა ამ წლისას, ახსენით რა წავიდა კარგად და რა წავიდა ცუდად, რა ვერ გააკეთეთ რაც დაგეგმილი გქონდათ, რა არის მიზეზი, რა შეიცვალა ბაზარზე. ეს მოგეხმარებათ შემდეგი წლის გაუმჯობესებაში.

6. წლიური ფინანსების გადახედვის მერე თუ ხედავთ ცუდ ფინანსურ სურათს, დაგეგმეთ რომ შემდეგ წელს ფინანსებს გადახედავთ არა დეკემბერში, არამედ კვარტალურად.

7. იფიქრეთ არის თუ არა რაიმე რესურსი, რომ დამდეგ წელს უკეთესად წაგივიდეთ ბიზნესი, იქნებ ეს უფრო იაფი პროდუქტი, ან იაფი მომწოდებელი, ან ხარისხის გაუმჯობესება, ან ფასების დაკლება /მომატება, ან ახალი მანქანის თუ ტრაილერის ყიდვა, სხვა ტექნოლოგიების გაუმჯობესება, ახალი თანამშრომლის აყვანა, სესხის აღება, თუ არსებული სესხის დაფარვა, ან თქვენი უნარების და ბიზნესისადმი მიდგომის გაუმჯობესება.

8. გახსოვდეთ, ხარჯების განმარტება შემდეგია: ხარჯები არის გაწეული ფულადი თუ არაფულადი ღირებულება, რომელიც შემოსავალს წარმოქმნის. ეს ნიშნავს, რომ თუ ხარჯს არ გასწევთ, ფულს კი არ დაზოგავთ, არამედ შემოსავალს ეუბნებით უარს. ჭკვიანური ხარჯების გაზრდა შემოსავლის გაზრდის ექვივალენტია. მაგრამ ხარჯები, რაც შემოსავალს არ წარმოქმნის (სხვა ქვეყანაში გაგზავნილი თანხები, არაბიზნესის მიზნით გაკეთებული პირადი გადარიცხვები) პირიქით, თქვენი ბიზნესის განვითარებას აფერხებს.


მოამზადა Dali Khokhobashvili, Enrolled Agent with IRS https://www.ml.com/…/5-end-of-year-tax-tips-for-small-busin… https://www.thebalancesmb.com/year-end-tax-tips-small-busin…

https://www.quickbridge.com/blog/5-purchases-every-small-business-should-make-before-year-end/






1,843 views
bottom of page