top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

ცვლილებები უმუშევრობის დახმარებაზე კარანტინის საგანგებო მდგომარეობისას, W2 ზე მომუშავეებისთვის

იმათთვის ვინც w2-ზე მუშაობდით თუ ისევ მუშაობთ, ნუღარ შეაყოვნებთ, ზიხართ კარანტინში? მოითხოვეთ უმუშევრობის დახმარება სასწრაფოდ, არავინ არ გაგანთავისუფლებთ ამის გამო სამსახურიდან, ახალი კანონო გაძლევთ ამის უფლებას, მოითხოვეთ იმ კვირებზეც რომელიც აქამდე არ გადაგეხადათ ხელფასი.

ფედერალურმა სახელმწიფომ შეიტანა ცვლილებები უმუშევრობის დახმარებასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციის პერიოდში და გაადვილა უმუშევრობის დახმარების მიღება შემდეგ სიტუაციებში.

1. დროებით უმუშევარ თანამშრომლებს აქვთ უფლება მოითხოვონ უმუშევრობის დახმარება მიუხედავად იმისა რომ ისინი არავის გაუნთავისუფლებია პოზიციიდან და უკან დაბრუნდებიან როგორც კი აღდგება ჩვეულებრივი მუშობის ტემპი (აქამდე შრომის კანონით, სანამ პოსტს არ დატოვებდა თანამშრომელი, მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა).

2. თანამშრომელი იძულებით კარანტინშია და არ მუშაობს, მან უნდა მოითხოვოს უმუშევრობის დახმარეა სანამ სახლშია თუნდაც თავისი სურვილით.

3. თანამშრომელმა დატოვა სამსახური იმის გამო რომ ოჯახის წევრები არ დააავადოს ყოველდღიური კონტაქტით, უნდა მოითხოვოს უმუშევრობის დახმარება.

ანუ, არ არის აუცილებელი განთავისუფლებული იყოთ სამსახურიდან იმისთვის რომ მოითხოვოთ დახმარება, ამისთვის ისიც საკმარისია რომ არ მუშაობთ და სახლში ხართ, მოგვიანებით ამას თქვენი დამქირავებელიც დაადასტურებს.

ნიუ იორკელებმა მოითხოვეთ უმუშევრობის დახმარება ამ ლინქიდან, გაკეთეთ თქვენი ონლაინ ანგარიში და ყოველკვირა დაუბრუნდით მოთხოვნისთვის მანამ სანამ სამსახურს

არ იშოვით: https://labor.ny.gov/unemploymentassistance.shtm

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა

https://www.dol.gov/newsroom/releases/eta/eta20200312-0

2,635 views
bottom of page