top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

შეფერხება IRS-ში პანდემიის გამო, როდის მივიღებთ რეფანდს?

გადასახადის გადამხდელთა უფლებების ეროვნული დაცვის სამსახური აცხადებს რომ IRS-შიდა ფედერალური შემოსავლების სამსახურში 4,7 მილიონი დეკლარაციის დამუშავება დაიბლოკა, რადგან პანდემიის გამო ფედერალურ ხაზინას თანამშრომელთა ევაკუაცია მოუწია.

IRS-ის ფოსტის მიღების განყოფილებები სავსეა ფენა-ფენა დალაგებული მიღებული კონვერტებით, რომლებც ჯერ არც კი გახსნილა. ასევე სავსეა დოკუმენტებით, რომლებსაც ჯერ არავინ მიჰკარებია დასამუშავებლად. ამერიკის გადამხდელთა 90% ელექტრონულად გზავნის დეკლარაციას, მაგრამ ის დეკლარაციების 10 %, რომლებიც ქაღალდის სახით გაიგზავნა და გაიგზავნება დასამუშავებელია.

ვარაუდობენ რომ 10 მილიონი ქაღალდის დეკლარაცია ჯერ კიდე გასაგზავნია. მაისის დასაწყისიდან IRS-მა თანამშრომლები სახლში გაგზავნა და ივნისიდან დაიწყო უკან გამოძახება ეტაპობრივად შტატებში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. RS-ს ოფისები მთელს აშშ-ს ყველა შტატშია გაბნეული. IRS-ის თანამშრომლები სახლიდან მუშაობდნენ გარკვეულ ელექტრონული სახის ინფორმაციებზე, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, ქაღალდების დეკლარაციების სახლში წაღება-დამუშავება IRS- მა არ დაუშვა. მხოლოდ ივნისის ბოლოს დაიწყო ამ სახის დეკლარაციებსი დამუშავება და ისიც შეზღუდული სახით.

რეფანდების გაცემასთან და პერსონალური დეკლარაციებთან ერთად შეფერხდა ბიზნეს დეკლარაციებიც. შეფერხდა ასევე სატელეფონო მომსახურება, რადგან მთელი აქცენტი გადატანილი იყო მასტიმულირებელი პაკეტის 160 მილიონი ადამიანისთვის დარიგებაზე, რომელიც უკვე დარიგდა. თუმცა 20 მილიონი ადამიანი კვლავ ელოდება მასტიმულირებელ ჩეკს.

ვისი რეფანდიც შეფერხდა, ყველა მიიღებს დამატებით თანხას, 15 აპრილიდან გამოთვლილ პროცენტს იმ თანხისა, რაც შეგიფერხდათ. ანუ IRS სრული კანონის დაცვით აანაზრაურებს ყველა შეფერხებას. თუ არ მიგიღიათ არაფერი, და არც ვებგვერდზე არ ისინჯება ინფორმაცია თქვენს რეფანდის სტატუსზე, ამ მომენტში, ვერავინ გეტყვით სად არის თქვენი დეკლარაცია, და როდის იქნება დამუშავებული, ასე რომ მოთმინება მიგიწევთ. მიუხედავად იმისა რომ გამორიცხული არაფერია, მაინც ეცადეთ ნუ იფიქრებთ იმას, რომ დეკლარაცია ან არ გაგიგზავნეს, ან გზაში დაიკარგა.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS.

https://www.politico.com/news/2020/06/29/expecting-a-tax-refund-be-prepared-to-wait-344277

https://www.cpapracticeadvisor.com/tax-compliance/news/21128759/2020-tax-refund-dates-when-you-will-get-your-irs-income-tax-refund



542 views
bottom of page