top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

ფლორიდის მთავრობა არა-დოკუმენტირებული ემიგრანტებისგან დასაცავად საემიგრაციო კანონს ამკაცრებს.

Updated: May 16

ფლორიდის შტატის გავერნორი-მმართველი რონ დე სანტის, მკაცრად აკრიტიკებს ფედერალურ მთავრობას 6,3 მილიონი არალეგალი ემიგრანტის საზღვარზე უკანონოდ შემოშვებასა და ქვეყნის საზღვრის დაუცველობაში. ფლორიდის მთავრობამ გადაწყვიტა თვითონ დაიცვან საკუთარი შტატი და გადასახადის გადამხდელები არალეგალური დასაქმების, ტვირთის და საქონლის არალეგალი მოძრაობისგანაც (smuggling). აშშ ისტორიაში ერთ- ერთ ყველაზე მკაცრ კანონს არალეგალების წინაარმდებ-Senate Bill 1718 10 მაისს მოეწერა ხელი. კანონში ხაზი აქვს გასმული, რომ ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოები აღარ გამოუშვებენ Identification Cards (ID) არალეგალებზე, ასევე სხვა შტატებში გამოცემული აიდი ბარათები იგნორირდება ( invalidates), ასევე ყველა საავადმყოფო და ექიმი ვინც მედიკეას იღებს, ვალდებული იქნება შეამოწმონ ემიგრანტის სტატუსი, კითხვებში შეიტანონ კითხვა სტატუსის შესახებ და შეაგროვონ ინფორმაცია არალეგალებზე ფლორიდაში.

Senate Bill 1718 კანონის მიხედვით, ფლორიდა დამქირავებლებს ავალდებულებს თანამშრომელის ლეგალური მუშაობის სტატუსის ელექტრონულ დადასტურებას (e-verification). ეს ჯერჯერობით ეხებათ იმ დამქირავებლებს ვისაც 25 ზე მეტი თანამშრომელი ყავთ აყვანილი და ის ძალაში შედის 2023 წლის 1ლი ივლისიდან. დამქირავებელი დაჯარიმდება და ლიცენზია ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში თუ კანონს არ დაემორჩილება.

სხვა შტატში მიღებული მართვის მოწმობიანი არალეგალები არ დაიშვებიან მძღოლებად ფლორიდის ტერიტორიაზე, ანუ სხვა შტატში მიღებული მხოლოდ მართვის მოწმობით აღარავინ დაიშვება მძღოლად, თუ ლეგალური სტატუსიც არ აქვს.


ფლორიდა ამ კანონით გზავნის მკაცრ მესიჯს ქვეყნის დონეზე, რომ ის დაიცავს შტატის რესურსებს და ფლორიდელ გადასახადის გადამხდელებს და ოჯახებს შტატის რესურსებისგან დაცლისგან.

სტატია მოვამზადე უამრავი კითხვის საფუძველზე ბიზნესების მფლობელებისა და მათი დაქირავებული არადოკუმენტირებული კონტრაქტორებისგან, თუ რა იქნება გამოსავალი და როგორ მოიქცნენ დამქირავებლები, თუ არალეგალი დაქირავებულები.

სტატია განკუთვნილია ორივე მხარისთვის.


1. რჩევა არა-დოკუმენტირებულ უსაბუთო ქართველ ემიგრანტებს:

მიუხედავად იმისა, რომ დამქირავებლებს უფრო აინტერესებთ ამ კანონზე იმათ ბიზნესში რა შეიცვლება, კანონის გაცნობის მერე, უფრო მეტ სიფრთხილეს ვურჩევ არა-დოკუმენტირებულ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც სხვა შტატებში აღებული მართვის მოწმობით მოძრაობენ და ტვირთს დაატარებენ შტატიდან შტატში. კარგად დაფიქრდით ფლორიდაში შესვლამდე, რადგან ეს კანონი ამბობს, რომ თქვენი მართვის მოწმობა იგნორირდება როგორც კი ფლორიდის საზღვარს გადავკვეთავთ, თუნდაც გავლით. თუ სავადმყოფოში მოგიწიათ მისვლა ან კერძო ექიმთან, ისინი თქვენზე ფლორიდის მთავრობისთვის ინფორმაციას შეაგროვებენ.

2. ბიზნესის მფლობელებისთვის, ვინც ქირაობთ-ამუშავებთ არალეგალ ემიგრანტებს:

დამქირავებლებს კი მოვუწოდებ, რომ თუ აქამდე არ გაგიკეთებიათ, ეხლა ნუღარ დააყოვნებთ და გააკეთებინეთ კორპორაციები თქვენს არა-დოკუმენტირებულ მძღოლებს თუ სხვა სფეროში მომუშავეებს, გაუფორმეთ მათ კორპორაციაზე კონტრაქტი, სადაც კორპორაცია იქნება პასუხისმგებელი. ეს ნაწილობრივ დაიცავს თქვენს ბიზნესებს პასუხისმგებლობისგან.

ყველას ვისაც ფორმა 1099 ზე ამუშავებთ, საგადასახადო კანონით კონტრაქტორია,

გაუფორმეთ კონტრაქტი ქართულ ენაზე, რადგან მათ უნდა გაიგონ ყოველი სიტყვა ხელმოწერის წინ, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ ინფორმაციულ ვაკუუმში. აუხსენით რა შეიძლება მოყვეს ფლორიდაში მათ შესვლას ტვირთით უკვე 1 ივლისიდან. ხელმოწერილი კონტრაქტის გადათარგმნა პროფესიონალურად და თარგმანის ნოტარიუსით დადასტურება ყოველთვის შეგიძლიათ თუ ეს დაგჭირდათ.


ეს სტატიით არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობ ვინმეს დათრგუნვას, არც ვინმეს უფლებებში შეჭრას, ან ვინმესთვის სამსახურის დაკარგინებას, პირიქით, როდესაც წავიკითხე კანონი, მინდოდა ყველას სცოდნოდა, რომ არაფერი დაუშაოთ თქვენს თავს უცოდინრობით და მხოლოდ ჭორებზე დაყრდნობით. ორივე მხარესთან ვდგავარ თქვენთან ერთად, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, რომ უფრო დაწვრილებით საემიგრაციო საკითხებზე მე ვერ მოგცემთ რჩევას, რადგან არ ვარ ექსპერტი მაგ სფეროში, და მე კანონს საგადასახდო კუთხით განვიხილავ, და რამდენადაც ეს ჩემს ლეგალური თუ არალეგალური სტატუსის კლიენტებს და მათ ბიზნესებს ეხება, ვეცადე ყველასთვის გასაგები ინტერპრეტაცია გამეკეთებინა. ყველას გაძლევთ იმ რჩევას, რომ საგადასახადო კუთხით მაინც იყოთ კანონთან შესაბამისობაში, რადგან საგადასახო კანონი ამ ქვეყანაში ყველაზე ძლიერია.

ფლორიდის კანონი არაფერს ამბობს შტატის გარეთ დამქირავებლებზე, მაგრამ გარკვეულია ის რომ ვინც ფლორიდაზე გაივლის სხვა შტატში აღებული მართვის მოწმობით და ტვირთით, აშკარად რისკის ქვეშაა.

იმედს ვიქონიებ, საემიგრაციო საკითხის ექსპერტები უფო მეტ დარიგებას მოგცემენ.

ვისაც არ გაქვთ ლეგალური სტატუსი, თუნდაც კორპორაცია გქონდეთ და თუნდაც არ გქონდეთ, ნუ გარისკავთ, ფედერალური კანონით გადასახადის გადამხელობა არაფერ შუაშია, ფლორიდა თქვენს მართვის მოწმობას ანულირებას უკეთებს.

ვის ბიზნესსაც ფლორიდასთან არანაირი შეხება არ აქვს, თქვენთვის და თქვენი თანამშრომლებისთვის, არაფერი შეიცვლება.



მოამზადა დალი ხოხობაშვილმა,

Enrolled Agent to practice before IRS


საინფორმაციო წყარო:

https://www.flgov.com/2023/05/10/governor-ron-desantis-signs-strongest-anti-illegal-immigration-legislation-in-the-country-to-combat-bidens-border-crisis/


https://nypost.com/2023/03/20/illegal-immigration-to-cost-new-yorkers-10-billion-in-2023/




430 views
bottom of page