Dali Khokhobashvili
ფედერალური რეფანდები იმათთვის, ვინც კანონის ცვლილებამდე ზედმეტი გადასახადი გადაიხადა uemployment-ზე
IRS-მა უკვე დაიწყო იმ დეკლარაციების გადათვლა და რეფანდების გადაანგარიშება, რომლებიც ადრე გაიგზავნა როდესაც unemployment benefits სრულიად იბეგრებოდა.
შეგახსენებთ რომ, 2021 წლის მარტში ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რის მიხედვითაც თითოეულ ადამინზე უმუშევრობის დახმარების $ 10,200, რაც 2020 წელსაა აღებული, აღარ იბეგრება ფედერალური მასშტაბით.
კანონის ცვლილებით ჯერ მხოლოდ სინგლი-დასაქორწინებელი გადასახადის გადამხდელები მიიღებენ წერილებს და თანხებს, რადგან ადვილია მათი გარაანგარიშება.
ოჯახების დეკლარაციების გადაანგარიშება, რომლებიც უფრო კომპლექსურია, ცოტა მოგვიანებითაა დაგეგმილი.
იქონიეთ მოთმინება. არავინ არ დაავიწყდებით, ვისაც გეკუთვნით რეფანდი, ყველას ავტომატურად გადაგაეანგარიშებათ თქვენს ვადებში. უბრალოდ ვადებს ვერ დავაჩქარებთ.
მე ადრეც გავაფრთხილე საზოგადოება, რომ ხელი არ ეხლოთ გაგზავნილი დეკლარაციებისთვის და კიდე დამატებით თანხის მოთხოვნა არ გაეკეთებინათ ფედერალურ ნაწილში, რადგან ეს იყო სახელმწიფოს რეკომენდაცია. არ იყო საჭირო იმ მომსახურებაში ფულის გადახდა, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ აპირებდა გაწევას, და ფაქტი სახეზეა.
დღეს უკვე ბევრმა მიიღო წერილი რომ ეს არის თქვენი რეფანდი რაც გეკუთვნის კანონის ცვლილების გამო, და სულ მალე ანგარიშზე ჩაგერიცხებათ.
ვინც უკვე შეცვილი კანონით გადაიხადეთ გადასახადი, იმათ ეს არ შეგეხებათ.
ჩემი გამოცდილებით, ახალი კანონით, ანუ უკვე შემცირებული ტარიფით გაგზავნილ დეკლარაციებში, ფედერალური თანხები სწორედაა გადახდილი, მაგრამ ნიუ იორკი კიდე დამატებით გადასახადს ითხოვს მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკში დასაბეგრ თანხას, $10,200 თანხა უკან დაემატა.
ერთი სიტყვით, შუა გადასახადების მომზადების სეზონზე კანონის უამრავმა ცვლილებამ და შესწორებებმა, ბევრი გაუგებრობა გამოიწვია, ისეთი, რასიც პროფესიონალებსაც კი გაგვიჭირდა მიყოლა.
გილოცავთ, ვინც ელოდებოდით, ჯერ (single ) დასაქორწინებლებს დაურიგდება თანხები, 10 მილიონი ადამიანის ფერანდი უკვე გზაშია.
დაოჯახებულებს და ბავშვიანებს მოცდა მოგიწევთ. შეგვპირდნენ რომ ზაფხულის ბოლომდე დაოჯახებულებიც მიიღებენ ამ რეფანდს.
ვისი ანგარიშის ნომერიც აქვს საგადასახადოს, იმათ ბანში ჩაერიცხება თანხები, მაგრამ ვისიც არ აქვთ, ჩეკს გამოგიგზავნიან.
იმათ ვისაც არ გქონდათ უმუშევრობის დახმარება აღებული, ეს ცვლილებები არ გეხებათ და არაფერს არ ელოდებით. თქვენი 2020 წლის დეკლარაცია უკვე დასრულებულია.
მადლობა ფედერალურ მთავრობას, რომ პროფესიონალებიც და გადასახადის გადამხდელებიც შეგვიბრალა და ჩვენი გასაკეთებელ-გადასაკეთებელი უმტკივნეულოდ შეასრულა.
მოამზადა: Dali Khokhobashvili, Enrolled Agent authorized to practice before IRS.
https://www.cnbc.com/2021/05/15/these-taxpayers-will-get-refunds-on-unemployment-benefits-first.html

