Dali Khokhobashvili
უმუშევრობის დახმარება 1099 ზე მომუშავეებისთვის საგანგებო სიტუაციაში.
ტრადიციულად აშშ-ში 1099 ფორმის მიმღებ კონტრაქტორებს და თვითდასაქმებულებს უმუშევრობის დახმარება არ ეკუთვნოდათ, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ისინი არ იხდიან უმუშევრობის დაზღვევას კვარტალურად სახელმწიფო ფონდებში.
კარანტინთან დაკავშირებით, ფერედალურმა და შტატების მთავრობებმა უმუშევრობის დახმარების ფონდები გააფართოვეს და უკვე 1099- ზე მომუშავეებსაც ჰპირდებიან დახმარებას უმუშევრობის პირობებში. ეს თანხები სავარაუდოდ „პანდემიის უმუშევრობის დახმარების,“ „ეკონომიკური უსაფრთხოების“ და „პანდემიის სასწრაფო უმუშევრობის დახმარების“ სპეციალური ფონდებიდან დაფინანსდება და არ ექნება სისტემატიური ხასიათი 1099ზე მომუშავეებისთვის.
დახმარება დამოკიდებული იქნება წინა წლის დეკლარირებულ შემოსავალზე. გარდა ამისა,
ფონდები ჰპირდებიან კვირაში დამატებით $ 600.00 შემდეგ 4 თვის განმავლობაში. ანუ თქვენს გასული წლის დეკლარაციაში რეპორტირებულ შემოსავლის მიხედვით გამოთვლილ კვირეულ თანხას კიდევ $ 600.00 დაემატება.
მთავრობა ამას აკეთებს იმისთვის, რათა ყველამ დაცული იგრძნოს თავი და ეკონომიკა არ გაჩერდეს.
დაგჭირდებათ 2019 წლის პერსონალური დეკლარაცია და თანმხლები ფორმები, 1099 და w2. ასევე 2020 წლის დასაწყისის შემოსავლები.
ლინქი სადაც შეგიძლიათ უმუშევრობის დახმარება მოითხოვოთ შემდეგია:
https://labor.ny.gov/unemploymentassistance.shtm ეს მხოლოდ ნიუ იორკელებისთვისაა.
მიაქციეთ ყურადღება, რომ რომელ შტატშიც ცხოვრობთ და იხდით გადასხადებს, იმ შტატის მუშათა დეპარტამენტის ვებგვერდზე უნდა მოითხოვოთ დახმარება.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა
