top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

უმუშევრობის დახმარება არაგამომუშავებული შემოსავალი- კრედიტებს და რეფანდებს, ნაწილობრივ გააბათილებს.

უმუშევრობის დახმარება არაგამომუშავებული შემოსავალია და კრედიტებს და რეფანდებს, რასაც წინა წლებში იღებდით ნაწილობრივ გააბათილებს.

მათ, ვინც მიიღო უმუშევრობის დახმარება 2020 წელს, რეფანდის მოლოდინი აღარ უნდა ჰქონდეთ.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ უმუშევრობის დახმარება IRS-სთვის არის არაგამომუშავებული შემოსავალის კატეგორია (unearned income), რომელსაც ის კრედიტები, სიკეთეები და რეფანდები არ მოჰყვება, რომელსაც დაბალშემოსავლიანი და ბავშვიანი ოჯახები იღებდნენ წლების განმავლობაში. ანუ უნდა გაითვალისწონოთ, რომ ის ბავშვების კრედიტები რომლებსაც დეკლარაციიდან სახელმწიფო გაძლევდათ გეკუთვნოდათ იმიტომ, რომ თქვენ მუშაობდით, გქონდათ გამომუშავებული შემოსავალი და შედარებით დაბალ შემოსავალზე სახელმწიფო გიმატებდათ კრედიტებს ბავშვებზე და მათ შენახვაზე (Earned Income Credit). შედეგად ბევრი ოჯახი იღებდა სოლიდურ რეფანდს, განსაკუთრებით ის ოჯახები, რომლებიც W2-ზე მუშაობდნენ.

უმუშევრობის დახმარებას, რაც არ უნდა დაბალშემოსავლიანი იყოთ, არ ახლავს კრედიტები, ის ბავშვიანზე თუ დაუქორწინებელზე, ერთნაირი სიმკაცრით იბეგრება. ასე რომ, 2020 წელს იმ ოჯახებმა, ვინც აიღეთ უმუშებრობის დახმარება, აღარ გქონდეთ იმ რაოდენობით რეფანდის მოლოდინი, რასაც გამომუშავებული შემოსავლით იღებდით. IRS თვლის, რომ სახელმწოფოს დახმარება უკვე მიიღეთ, რომელზეც გადასახადი უნდა გადაიხადოთ.

ისიც დიდი შეღავათია, რომ დეკლარაციაში ჩაწერილი ბავშვები დაგეხმარებიან გადასახდელი თანხის შემცირებაში, და ის ოჯახები- წყვილები ვისაც არ ყავთ ბავშვები და უმუშევრობის დახმარება აიღეს, მხოლოდ გადასახადს უნდა ელოდნენ. დასაქორწინებლები ყველაზე მაღალი ტარიფით დაიბეგრებიან, როგორც ყოველთვის.

გადასახადი მაინც დამოკიდებულია შემოსავლის სიდიდეზე.

ეს ფაქტი, არ არის ახალი კანონი და ყოველთვის ესე იყო, უბრალოდ 2020 წელს მასიური უმუშევრობის დახმარების პირობებში, ეს უფრო აქტუალური გახდა.


Dali Khokhobashvili, Enrolled Agent with IRS

ავტორი: ინფორმაცია მომზადებულია პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე და არ წარმოადგენს ნათარგმნს.



518 views
bottom of page