top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

როდის, სად მიიღებთ $ 1,200 მასტიმულირებელ თანხას, და როგორ მივაწოდოთ IRS უახლესი ინფორმაცია ჩვენზე

საზოგადოების იმ წევრებისთვის, ვინც ნერვიულობს $ 1,200.00 ეკონომიკური მასტიმულირებელი პაკეტის მიღებაზე რადგან აქვთ რაიმე გაურკვევლობა ძველი მისამართისა და ძველი ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით, ან ბანკის ანგარიში არ მიუთითებია, IRS- მა, ფედერალურმა შიდა შემოსავლების სამსახურმა შექმნა ოფიციალურ ვებგვერდზე ჩეკის სტატუსის შემოწმების სპეციალური საგანგებო იარაღი, ლინქი, რომლიდანაც თქვენ გექნებათ საშუალება უყუროთ თქვენი ჩეკის გამოშვება-მოსვლის თარიღს ზუსტად ისევე როგორც ამას რეფანდის სტატუსის შემოწმებისას აკეთებთ (tracking ).

ლინქი ჯერ არ მუშაობს, და გვპირდებიან რომ აპრილის ბოლოს, მაისი დასაწყისში გააქტიურდება და ყველას გექნებათ საშუალება თქვენი სოციალური ნომრით გაუკეთოთ დაკვირვება (tracking) თქვენს ფულს. ასევე ირწმუნებიან რომ ბანკის ანგარიშის შეყვანაც იქნება შესაძლებელი, თუ მანამდე არ მიგიწვდიათ წინა წელს, ან დახურეთ ის ანგარიში, ან თუ შეცდომა იყო დაშვებული ბანკის ნომერში.

ლინქის სახელია: “get my payment”,.შეიყვანეთ ახალი ბანკის ინფორმაცია რომ მალე მოგივიდეთ თანხა. ვისაც უკვე 2019 გაშვებული გაქვთ სწორი და უახლესი ბანკის კოორდინატები, ნუღარ გადატვირთავთ ფაილს ტყუილად, ნურაფერს ნუ შეავსებთ, ნუ შეაფერხებთ პროცესს, მხოლოდ სტატუსი შეამოწმეთ საჭიროების შემთხვევაში.

თუ ინფორმაციის შეცვლა გინდათ გამოიყენეთ „update information”

https://www.irs.gov/coronavirus/economic-impact-payments

გადადით ამ ლინქზე და გადახედეთ როგორ გამოიყურება სტატუსის შესამოწმებელი ლინქი,“get my payment“ რომელიც ჯერ ნაცრისფერია და არ რეაგირებს. ის ამ თვის ბოლოს გააქტიურდება და ძალიან ადვილად გამოიყენებთ.

IRS საგანგებოთ გაფრთხილებთ, სახელმწიფო არასოდეს დაგირეკავთ, ამიტომ თუ ვინმემ დაგირეკათ და გეკითხებათ $ 1,200.00 თანხისთვის მიაწოდოთ თქვენი ბანკის ანგარიში და სოციალური დაზღვევის ნომერი, დარწმუნებული იყავით რომ ინფორმაციის მოპარვა უნდათ და ნურავის გაუყობთ ინფორმაციას. მხოლოდ ოფიციალური ვებგვერდიდან გააკეთეთ ინფორმაციის მიწვდა.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS



3,641 views
bottom of page