Dali Khokhobashvili
როდის დაიწყებს IRS ყოველთვიურად გადანაწილებული გადასახადების მოგროვებას უკვე გაგზავნილ დეკლარაციებზე
აშშ-ში IRS დროებით შეჩერებული გადასახადების მოგროვება.
ინფორმაცია იმათთვის, ვისაც ვისაც უკვე გაგზავნილი აქვს დეკლარაცია ხელშეკრულებასთან ერთად ყოველთვიური გადასახადის გადანაწილებითი გადახდის მოთხოვნით (installment agreement).
2020 წლის 25 მარტს, IRS-მა გამოაცხადა დროებით შეჩერებული გადასახადების მოგროვება გადაიდებოდა ივლისის 15 მდე.
ამ აქტს ეწოდა People First Initiative, რის მიხედვითაც, გადასახადის გადახდევინების მაგივრად, სახელმწიფო ხალხს დაეხმარა პანდემიის პირობებში და ყველა გადასახადი, მათ შორის აგრესიული წინა წლების გადასახადებიც შეაჩერა და არავის დააძალა გადაეხდათ.
Statute of Limitations- გადასახადის მოკრების გარკვეულ დროში სახელმწიფოს ძალაუფლების შეზღუდვის კანონს, ვადა გასდის 15 ივლისიდან, და ამის მერე IRS განაახლებს გადასახადების მოგროვებას, და ყველას ვისაც წინა თვეებში გაგზავნილი გაქვთ ხელშეკრულება, უკვე ივლისის ბოლის უნდა ელოდეთ პირველ გადასახადის ავტომატურად ბანკიდან გადარიცხვას.
შეგახსენებთ რომ, თანხის გადანაწილების კონტრაქტის ინსტრუქციის მიხედვით, ჩვეულებრივ პირობებში გაგზავნიდან 8 კვირა არის კონტრაქტის მიღების ვადა. პანდემიის პირობებში, თებარვალში გაგზავნილ კონტრაქტებზეც კი არ დაწყებულა გადასახადის ყოველთვიური გადარიცხვა, რაც People First Initiativeს მიხედვით სრულიად ნორმალურია.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, ENROLLED AGENT with IRS.
წყარო:
https://www.irs.gov/newsroom/people-first-initiative-providing-relief-to-taxpayers
