Dali Khokhobashvili
როგორ მოვიპოვოთ ინდივიდუალური დეკლარაციის ტრანსკრიპტები-transcripts-ები IRS ოფიციალური გვერდიდან
პირველ რიგში, რა არის ტრანსკრიპტები Tax Return Transcripts?
აშშ-ში საემიგრაციო სტატუსის, იპოთეკური სეხის (მორთგიჯის), საკრედიტო ხაზის, განათლების დაფინანსების, თუ სხვა აუცილებელი საქმიანობისთვის, ადვოკატი, ბანკის თანამშრომელი თუ კოლეჯის ფინანსური ოფისი მოგკითხავთ ტრანსკრიპტებს, რაც განიმარტება შემდეგნაირად:
დეკლარაციის ტრანსკრიპტი არის შეჯამებული და IRS მიერ უკვე მიღებული და გადამუშავებული ინფორმაცია წლიური შემოსავლის და ხარჯების შესახებ, რაც თქვენ გაუგზავნეთ, და რაზეც გადაიხადეთ გადასახადი. ტრანსკრიპტი აღწერს თქვენს წლიურ შემოსავალს რაც უკვე ისტორიაა და ოფიციალურია.
ამ ინფორმაციას ენდობა და ეყრდნობა აშშ-ში ნებისმიერი ინსტანცია.
გარდა Tax Return Transcripts-ისა, ასრის ასევე Tax Account Transcript, რაც არის ის შემოსავლების და ხარჯების ინფორმაცია თქვენს შესახებ მესამე მხარეებმა გაუგზავნა სახელმწიფო შიდა შემოსავლების სამსახურს და IRS ელოდება რომ თქვენგანაც იგივე უნდა მიიღოს. დეკლარაციის მომზადებისას ყველანაირად უნდა ეცადოთ რომ არ იყოს განსხვავება Tax Return Transcripts დაTax Account Transcript შორის, ანუ თქვენს მიერ გაგზავნილი და სხვების მიერ გაგზავნილ ინფორმაციას შორის. ანუ არ უნდა გამოტოვოთ არც ერთი სამსახური სადაც გიმუშავიათ, არც ერთი ოფიციალური ხარჯი, რაც გადაგიხდიათ, ეს თქვენი პასუხისმგებლობაა.
როგორ მოვიპოვოთ Tax Return Transcripts (ინსტრუქცია)?
შეგახსენებთ რომ ამ ინფორმაციაზე არავის მიუწვდება ხელი თქვენს გარდა.
იმის ნაცვლად რომ ვურეკოთ ადვოკატს თუ გადასახადების ექსპერტს რომ ტრანსკრიპტები მოგვცეს, საუკეთესო გზაა დავჯდეთ კომპიუტერთან და თვითონ ამოვიღოთ ის საკუთარი ფედერალური ფაილიდან. ზოგიერთი ადვოკატები, რომელმაც არ იცის პროცესი, ხელს იშვერს გადასახადების ექსპერტზე, რომ რატომღაც იმას აქვს და არ გძლევთ საკუთარ ტრანსკრიპტს. ეს ინფორმაცია არავის არ აქვს სანამ თქვენ არ ამოიღებთ ფაილიდან.
უნდა გააკეთოთ online account with IRS.gov. დაგჭირდებათ საკუთარი აშშ Drivers license, ორივე მხარის სურათის ატვირთვა და საკუთარი სახის სელფი ნეგატივში ტელეფონით, სადაც დამონტაჯებულია facial recognition - სახის მოცნობის პროგრამა, რითაც ხართ შეყვანილი ფედერალურ ფაილში. ამიტომ ამისი გაკეთება არავის შეუძლია თქვენს გარდა, და არც არის ნებადართული. ყოველი თქვენს ფაილში შემსვლელი კომპიუტერი თუ ტელეფონი ფიქსირდება და მკაცრად კონტროლდება. თქვენ დაცული ხართ მაქსიმალურად სახელმწიფოს მხრიდან, და ეცადეთ გამოიყენოთ ეს უპირატესობა. თუ ვინმე ცდილობს თქვენს ფაილში შესვლას თუნდაც თქვენი ნებართვით თქვენს იქ არყოფნაში, გვერდი დაიბლოკება სულ მცირე 24 საათით. ამიტომ, გირჩევთ გაიაროთ ეს თქვენთვის უმარტივესი პროცესი თვითონვე, 5-10 წუთში, და მოიპოვოთ ინფორმაცია თქვენ თვითონ.
ეს არის ლინქი სადაც
1. ან უნდა გააკეთოთ ახალი ექაუნთი (თუ უკვე არ გაქვთ) თუ პირველად ითხოვთ ტრანსკრიპტებს და გაყვეთ პროცესს. (https://api.id.me/en/registration/new)

2. ან ამ ლინქზე, თუ უკვე გაქვთ ადრე გაკეთებული ექაუნთი, მეორე არჩევანი აირჩიეთ, და შედით თქვენს ფაიში, თუ არ გახსოვთ პასვორდი-კოდი, იმეილით ახლიდან გააკეთეთ-აღადგინეთ და შედით თქვენს არსებულ ფაილში (https://api.id.me/en/session/new).

უკვე შიგნით ფაილში დაინახავთ წლების მიხედვით დალაგებულ ტრანსკრიპტების ლინქებს. დაგჭირდებათ უმეტესად ბოლო 3 წლის Tax Return Transcripts.
ფრთხილად გამოიყენეთ აქ არსებული ლინქები, ნუ ენდობით სხვა კომერციულ ლინქებს, რადგან ეს თქვენი ისტორიაა და ნუ შეხვალთ კომერციული საიტებიდან, მხოლოდ ოფიციალური https://www.irs.gov/ გამოყენეთ როგორც მთავარი პლათფორმა.
ოფიციალური საიტი თუ სადმე გიშვებთ, მაგალითად ID.ME, ეს არის სანდო, რადგან სახელმწიფო გვერდის მიერ რეკომენდირებულ-კონტროლირებად გვერდზე გადადიხართ. ყოველთვის დაიწყეთ https://www.irs.gov/ ამ პლატფორმით.
ყველა ლინქი, რაც მე მოგაწოდეთ ზევით, ამ პლატფორმაზეა მიმაგრებული.
როდესაც საკუთარ ექაუნთს-account აკეთებთ, დამატებით დაგჭირდებათ საკუთარი წინა წლის გაგზავნილი დეკლარაციის პირველი და მეორე გვერდი, ფორმა 1040, როგორც ინფორმაცია საიდანაც იგივე უნდა დაადასტუროთ რაც გაუგზავნეთ, რათა ფაიში შესვლა არ გაგიჭირდეთ. ასევე შეიძლება წინა წლების დეკლარაციის გამოყენებაც.
გაყევით პროცესს.
ინსტრუქცია მომზადებულია პირადი დეტალური გამოცდილების (პროცესის პრაქტიკაში თვითგამოცდის) და ოფიციალურ ინსტრუქციებზე დაყრდნობით.
ავტორი:
დალი ხოხობაშვილი,
Dali Khokhobashvili, Enrolled Agent to practice before IRS
წყარო:
https://www.irs.gov/pub/irs-utl/oc-transcriptorcopyofreturn.pdf
