top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

როგორ მოვემზადოთ ინდივიდები თუ ოჯახები 2021 საგადასახადო წლის დახურვისთვის.

რა მოვამზადოთ 2021 წლის საგადასახადო წლიური დეკლარაციისთვის (income tax).

1. ფორმა W2-თუ დაქირავებული ხართ,

2. ფორმა 1099-NEC თუ კონტრაქტორი ან თვითდასაქმებული (self-employed) ხართ

3. ბანკის 12 თვის ამონაწერი (statements) თუ თვითდასაქმებული ხართ და რაიმე ფორმას არ გაძლევენ წლის ბოლოს.

4. ფორმა 1098-Mortgage -ვისაც მორთგიჯი-იპოთეკური სესხი გაქვთ სახლის მფლობელობაზე, ასევე ქონების გადასახადის ჯამი, რაც გადაიხადეთ წლის განმავლობაში.

5. ფორმა 1098 -Tuition-ვინც კოლეჯის სტუდენტი ხართ ან სტუდენტი გყავთ ოჯახში, რათა საგანმანათლებლო კრედიტი აუღოთ.

6. ფორმა 1099-C თუ თქვენ ბანკმა კრედიტის გადახდა გაპატიათ 2021

, იმიტომ რომ ეს შემოსაცალია და დღეს თუ გამოტოვე ხვალე ჯარიმით მოგკითხავენ,

7. 1099 -R - თუ პენსიას იღებთ.

8. SSA -თუ სოციალურ დახმარებას იღებთ (შეიძლება არ იყოს დაბეგვრადი, მაგრამ შეიძლება ნაწილობრივ დაიბეგროს, მაინც უნდა შევიდეს დეკლარაციაში)

9. წლიური ციფრი თუ კერძო საპენსიო ფონდში რიცხავთ თანხებს (IRA, SEP,),

10. ფორმა 1099-DIV თუ სადმე წილის მფლობელი ხართ დივიდენდის შესახებ,

11. ფორმა 1099- Int-თუ saving-შემნახველი საბანკო ანგარიში გაქვთ ბანკში.

12. 1099- B თუ თქვენ 2021 წელს გაყიდეთ ადრე ნაყიდი, თუ 2021 წელს ნაყიდი ფასიანი ქაღალდები (სტოკები) მოგება თუ წაგება ორივე დეკლარაციაში უნდა შევიდეს.

13. ფორმა 1095-A რაც მიუთითებს ფინანსებს დაფინანსებულს სახელმწიფოს მიერ და გადახდილს თკვენს მიერ ოჯახისწევრების სამედიცინო დაზღვევაზე.

14. ფორმა 1099-G, თუ უმუშევრობის დახმარებას იღებდით 2021.

15. ფორმა W2-G (gambling income) თუ ერთ კაზინოში 500 დოლარზე მეტი მოიგეთ. თუ მოგება გაქვთ, მოამზადეთ ციფრები წლიური წაგებისთვისაც.თუ არ მოგიგიათ, მხოლოდ წაგებას ვერ გამოიყენებთ.

16. ვისაც ბავშვი გყავთ, დააჯამეთ წლის განმავლობაში წინასწარ აღებული advanced Childe credit, ბავშვებზე ყოველთვიურად აღებული თანხები, რომლის შეტანაც მოგიწევთ 2021 წლის დეკლარაციაში, რადგან მეორედ არ მოითხოვოთ უკვე არებული თანხები.

17. რენტის (ქირა) შემოსავალი და ასევე ხარჯები თუ თქვენ ადგილს აქირავებთ. ნუ შეწუხდებით პერსონალური ქირის გადახდის ქვითრებზე, არაფერში გამოდგება თუ სახლში არ გაქვთ ოფისი.

18. მოამზადეთ ხარჯები გაწეული მცირეწლოვანი ბავშვის მოვლაში მაშინ როცა ორივე მშობელი მუშაობს, თუ ერთი მშობელი არ მუშობს, ამ ხარჯის მოთხოვნას აზრი არ აქვს.

19. სტუდენტებმა მოამზადეთ ხარჯები რომლებიც გადაიხადეთ წიგნებში, საწავლო საგნებში, ან სხვა კოლეჯთან დაკავშირებულ საქმიანობასთან, საკვები და ყოველდღიური მგზავრობის გარდა. ამ ხარჯებზე მცირედი კრედიტი გეკუთვნით.

20. თვითდასაქმებულებმა მოამზადეთ ყველა შესაძლო ხარჯი, რაც ბიზნესის წარმოებაში გეხმარებათ.

21. მოამზადეთ ქვითრები თუ ქველმოქმედება გააკეთეთ 2021 წელს,

22. მოამზადეთ სამსახურთან დაკავშირებული მოგზაურობის ხარჯები თუ თქვენი თანხით იმგზავრეთ (არ ითვლება ყოველ დილა- საღამოს სამსახურში სიარული, ნებადართულია მხოლოდ მივლინების ხარჯები, ან შტატიდან შტატში მოგზაურობა, სასტუმრო, საჭმელი გზაში).

შეზღუდვები ზოგიერთ სადეკლარაციო ხარჯებთან დაკავშირებით

მოამზადეთ მანქანის ხარჯები თუ მანქანას იყენებთ თვითდასაქმებულ ბიზნესში რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ასევე დაზღვევაც.

ფორმა W2- ზე მომუშავეები მანქანის ხარჯებს ვერ ჩამოწერენ, რადგან ბოლო წლებში გაზრდილი standard deduction-ით (სტანდარტული ხარჯების დიაპაზონი) უნდა დაკმაყოფილდეს, რომელიც საყოველთაოა.

ასევე თუ საქართველოში ოჯახის მოსანახულებლად გაწეულ ხარჯებს ვერ გამოიყენებთ ბიზნეს მოგზაურობის ხარჯად ვერანაირ ფორმასთან მიმართებაში.

თუ ბანკში თანხა გერიცხებათ სისტემატიურად, ან ჩეკი შეგაქვთ ვერ იტყვით რომ მეგობრები გირიცხავენ, ეს შემოსავალია.

W-2-ზე მომუშვესთვის ბევრი ხარჯი აიკრძალა 2018 წლიდან, რაც ადრე ნებადართული იყო. სამაგიეროდ გაიზარდა სტანდარტული ხარჯები რასაც სახელმწიფო ფორმულა გაძლევთ, ასე რომ აღარც კი დაგჭირდებათ ხარჯებზე ფიქრი.

შეზღუდულია პირადი ხარჯების გამოყენება ნებისმიერი სახის შემოსავლის შესამცირებლად. მაგალითად საკვები, სარეცხი, ჰიგიენა, მანქანა (არაბიზნესის), ცურვა, ცეკვა, ფორტეპიანო ან სხვა ინსტრუმენტი, სიმღერა, ნებიმიერი სპორტი და ბავშვების ტუტორიგში/რეპეტიტორებში გადახდილი თანხები, ასევე ფასიანი სკოლებში გადახდილი თანხები, მაშინ როცა სახელმწიფო უფასო სკოლებს გთავაზობთ.

შეზღუდულია კაზინოში წაგებული თანხის მოთხოვნა თუ მოგებაც არ გაქვთ დეკლარაციაში.

შეზღუდულია ძაღლის ან კატისთვის გადახდილი სამედიცინო ხარჯების მოთხოვნა დეკლარაციაში (მხოლოდ მაშინაა ნებადართული თუ თქვენ ძაღლს ან კატას კინოში გადაიღებენ და ამაში ჰონორარს გადაგიხდიან, ან თუ ძაღლი არის თერაპიული ძაღლი, რასაც ზოგჯერ ფსიქოლოგები უნიშნავენ ადამიანებს საჭიროებისამებრ).


მოამზადა დალი ხოხობაშვილმა პრაქტიკაზე დაყრდნობის საფუძველზე

Dali Khokhobashvili, Enrolled Agent authorized to practice before IRS

(უფასო სატელეფონო კონსულტაციები ყველა ქართველი ემიგრანტისთვის 2015 წლიდან)




934 views
bottom of page