top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

როგორ გავიგოთ საბირჟო ვაჭრობა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი

The U.S. Stock Market

რა არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის საფუძვლები.

საბირჟო ვაჭრობა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი სტატია მომზადებულია , 2018 წლის 4 სექტემბერს.


თუ თქვენ ფლობთ ფასიან ქაღალდს, ეს ნიშნავს რომ რომელიმე დიდი კორპორაციის წილისმფლობელი ხართ. ბირჯაზე მონაწილეები ყიდულობენ და ჰყიდიან ფასიან ქაღალდებს, ვაჭრობა მიდის მსოფლიო მასშტაბით როგორც ვიტრუალურ, ისე ფიზიკურად არსებულ ბაზრებზე-ბირჟებზე. ნიუ-იორკის New York Stock Exchange (NYSE) და ნაზდაკის Nasdaq ორი უმსხვილესი ბირჯა, და კიდე 14 სხვა ბირჟა აშშ-ში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საუკეთესო ამინდს ქმნიან. ბირჟაზე გამოიყენება ინდექსები-მაჩვენებლები, რითაც ფასდება ზოგადი ფინანსური მდგომარეობა. ინდექსები ზოგადად ეკონომიკის განვითარების მერყეობასაც აჩვენებს. დოუ-ჯონის, ნაზდაკის და ს პ 500 ინდექსები მიღებულია ხვადასხვა კორპორაციების ფასიანი ქაღალდების გაყიდვის წარმატება-წარუმატებლობის კომბინაციით, მათი ფასების მერყეობის საშუალო არითმეტიკულით, რომელიც მაკრო დონეზე აჩვენებ ბაზრის შედეგებს. Dow Jones Industrial Averageა -გამოითვლება აშშ-ს 30 უმსხვილესი ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კორპორაციის შედეგებით, the Nasdaq ორიენტირებულია ტექნოლოგიურ წარმოების მაგნატ კორპორაციის შედგებზე და the S&P 500 კი აშშ 500 უდიდესი კორპორაციის შედეგებით განისაზღვრება. ინვესტორები უფრო მეტად S&P 500 ინდექსს აქცევენ ყურადღებას მასშტაბურობის გამო, მაშინ როცა მედიაში Dow Jones უფრო პოპულარული ინდექსია. ბირჟაზე დგინდება ფასიანი ქაღალდების საწყისი (offer) ფასი (პირველადი ბირჟა), რომელსაც ბროკერები შესთავაზებენ მყიდველს. შემდეგში მყიდველ-გამყიდველის შეთანხმებული ფასი საბირჯო ტაბლოზე ქვეყნდება და სხვა მყიდველზც ახდენს გავლენას. ყოველი წინა გაყიდვა ცნობილია და შემდგომ გაყიდვის ფასს განაპირობებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ფასიანი ქაღალდის ფასის დადგენა-გაყივაში, არის წილის მფლობელი კორპორაციის მომგებიანობა-პერსპექტიულობა. მართალია კორპორაციების მიერ მომავავალი გადაწყვეტილების განჭვრეტა ბროკერებისთვისან მყიდველებისთვის ძნელია, მაგრამ არის ზოგადი განმაპირობებელი ფაქტები რითაც შეიძლება კორპორაციების წილის მომავლის ფასების მიახლოვებული წინასწარმეტყველება, მაგ.: ეკონომიკური სიძლიერე, პოლიტიკური სტაბილურობა ყველა ფასიანი ქაღალდის ყიდვის ალბათობას ზრდის. ასვე კორპორაციების პოპულარობა მომგებიანობის წინაპირობებს ქმნის, რაც შემდეგში ფასებზე აისახება (მაგალთად ფეისბუქის პოპულარობამ განაპირობა მისი ფასიანი ქაღალდების შესყიდვების ზრდა იმ იმედით რომ კორპორაცია მომგებიანობას გაზრდიდა). როგორ მონაწილეობენ ჩვეულებრივი ადამიანები საბირჟო პროცესში? დაგჭირდებათ ფინანსები, და ბროკერი (საბროკერო ანგარიში). ამერიკელების უმეტესობა თავიანთ საპენსიო ფონდებს იყენებს ბირჯაზე სავაჭროდ. ამიტომ არის აშშ ეკონომიკისთვის საპენსიო ფონდები ერთ-ერთი დიდი ძალა ეკონომიკისთვის. ინვესტირებისას ფინანსური დანაკარგის რისკი ყოველთვისაა, ამიტომ არ არის რეკომენდირებული საპენსიო ფონდით სპეკულაცია და რეკომენდირებულია დაიწყოთ თანხით რომლის დაკარგვასაც ადვილად შეეგუებით.


Dali Khokhobashvili, EA

მოამზადა დალო ხოხობაშვილმა, https://www.nasdaq.com/…/what-is-the-stock-market-and-how-d… https://www.tradingacademy.com/…/how-the-stock-market-works…





331 views
bottom of page