top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

როგორ გადავიხადოთ გადაუხდელი გადასახადი უკვე გაგზავნილ დეკლარაციაზე და როგორ გადავანაწილოთ თვეებზე.

შენიშვნა: ქვევით მოტანილი სტატიის ინსტრუქცია არ ეხება იმათ, ვისაც უკვე გაგზავნილი აქვს დეკლარაცია გადასახადის გადანაწილების თაობაზე კონტრაქტთან ერთად. ეს ინდივიდები მხოლოდ უნდა დაელოდონ პირველი თანხების გამოჩენას, ან კონტრაქტის წერილობით მიღებას ხაზინიდან.


ყველა გადასახადის გადამხდელს, ვისაც წინა წლებში არ აქვს დაგროვილი ვალი და არ აქვს გამოტოვებული დეკლარაცია არც ერთი იმ წლისთვის, როდესაც შემოსავალი დაუფიქსირდა, ყოველთვის, და ეხლა განსაკუთრებით, IRS აძლევს საშუალებას, რომ გადასახადი გადაანაწილონ თვეეზე და დროში ნელ-ნელა გადაიხადონ.

კონტრაქტის (ფორმა -9465) გაფორმება გადანაწილებაზე უმეტესად დეკლარაციასთან ერთად ხდება და იგზავნება, მაგრამ ასევე, შესაძლებელია, ხელშრეკრულების მოთხოვნა ცალკე გაგზავნოთ ქაღალდით, დაგეგმილი ყოველთვიური თანხის შეთავაზებით და ბანკის ანგარიშს მითითებით.

ფორმის შევსება ძალიან ადვილია. ნახეთ ინსტრუქციაში მისამართი, რომელიც იმისდა მიხედვით თუ რომელ შტატში ცხოვრობთ, განსხვავებულია: https://www.irs.gov/pub/irs-pdf/i9465.pdf

ასევე, შესაძლებელია თქვენ თვიონ გააკეთოთ ონლაინზე კონტრაქტი მხოლოდ ამ ლინქის საშუალებით პირდაპირ ფედერალურ შიდა შემოსავლების სამსახურთან IRS-თან : https://www.irs.gov/payments/online-payment-agreement-application.

თუ თქვენ გინდათ რომ მთლიანი გადასახადი გადაიხადოთ ელექტრონულად და არ გადააანაწილოთ, იმ შემთხვევაში, გამოიყენეთ შემდეგი ლინქი: https://www.irs.gov/payments

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, ENROLLED AGENT with IRS.

წყარო: https://www.irs.gov/payments/payment-plans-installment-agreements



157 views
bottom of page