Dali Khokhobashvili
რა სიფთხილე გმართებთ SBA EIDL სესხის ამღებებს რათა არ დაარღვიოთ 30 წლიანი კონტრაქტი
ვისაც გაქვთ აღებული Economic Injury Disaster Loans (EIDL) ( Loans for working capital to small businesses and small agricultural cooperatives to assist them through the disaster recovery period), რომელსაც სახელმწიფო განიხილავს სესხად რომელმაც პანდემიით მიყენებული ზარალი უნდა აგინაზღაუროთ, ყურადღებით წაიკითზეთ კონტრაქტი, რასაც ხელი მოაწერეთ ფულის აღების წინ. ბევრმა არ იცის კონტრაქტში რა მოთხოვნებია და იმ განზრახვით, რომ „ყველა იღებს და მეც მინდა“, აიღო თანხა, რომელიც გარკვეულ პასუხისმგებლობებთანაა დაკავშირებული. რაც დიდია თანხა, პასუხისმგებლობაც მეტია.
1. პირველ რიგში, ეს არ იქნება 30 წლიანი სესხი ყველასთვის, შეიძლება 3 წელში გადგახდევინონ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად სწორად გაქვთ ის მოთხოვნილი და როგორ სწორად გამოიყენებთ თანხებს, რათა დაამტკიცოთ რომ პანდემიის გამო მიიღეთ ზარალი, და ამ ზარალის ანაზღაურებას ცდილობთ სწორად თანხების ხარჯვით.
თქვენს კონტრაქტში ამის შესახებ გიწერიათ: „What are Loan Terms? The maximum term is 30 years. However, the law restricts businesses with credit available elsewhere to a maximum 3-years term. SBA sets the installment payment amount and corresponding maturity based upon each borrower’s ability to repay“
2. ვისაც $ 5,000 მეტი აქვს EIDL loans სესხად აღებული, მოთხოვნილია სესხის დაზღვევა რაიმე ქონებით, მაგრამ თუ არაფერი არ გაგაჩნდათ და ეს სესხი მაშინ მოგცეს, SBA დაუზღვეველ სესხს, (ანუ თქვენი არანაირი ქონებით გამაგრებულ სესხს) არ გაპატიებთ და ითხოვს დაზღვევას იმ ქონებით, თუ შემოსავლით რაც მომავალში გექნებათ. ანუ თქვენს მომავალ შემოსავალზე უკვე ფიცი გაქვთ მიცემული რომ შეუძლია SBA-ს აიღოს თვთონვე თუ თქვენ ვერ ან არ გადაიხადეთ თვიური გადასახადი.
თქვენს კონტრაქტში ამის შესახებ გიწერიათ: „Collateral – Collateral is required for EIDL loans over $5,000. SBA takes real estate as collateral when it is available. SBA will not decline a loan for lack of collateral, but requires you to pledge what is available“
3. ძალიან მნიშვნელოვანი რაც ბევრმა არც კი წაიკითხა კონტრაქტში არის მუხლი, რაც ითხოვს რომ სესხის ამღებმა უნდა შეინარჩუნოს HAZARD INSURANCE.
თქვენს კონტრაქტში ამის შესახებ გიწერიათ: “ DUTY TO MAINTAIN HAZARD INSURANCE · Within 12 months from the date of this Loan Authorization and Agreement the Borrower will provide proof of an active and in effect hazard insurance policy including fire, lightning, and extended coverage on all items used to secure this loan to at least 80% of the insurable value. Borrower will not cancel such coverage and will maintain such coverage throughout the entire term of this Loan. BORROWER MAY NOT BE ELIGIBLE FOR EITHER ANY FUTURE DISASTER ASSISTANCE OR SBA FINANCIAL ASSISTANCE IF THIS INSURANCE IS NOT MAINTAINED AS STIPULATED HEREIN THROUGHOUT THE ENTIRE TERM OF THIS LOAN. Please submit proof of insurance to: U.S. Small Business Administration, Office of Disaster Assistance, 14925 Kingsport Rd, Fort Worth, TX. 76155.
თუ თქვენ ეს მუხლი გიწერიათ და არ შეეცდებით საშიშროებსი დაზღვევას, 12 თვის მერე დიდი შანსია 30 წლიანი კონტრაქტი, ჩაგეთვალოთ დარღვევად და მთლიანი თანხა ერთნაირად მოგეთხოვოთ.
4. თუ თქვენ მისამართის შეცვლა, ანუ სხვა ადგილზე გადასვლა გინდათ თქვენი ბიზნესის, ახალი ოფისის, თუ ახალი მაღაზიის თუ ახალი რესტორანს შენობაში, თანხის გადანაცვლება დამოკიდებული აიმაზე თუ რამდნად საჭირო იყო ეს გადასვლა, ანუ უნდა დაამტკიცოთ რომ იძულებული იყავით ტერიტორია შეგეცვალათ, გირჩევთ დარეკოთ და დეტალებში გაერკვიოთ და ნებართვა ითხოვოთ.
თქვენს კონტრაქტში ამის შესახებ გიწერიათ:“You may use your SBA disaster loan to relocate. The amount of the relocation loan depends on whether you relocate voluntarily or involuntarily. If you are interested in relocation, an SBA representative can provide you with more details on your specific situation
გადახედეთ თქვენს კონტრაქტებს, რაზე მოაწერეთ ხელი, თუ სხვამ გააკეთა თქვენი სესხი დამოუკიდებლად, მაინც თქვენი პასუხისმგებლობაა შესრულებაზე.
თუ კონკრეტული განზრახვები და კითხვები გაქვთ, დაურეკეთ SBA Office at 603-225-1400, უთხარით თქვენი სესხის ნომერი და შეეკითხეთ და ითხოვეთ ნებართვა იმათგან.
ასევე, თუ დიდ ხანს გალოდინეს ან ტელეფონზე, ნახეთ დამატებითი ტელეფონის ნომრები თქვენი სესხის აპლიკაციის იმეილში.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS
https://www.sba.gov/sites/default/files/Concord%20Disaster%20Loan%20Fact%20Sheets.pdf
