top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

რა საგადასახდო პრობლემებს შეიძლება წააწყდნენ ის ბიზნესები, ვინც სახელმწიფოს SBA PPP Loan აიღო 2020 წ


IRS- Internal Revenue Service, შიდა ფედერალური შემოსავლების სამსახურის რეგულაციებით, ვინც აიღეთ SBA PPP Loan 2020 წელს და ხელფასსა და რენტაში გადაიხადეთ, ასევე კომუნალურ ხარჯებში, რათა პანდემიის დროს ბიზნესი გადგეჩინათ, სახელმწიფო გპირდებათ პატიებას, მაგრამ პატიებამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც ყველა ამ სესხის ამღებმა უნდა გაითვალისწონოს.

როდესაც დეკლარაციის მომზადებას დაიწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ ხელფასში, რენტაში და კომუნალურებში გადახდილი თანხები, რაც სესხის ნაწილია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხარჯებში გაატაროთ და ჩამოწეროთ, სახელმწიფომ გაჩუქათ თანხა და ერთხელ უკვე მიიღეთ სარგებელი. ეს სესხი რომ მოგეცათ, არც ჩუქების და არც უკან დაბრუნების შემთხვევაში ის შემოსავალში არ ჩაითვალა, და ლოგიკურად, დახარჯული სესხი არც ხარჯებში ჩაითვლება.

სინამდვილეში, სახელმწიფომ ეს თანხა თქვენ კი არ გაჩუქათ, არამედ ქვეყნის ეკონომიკას აჩუქა. თქვენი ხელით მიეცა იმათ, ვისაც ხელფასი გადაეხადა და იმ რენტის მიმღებებს, რომლებსაც ბიზნესი არ ჩაუვარდათ. ყველა ამ თანხი მიმღებები, ხელფასზე და რენტის შემოსავალზე ჩვეულებრივ გადასახადს გადაიხდიან წლის ბოლოს, ანუ რაც თქვენ გადაიხადეთ, ის იმათი შემოსავალია, მაგრამ თქვენთვის არაა ხარჯი, რადგან თქვენი გამომუშავებული ფული არ გადაგიხდიათ, არამედ ნაჩუქარი. თქვენი ბიზნესი მხოლოდ გამავალი რგოლია ამ რთულ პროცესში.

თქვენ თავს თუ გადაუხადეთ ხელფასი იმ თნხიდან, პერსონალურ დეკლარაციაში იმ ხელფასზე გადაიხდით გადასახადს.

აშშ სახელმწიფო აიძულებს ყველას გადაიხადონ გადასახადი იმ თანხებზე რაც სახელმწოფომ ეკონომიკის დასახმარებლად გამოყო პანდემიის პირობებში.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ წლევანდელ ხელფასებს და სხვა ხარჯებს რაც SBA PPP Loan-ით გადაიხადეთ, თუ ხარჯებში გაატარებთ, სერიოზულ საგადასახადო პრობლემებს შეიძლება წააწყდეთ. 2020 წლის დეკლარაცია ბევრის მომცველი, კომპლექსური და უფრო მეტად საპასუხისმგებლო დოკუმენტი იქნება ვიდრე დეკლარაციები აქამდე.

სახელმწიფო ყველა მხრიდან კეტავს საშუალებებს ამ თანხენბის მანიპულაციებისთვის. იმათ ვინც დაუმსახურებლად აიღო სესხები, და არც ხელფასებში გაუცია და არც ხარჯებში და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, ვურჩევ პატიებას არ მიმართონ ზედმეტი გადასინჯვის თავიდან ასაცილებლად, და თუ გადახდას დაიწყებენ დროულად, იქნებ შეამსუბუქონ გამოძიების პროცესი.

ამ წესში ახალი თითქმის არაფერია რადგან Internal Revenue Service აქამდე ცნობილი რეგულაციით, სესხი არ არის შემოსავალი და მასზე შემოსავლის გადასახადი არ გადაიხდება, და თავისთავად არც ხარჯია როცა გადახდას იქყებთ იმ სესხისა რომელიჩ შემოსავალში არ ჩაგითვალეს, ანუ სესხს არ აქვს გავლენა არვ შემოსავალზე და არც შემოსავლის გადასახადზე, ის მხოლოდ მოვალეობაა, რომელიც უნდა უკან დააბრუოთ.

The tax confusion for PPP recipients arose because the tax code normally disallows deductions associated with tax-free income. The IRS and Treasury Department underscored that principle by saying, "Since businesses are not taxed on the proceeds of a forgiven PPP loan, the expenses are not deductible."

The Revenue Ruling explicitly states that if a taxpayer received a PPP loan and paid or incurred otherwise deductible expenses, those expenses are not deductible if the taxpayer reasonably expects to receive forgiveness of the loan. That applies whether or not they have applied for forgiveness by the end of the taxable year.

იქიდან გამომდინარე , რომ SBA PPP Loan გეპატიებათ, ითვლება რომ გადაიხადეთ იმ ხელფასებით და რენტით, რაშიც ის იქნა გამოყევნებული, აქედან გამომდინარე, ხარჯებსი ვერ გაატარებთ.

მთლიანად იდეს SBA PPP Loan იყო არა ბიზნესის მფლობელების დასახმარებლად მხოლოდ, არამედ იმ სამუშაო ძალის (თანამშრომლების) დასახმარებლად, რომლებისთვისაც დიდი საფრთხე იყო სამსახურის დაკარგვის. ამიტომ ბიზნესის მფლობელებმა გაითვალისწონეთ ვინ არის პრიორიტეტი ამ პროცესში. თუ აღებული გაქვთ მაგალითად $ 50,000 SBA PPP Loan და ხელფასებში და რენტაში და კომუნალურებში გადაიხადეთ მთლიანი თანხა ან ნაწილი, ვერ იტყვით მე ეგ ფული არ გადამიხდია, სხვა ფული გადავიხადეო და ხარჯებში უნდა გავატარო, რაგდან სესხით არ გადამიხდიაო. რაგდან თუ ამ პოზიციას დაიცავთ, მაშინ თქვენ ბიზნესს ფული არ სჭირვებია და დაუმსახურებლად აუღია ეს სესხი სახელმწიფო გაჭირვების დროს, რაც ფინანსურიც დანაშაულია და შესაძლოა დაუყოვნებლივ მთლიანი სესხის დაბრუნების მოთხოვნით დამთავრდეს ჯარიმასთან ერთად.

ამიტომ, გთხოვთ გაითვალისწონოთ წლის ბოლოსთვის. მოგითხოვიათ თუ არა სესხის პატიება, არანაირი მნიშვნელობა ამას არ ენიჭება. წესი ყველასთვის ერთიდაოგივე იქნება. სესხის ამღებები, აქადე შეჩვეულ ბიზნესს ხარჯებს, დეკლარაციაში უკვე ვეღარ გაატარებთ ხარჯებად.

ეს რეგულაცია კიდევ არაა საბოლოო, რადგან კონგრესი აქამდე არსებულ წესს უპირისპირდება, მაგრამ, დიდი ალბათობით, Internal Revenue Service წესებს არ შეცვლის.


მოამზადა Dali Khokhobashvili, Enrolled Agent to practice before IRS

https://m.startribune.com/small-businesses-that-took-ppp-aid-may-face-a-tax-problem/573213011/?clmob=y&c=n


https://www.friedmanllp.com/insights/latest-irs-guidance-dashes-hopes-of-deducting-expenses-paid-with-ppp-loans#:~:text=The%20Revenue%20Ruling%20explicitly%20states,receive%20forgiveness%20of%20the%20loan.





489 views
bottom of page