Dali Khokhobashvili
რა მოქმედებს თქვენ საკრედიტო ისტორიაზე?
Credit history
რა მოქმედებს თქვენ საკრედიტო ისტორიაზე?
Dali Khokhobashvili, EA
September 25, 2017
რა მოქმედებს თქვენ საკრედიტო ისტორიაზე?
1. 35%- გადახდების ისტორია -ყველაზე დიდ გავლენას ახდენს თქვენი დროულად გადახდის ისტორია, და საზოგადოებრივი მონაცემები თქვენს შესახებ (Public records) მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი რენტის გადახდის ისტორია კრედიტ ისტორიის შემქმნელ პირდაპირ კონპონენტად არაა წარმოდგენილი, თუ თქვენ თუ გადაიხდით რენტას და ამის გამო სასამართლოს, ან რაიმე შემგროვებელ სააგენტოს გადაგცემენ, ის მაშინ იწყებს უარყოფით გავლენას საკრედიტო ისტორიაზე. იგივე ეხება დანარჩენ ცხოვრებისეულ ვალდებულებებსაც როგორიცაა კონმუნალური გადასახადები, ტელეფონი, და ინტერნეტი. ესენი არ მონაწილეობენ პირდაპირ მანამ, სანამ მათ იხდით დროულად თუ არადროულად. 2. 30% -გადასახდელი ვალდებულებების რაოდენობა. რაც მეტი გაქვთ ვალი, მით ნაკლებია გადამხდელუნარიანობა. 3. 15 % საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა- რაც ხანგრძლივია ისტორია, მით უკეთესი. 6 თვე მაინცაა საჭირო რომ აშშ-ში ცხოვრებდეთ რათა საკრედიტო ისტორია შეიქმნას. ახალი საკრედიტო ხაზები საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობას ამცირებს და უმჯობესია ძველი საკრედიტო ხაზებს გაუფრთხილდეთ ვიდერ ახალ-ახალი გახსნათ.
4. 10 % -კრედიტების ტიპი-ორნაირი ტიპის კრედიტები არსებობს: 1 ავტომატურად განახლებადი და 2 განვადებითი კრედიტი. საუკეტესო ისტორიისთვის ორიცვენაირი უნდა გკონდეთ
5.10% - საკრედიტო ისტორიაზე ინფორმაციის მოთხოვნები (Inquiries). რაც მეტად შეამოწმეთ თქვენს საკრედიტო ისტორიას, უფრო მეტად დასწევთ მას დაბლა, იმიტომ რომ ითვლება რაც მეტად ამოწმებთ მეტად გამოწმებენ და მეტ საკრედიტო ხაზს ხსნით.
რა ითვლება ცუდ და კარგ კრედიტ ისტორიად? იმაზე დამოკიდებულებით თუ რომელ კრედიტ ისტორიის სისტემას ვიყენებთ, საკრედიტო ისტორიის შკალა 300 დან 850 მდე მერყეობს.
საუკეთესო/კარგი ისტორია- (Excellent/very good credit score) : 700-დან 850-მდე. კარგი საკრედიტო ისტორია Good credit score): 680 დან 699-მდე საშუალო/ OK საკრედიტო ისტორია - Average/OK credit score): 620-დან 679-მდე და ბოლოს, დაბალი საკრედიტო ისტორია-( Low credit score): 580 დან 619-მდე (საშუალო ამერიკული კრედიტ ისტორიად 682 ქულა ითვლება).
რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ გაიუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია. • უყურეთ კრედიტ კარტების ბალანს ფრთხილად. • ეცადეთ ბოლომდე იხადოთ ბალანსი ყოველ თვე და ნულიდან დაიწყოთ ახალი ციკლი, რათა დიდი გადასახელი თანხა მეტყველებს თკვენს დაბალ გადამხდელუნარიანობაზე (არ გაქვთ საკმარი შემოსავალი). • თუ მთლიან ბალანსს ვერ იხდით საკრედიტო კარტაზე, დარძენილი ბალანსი მთლიანი საკრედიტო ხაზის თანხის 30% ზე მეტი არ უნდა იყოს. • იხადეთ დროულად. • რისკს ნუ აიგებთ. • ნუ აღფრთოვანდებით მაღალი კრედიტ ისტორიით, ის შეიძლება ერთმა გადაუხდელობამ დააგდოს დაბლა. • ნუ გაგიტაცებთ ახალ-ახალი კრედიტ ხაზების გახსნა, რათა რაც მეტი გაქვთ ვალი, მით ნაკლებია გადამხდელუნარიანობა (ეს არ ნიშნავს საერთოდ უარი თქვათ საკრედიტო ხაზებზე, რადგან სააგენტოებს მოსწონთ როცა არ გეშინიათ პასუხისნგებლობის აღების და შესრულების, მაგრამ როცა უამრავ ვალდებულებას იღებთ, თქვენს დაუდევრობაზე, და საკუთარი გადახდისუანრიანობის სათანადოდ შეუფასებლობაზე მეტყელებს). • ნუ შეამოწმებინებთ უმიზეზოდ და ხშირად საკრედიტო ისტორიას. ყოველი შემოწმება პროფესიონალი კრედიტ სპეციალისტის მიერ, ან ბანკის მიერ დაბლა სწევს ქულებს.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა,
Dali Khokhobashvili, ENROLLED AGENT WITH IRS
