Dali Khokhobashvili
რა განსხვავებაა მედიკეასა და მედიკეიდს შორის
Difference between Medicare and Medicaid
1. Medicaid--მედიკეა არის ფედერალური პროგრამა რომელიც აზღვევს 65 წლის მეტ ასაკის ადამიანების ჯანმრთელობას, 65 წლისაზე ნაკლები ასაკის ადამიანები მედიკეას იღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ინვალიდობის დახმარებას (disability) იღებს. მედიკეას აქვს სამი სხვადასხვა დონე: Medicare A- იხდის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს, Medicare B- იხდის ექიმის ვიზიტს და სასწრაფო დახმარების ხარჯებს Medicare C- A- ს და B-ს უფრო სრული დაფარვაა და უმეტესად უნდა იყიდოთ, Medicare D- იხდის გამოწერილი წამლების ხარჯებს. მიუხედავად მედიკეას ქონისა, მაინც შესაძლოა რომ მფლობელს მაინც შეხვდეს რაღაც სამედიცინო ხარჯის გადახდა რადგან მედიკეა მთლიანად არ ანაზღაურებს ხარჯებს.
2. Medicaid- მედიკეიდი, არის ფედერალური სახელმწიფო სამედიცინო საზღვევო პროგრამა, რომელიც დაბალშემოსავლიან ზრდასრულ ადამიანებს, ორსულებს (65 წლისაზე ნაკლებ ასაკიანებს), ბავშვებს და ინვალიდებს ენიშნებათ, იმათ ვისაც ჯერ არ აქვს მედიკეა. Medicaid ფედერალური კრიტერიუმების საფუძველზე ადმინისტრირდება შტატების მიერ და დაფინანსებაში ფედერალური და შტატების მთავრებები, ორივე მონაწილეობენ. მედიკეას დანიშვნა დაბალი შემოსავალისა და საკუთრებაში ფლობილი ქონების მიხედვით ხდება.
Medicaid- და Medicaid- როგორც პროგრამას კანონის ძალა მიეცა 965 წელს, როდესაც Title XIX of the Social Security Act-ს კანონს მოეწერა ხელი. ეს კანონი შეიქმნა ყველა შტატში დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის აქამდე მათთვის ხელმიუწვდომელი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომლობის უზრუნველყოფის მიზნით.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS
