Dali Khokhobashvili
რა არის საპენსიო ასაკი აშშ--ში? Pension age in the USA
ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ არის, რადგან, როგორც სხვა სისტემები აშშ-ში, ეს სფეროც კომპლექსურია.
სახელმწიფო სოციალური-საპენსიო ფონდი სავალდებულოა და ყველა თქვენგანი ყოველი გამომუშავებული დოლარიდან იხდით გადასახადს ამ ფონდში სახელმწიფოს ფიქსირებული ტარიფით.
მნიშვნელოვანი საპენსიო ასაკის წლები:
62 წელი- პირველი სოციალური-საპენსიო ბენეფიცის (Social Security retirement benefits) მიღება შეგიძლიათ დაიწყოთ 62 წლის ასაკში. მაგრამ თუ ამას 62 წლის დაიწყებთ ვერ მიიღებთ სრულ პენსიას და ის შემცირენული იქნება 70-80 % მდე მუდმივად, სიცოცხლის ბოლომდე.
65 წელი -ამ ასაკში ამერიკელი ხდება უფლებამოსილი რომ მიიღოს მედიქეა (Medicare) იმისდა მიუხედავად დაიწყეთ თუ არა 62 წლისამ სოციალური დაზღვევის საპენსიო ბენეფიცის მიღება. თუ არ დაგიწყიათ შეგიძლიათ მხოლოდ მედიკეა გქონდეთ და კიდევ დაელოდოთ სრულ საპენსიო ასაკს (67 წელი) , რათა 100 % პენსია მიიღოთ.
66/67 წლები არის სრული საპენსიო ასაკი, როცა გეკუთვნით ბენეფიცის მაქსიმუმი და ასევე მედიკეა ბენეფიტიც. ამჯამად სრული საპესნიო ასაკი 66 წელი და 2 თვეა 1955 წელში დაბადებულებისთვის, რომელიც გაიზრდება 67 წლამდე იმათთვის ვინც 1960 წელსში დაიბადა.
70 წელი- არის ასაკი, როდესახ სავალდებულოა რომ სოციალური დაზღვევის ბენეფიცები მიიღოთ თუ აკამდე 62 , 65 ანდ 67 წლის ასაკში არ მოგითხოვიათ. ბევრიადამიანი, ვინც მუშაობს და ისედაც უკვე აქვს შემოსავლის წყარო, აგროვენს და 70 წელს ელოდება რათა უფრო მეტი მიიღოს მერე. 70 წლის ასაკში მთავრდება შეგროვება და იწყება სავალდებულო სოციალური პენსიის გაცემა. ასევე ამ ასაკამდე შეიძლება დააგროვოთ კერძო საპენსიო ფონდიც, მაგრამ 70 წლისამ უკვე კერძო ფონდის განაწილებაც უნდა დაიწყოთ.
აშშ-ში სახელმწიფო საპენსიო ფონდთან ერთად არსებობს კერძო/პროფესიონალური საპენსიო ფონდებიც (401 (k) IRA, SEP), რომელიც ნებაყოფლობითია გააკეთოთ და თანხები ჩარიცხოთ გამომუშავებული ხელფასიდან.
59-1/2 წელი - ამ ასაკში თუ თქვენ გაქვთ დაგროვილ კერძო/პროფესიული საპენსიო ფონდი 401 (კ), და თანხას გამოიტანთ, აღარ დაჯარიმდებით 10% ჯარიმით რასაც საპენსიო ფინდიდან ადრეულად თანხების გამოტანის ჯარიმა ჰქვია (early distribution penalty). ფონდი სულ მცირე 5 წლის მაინც უნდა იყოს უკვე. ეს მხოლოდ კერძო /პროფესიონალურ საპენსიო ფონდს ეხება, რადგან სახელმწიფო სოციალური-საპენსიო ფონდიდან ვერავინ გამოიტანს თანხებს წინასწარ.
ამრიგად, თუ არ გაქვთ კერძო საპენსიო ფონდი დაგროვებული, თქვენ უნდა დაელოდოთ სახელმწიფო პენსიას რომელიც 62 წლის ასაკიდან იწყება. ამერიკელების ნაწილი, ვინც კიდე მუშაობს ამ ასაკში, ელოდება 66 წელი შეუსრულდეს და კიდე აგროვებს თანხებს ჯერძო თუ სახელმწიფო საპესნიო ფონდში. საპენსიო ასაკის ბოლო 10 წელში ყველაზე მაღალი გადასახადები უნდა გქონდეთ გადახდილი რათა მაქსიმალური პენსია მიიღოთ.
სტატისტიკის მიხედვით 2017 წლეს 61.9% ადამიანი გავიდა პენსიაში 60 წლის (კერძო ფონდები ვისაც აქვს) და მხოლოდ 15.1% დაელოდა სრულ საპენსიო ასაკს 66 წელს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სოციალური პენსია 62 წლიდან შეგიძლიათ აიღოთ უკვე თუნდაც მუშაობის პარალელურად, და თან კიდევ გაიზარდოს თუ პარალელურად გადასახადებს კიდევ იხდით. მაგრამ, კერძო პენსია მხოლოდ მაშინ გეკუთვნით, თუ უკვე აღარ მუშაობთ.
კერძო და სახელმწიფო პენსიების ერთდროულად აღებაც შესაძლებელია, თუ თქვენ უკვე აღარ მუშაობთ და საკმარისი გაქვთ დაგროვილი ორივე ფონდში.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS
https://www.ssa.gov/benefits/retirement/planner/agereduction.html
https://www.fool.com/.../what-is-the-retirement-age-in...
https://www.nasi.org/learn/socialsecurity/retirement-age
https://dqydj.com/average-retirement-age-in-the-united.../
