top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

რას ამბობს IRS Zelle გადარიცხვების დაბეგვრა თუ არ დაბეგვრის და სპეციფიკურობის შესახებ 2023 წლისთვის

უამრავი მითქმა-მოთქმა, თუ საკმაოდ ავტორიტეტული პირების მიერ მოწვდილი ინფორმაცია Zelle გადარიცხვის დაბეგვრა-არ დაბეგვრის შესახებ უკვე ბოლო 2 წელია რაც აქტუალურია და ინტერესის ობიექტია, იმიტომ რომ მეტ ნაკლებად ეს ყველას გვეხება.

საბოლოოდ IRS-მა Zelle გადარიცხვების სისტემაზე გამოაცხადა, რომ არ არის მოთხოვნა ამ გადარიცხვებზე გამოუშვან 1099-K, და არც არასოდეს არ იქნება. ეს იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რომ ფინანსური ტექნოლოგიური კორპორაცია Early Warning Services, რომელსაც ეკუთვნის Zelle, არის გიგანტი ბანკების მფლობელობაში Bank of America, Truist, Capital One, JPMorgan Chase, PNC Bank, U.S. Bank and Wells Fargo.


Zelle არის მხოლოდ თანხების ბანკებს შორის, თუ ერთიდაიგივე ბანკში არსებულ ანგარიშებს შორის თანხების გადარიცხვა-გადმორიცხვის შემსრულებელი ორგანიზაცია და ეს გადარიცხვები ხდება მომენტალურად, in a real time, და Zelle ანგარიში არ არსებობს, და არავის აქვს ბალანსი ამ ანგარიშზე. მაგალითად ციფრული გადარიცხვის აპლიკაციები, Paypal, Venmo, Cash up etc,ზე ბანკის ანგარიშის მაგვარად ბალანსი გაქვთ და გადარიცხვას იქიდან აკეთებთ. მაგრამ Zelle, მხოლოდ გადარიცხვის მომენტში არსებობს.

Zelle’s setup, which uses direct bank-to-bank transactions, is not subject to the IRS’s 1099-K reporting rules.


Paypal, Venmo, Cash up აქვთ მკაცრად განსაზღვრული ფორმა 1099K -ს წლიური რეპორტირების ვალდებულება სახელმწიფოსთან და ანგარიშის მფლობელთან.

თუ თქვენ გაქვთ ეს ანგარიშები, და მხოლოდ გადარიხცხვისთვის იყენებთ, და არა შემოსავლის მიღებისთვის, გირჩევთ შეცვალოთ ზელეთი, რათა თავიდან აიცილოთ არასწორი შემოსვლის დათვლა ამ აპლიკაციებისგან როცა ისინი არაა შემოსავალი. ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ თუ ვინმეს შემოსავალი ერიცხება Paypal, Venmo, Cash up-ზე, არანაირი გაუგებრობა არ იქნება, მაგრამ თუ თქვენ ეს აპლიკაციები გაქვთ, რიცხავთ Paypal, Venmo, Cash up ბალანზე თქვენ საკუთარ, უკვე დაბეგრილ გამომუშავებულ ფულს, რათა მეუღლეს ან მეგობარს გადაურიცხოთ, ამით თქვენ მეგობარს, მეუღლეს უქმნით პრობლემას. თქვენს თავსაც, რადგან რაც გადაირიცხეთ ვენმოზე, შესაძლებელია შემოსავალში ჩაგეთვალოთ არასწორი გამოყენების გამო.

თუმცა, ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ Zelle-ს მომხმარებლებს, რადგან ის ფაქტი, რომ ზელე 1099 არ მოგაწვდით, არ ნიშნავს იმას, რომ თუ შემოსავალს ზელეთი იღებთ, იგნორირება გაუკეთოთ. ზელეთი ორივე მიმართულებით თანხების მოძრაობა არ არის პირდაპირ კავშირსი დაბგვრად შემოსავალთან, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველთვის თანხის გამომგზავნის ინტერესში და მოვალეობაში შედის თანხის ხარჯებში ჩვენება ადრესატის მითითებით.

ზელეთი შეიძლება მიიღოთ $20,000, და აქედან $ 15,000 იყოს გამომუშავებული შემოსვალი და დანარჩენი ან პირადი სესხი, ან საჩუქარი, ან სხვა რამე. ვალდებულება გაქვთ მხოლოდ $ 15,000 შეიყვანოთ შემოსავალში და დანარჩენ $5,000 გამოტოვოთ (გაქვთ თუ არა $ 15,000 ზე ფორმა 1099, თქვენს საგადასახადო ვალდებულებას ეს არ ცვლის).

Zelle-თი გადარიცხული თანხების დაბეგვრა-არდაბეგვრაზე აქტუალური ლაპარაკი ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაიწყო მაშინ, როცა უამრავი ადამიანი ზელეთი იღებდა ხელფასს, და ამავდროულად იღებდა უმუშევრობის დახმარებას,რომელიც არ ეკუთვნოდა რადგან იმ მომენტში, ზელეს კონტროლი არ არსებობდა. ამჟამად Zelle კონტროლდება, და ის 21 საუკუნის ჩეკია, უბრალოდ ზემოთ ხსენებული სპეციფიკურობის გამო Zelle არ მოგაწვდით ფორმა 1099 მხოლოდ ზელეთი გადმორიცხული თანხების შემთხვევაში, რადგან არ ევალება, რადგან ეს არ იყო ზელეზე არსებული გამომგზავნის ბალანსი, და არც თქვენ რომ გაგზავნით ის იქნება ზელეზე არსებული ბალანსიდან. ზელეს არ აქვს ბალანსი. მაგრამ კორპორაცა, თუ ინდივიდი, ვინც ამ გამომუშავებულ თანხას ზელეს გამოყენებით გიხდით, ისაა ვალდებული ფორმა 1099 მოგაწოდოთ. ზოგჯერ ისინიც არ გამოგიგზავნიან მაგრამ, მიღებულ თანხებზე, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი და სხვა არავინ.

ვინც ზელეთი უხდით თქვენს კონტრაქტორებს ხელფასს, ხართ ბიზნესის მფლობელი თუ თვითდასაქმებული, დაიზღვიეთ თავი, და წლის ბოლოს ამ გამომმუშავებული თანხის ჯამი ფორმა 1099ით გაუგზავნეთ. ეს აგაცილებთ IRS კითხვებს თავიდან.

ფორმა 1099 არ გაიცემა პიროვნებებზე ვისაც არ სოუშელი და არც საგადასახდო ნომერი (ტაქს აიდი)არ აქვს, მაგრამ ამის შემცლელად, მათ შეიძლება ქონდეთ კორპორაცია და კორპორაციის EIN (Employer identification Number).

მინიმალური თანხა, რაც არ დაიბეგრება და არ ექვემდებარება 1099nec -ს გამოშვების ვალდებულებას არის 2023 წლისთვის არის $ 600.00. ანუ თუ გამოიმუშავეთ წელიწადში $ 600 ზე მეტი, უკვე გადასახადის გადახდის ვალდებულება გაქვთ.



რეკომენდაცია: გამოიყენეთ ზელე ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე და არაბიზნეს საქმიანობისთვის თანხების გადასარიცხად, და არა სხვა აპლიკაციები.

უნივერსალური წესი: მიღებული თანხა თუ შემოსავალია, იბეგრება, თუ არ არის შემოსავალი, არ იბეგრება, იმისდა მიუხედავად თუ რომელ გადარიცხვის ციფრული აპლილაციას გამოიყენთ.


მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled agent to practice before IRS.



https://www.nerdwallet.com/article/taxes/zelle-taxes#:~:text=Does%20Zelle%20report%20to%20the,there's%20no%20such%20reporting%20requirement.


https://www.zellepay.com/faq/i-have-small-business-account-will-zelle-report-how-much-money-i-receive-irs


https://www.mdtaxattorney.com/resources/do-you-have-to-pay-taxes-on-venmo-and-zelle-payments/


https://www.irs.gov/newsroom/irs-announces-delay-for-implementation-of-600-reporting-threshold-for-third-party-payment-platforms-forms-1099-k




756 views
bottom of page