top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

ნიუ იორკში არალეგალური ემიგრანტებისთვის აქამდე არდაშვებული მუშათა დახმარება

The Excluded Workers Fund


იმათთვის, ვისაც არ მიუღია უმუშევრობის დახმარება ნიუ იორკში, იმიტომ რომ არ ეკუთვნოდათ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეხლა შეუძლიათ მიაკითხონ აქამდე გამორიცხულ (არ დაშვებული) ფონდებს.

გთხოვთ წაიკითხოთ სტატია იმისთვის, რომ დაასკვნათ გეკუთვნით თუ არა ეს თანხები, და მას მერე მიაკითხოთ ვებ გვერდს ( ბმულს მოგაწვდით ქვევით).

ნიუ იორკის მთავრობამ და კანონის შემქმნელებმა 2021 წელს გამოყვეს $ 2,1 ბილიონი რათა დააფინანსონ არალეგალური სტატუსის მქონე და არატრადიციული მშრომელები და გადასახადის გადამხდელები. ეს არის ყველაზე დიდი პროგრამა, რაც დაეხმარება იმ ემიგრანტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და ვერ მიიღეს ვერც სტიმულუს ჩეკი და ვერც უმუშევრობის დახმარება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. უამრავი მუშა გაიფიცა, რათა ეს ფონდები მოეპოვებინათ და მოიგეს. ეს არის ჩვენი ნიუ იორკი, ყველაზე მეტად ჭრელი ემიგრანტებით დასახლებული შტატი, ერთ-ერთი ძვირი და უმძიმესი ცხოვრებით, და ამავდროულად ხალხის, გადასახადის გადამხდელების აზრის გამთვალისწონებელი. ეს პროგრამა მხოლოდ ნიუ იორკშია ჯერ-ჯერობით.

ამ თანხების მოთხოვნა შეუძლია ყველა ნიუ იორკელ აქტიურ მომუშავე ადამიანს, რომელსაც არ ეკუთვნოდა და ვერ მიიღო უმუშევრობის დახმარება პანდემიის პერიოდში. თანხები, თუ დაგიმტკიცეს, არ არის სესხი და არ დაგჭირდებათ მათი უკან გადახდა.

Any workers — including undocumented immigrants—, who weren’t eligible for unemployment benefits, can apply. The funds do not need to be paid back.


რა არის საჭირო რომ ამ ფონდების მოპოვება შესძლოთ (the Excluded Workers Fund)?

აქ არის სია რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ:


1. უნდა ცხოვრობდეთნიუ იორკში 2020 წლის 27 მარტიდან დღემდე.

2. არ მიგიღიათუმუშევრობისდახმარებაან სტიმულუს ჩეკები.

3. გამოიმუშავეთ წლიური $ 26,208 ზე ნაკლები 2021 წლის აპრილამდე (აპრილიდან აპრილამდე).

4. დაკარგეთ შემოსავალი პანდემიის გამო 2020 წლის 27 მარტიდან 2021 წლის 1 აპრილამდე იმის გამო რომ სამსახური დაკარგეთ, ან ვერ იმუშავეთ კოვიდის გამო, ან ოჯახისწევრი რომელიც მუშაობდა, მოგიკვდათ კოვიდით, და ამიტომ დაგეკარგათ შემოსავალი.


შენიშვნა: აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის აპრილამდე უნდა გქონდეთ შემოსავლიე 50 % იანი ვარდნა (შემცირება).სახელმწოფო ითხოვს ყოველთვიურ დეპოზიტს და შემოსავლის ანგარიშს, რაც ბანკის დეპოზიტის საფუძველზე უნდა იყოს გამყარებული.

თუ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებთ, მაქსიმუმი თანხა რეგლამენტით $ 15,600-ია და ასევე ის $ 3,200 იმათთვის, ვისაც სტიმულუს ჩეკები არ მიუღია.

დაგჭირდებათ დოკუმენტები რომლებიც ამტკიცებს თქვენს:

1. აიდენტიფიკაციას

2. თქვენი შტატის რეზიდენტობას (შტატში ცხოვრების დამადასტურებელი)

3. თქვენი მუშაობის ისტორიას ( შემოსვლის ფორმები და დეკლარაციები).

ინსტრუქციის მიხედვით, დოკუმენტებს რასაც ამ აპლიკაციაში ატვირთავთ, აქვს ქულები-პოინტები, უნდა ეცადოთ რომ ყველა დოკუმენტი იყოს რაც შეიძლება გამართული, ინგლისურად გადათარგმნილ- დანოტარიუსებული, რათა მეტი პოინტები აიღოთ და ადვილად დაგიმტკიცონ თანხები.

ბმული, სადაც უნდა შეავსოთ აპკიკაცია შემდეგია:

https://dol.ny.gov/EWF

გაფრთხილება: გთხოვთ შეავსოთ მხოლოდ ამ ოფიციალური ლინქიდან და არ ისარგებლოთ კომერციული ვებ-გვერდებით, რომლებმაც შეიძლება იმიტირებულ მსგავს ვებ-გვერდზე გადაგიყვანოთ. გაუფრთხილდით თვენს აიდენტიფიკაციას!


მომზადებულია დალი ხოხობაშვილის მიერ, Enrolled Agent, authorized to practice before IRS

წყარო:

https://www.thecity.nyc/work/2021/8/5/22612141/unemployment-benefits-excluded-workers-fund-application-nyc

https://access.nyc.gov/programs/excluded-workers-fund/

https://dol.ny.gov/EWFApply.




4,263 views
bottom of page