Dali Khokhobashvili
მნიშვნელოვანი ცვლილება 62 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სოციალურ ბენეფიტის განაწილებაში აშშ-ში
ცვლილება მომუშავე ადამიანებისთვის აშშ-ში, ვინც 67 წლამდე უკვე დაიწყო სოციალური ბენეფიტის ყოველთვიური აღება და თან პარალელურად მუშაობს (62 დან 67 წლის ასაკი).
აშშ-ში იმ ადამიანებისთვის, ვინც 62 წელს გადასცდა და პარალელურად მუშაობს, და თან, წლების განმავლობაში გადასახადებით გადახდილი სოციალური დაზღვევის ფონდიდან იღებს ყოველთვიურ სოციალურ ბენეფიტს (Social Security retirement benefits- SSA), დღემდე არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ დაწესებული მუშაობაზე და შეეძლოთ განუსაზღვრელი რაოდენობით გამოემუშავათ ხელფასი, და თან მათი სოციალური ბენეფიტი არ შეკვეცილიყო.
2020 წლიდან ეს შეიცვლება იმ ადამიანებისთვის ვინც ჯერ არაა 67 წლის (ანუ სრული საპენსიო ასაკი), იღებს სოციალურ ყოველთვიურ ბენეფიტს, და თან მუშაობს. 2020 წელს სოციალური ბენეფიტის შეუკვეცავად შეგიძლიათ გამოიმუშაოთ $18,240 ($1,520თვეში) და უკვე 2021 წელს კი $18,960 ( $ 1,580 თვეში).
თუ მეტს გამოიმუშავებთ თქვენი ყოველთვიური სოციალური ბენეფიცი შეიკვეცება გარკვეულად მანამ, სანამ არ მიაღწევთ სრულ საპენსიო ასაკს (67).
რჩევა მომუშავე პენსიონერებისთვის: დაგეგმეთ შესაბამისად მუშაობის და ხელფასის რაოდენობა.
აშშ ამ ცვლილებით, გამოხატავს იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომ არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანების სოციალური დაზღვევა. და ეს ღონისძიებაც ამ ფონდების დაცვისთვის დაწესდა. გარდა ამისა, მუშაობისკენ სახელმწიფო უფრო მეტად ახალგაზრდა თაობებს უბიძგებს, ვიდრე პენსიონერებს რომლებიც უკვე 62 წლის არიან.
მოამზადა: Dali Khokhobashvili, Enrolled Agent with IRS
წყარო:
https://www.fool.com/retirement/2020/11/15/working-and-collecting-social-security-big-changes/
https://www.ssa.gov/pubs/EN-05-10035.pdf
