top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

მეორე პარტია პირდაპირი დეპოზიტებისა თქვენს საბანკო ანგარიშებზე უკვე გზაშია

Wall Street Journal წერს, რომ ვაშინგტონის განცხადებით, რამდენიმე დღეებში გამოიგზავნება მეორე დიდი პარტია პირდაპირ საბანკო სადეპოზიტო ანგარიშებზე $ 1,200 თანხების იმ ამერიკელებისთვის, ვინც IRS ახლახანს მოამარაგე ბანკის სადეპოსიტო ინფორმაციით, და ვისაც ეს მასტიმულირებელი თანხა ეკუთვნის. ეს იქნება ორი დიდი ჯგუფი,

პირველი ჯგუფი არის ის გადამხდელები ვისაც ქონდა 2018 ან 2019 ში დეკლარაცია გაგზავნილი, მაგრამ ახლახანს , 22 აპრილამდე შეიყვანა დამატებით თავისი ბანკის ინფორმაცია IRS- ვებგვერდზე „Get my payment“ განყოფილებაში.

და მეორე ჯგუფში, რომლებსაც არ აქვთ დეკლარაციები ჩაბარებული და არც ევალებათ, მაგრამ იღებენ სოციალურს ან სოციალური ინვალიდობის დახმარებას.

ვისაც არ გაგიკეთებიათ ჯერ კიდევ აპდეითი „Get my payment“ , გააკეთეთ ეხლა და მიაწოდეთ ბანკის ინფორმაცია რომ ჩემდეგი პარტიის დეპოზიტების სიაში მაინც მოხვდეთ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ვინც რეფანდი მიიღო წინა წლებში, იმათ სადეპოზიტო ანგარიშებზე უპრობლემოდ დაუჯდათ თანხები, მაგრამ ვინც გადასახადი გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულად გადაიხადა და საბანკო ინფორმაცია მიწვდილი აქვს, მაიც სისტემა ეუბნება რომ სადეპოზიტო ანგარიში შეიყვანოს, რათა IRS ინფორმაცია არ აქვს. ასე რო, მიაწოდეთ ინფორმაცია დროულად.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა

წყარო:

https://www.wsj.com/articles/next-wave-of-irs-stimulus-payments-set-to-hit-bank-accounts-in-coming-days-11587755745



819 views
bottom of page