top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

მასტიმულირებელი პაკეტის მეორე რაუნდის შესახებ აშშ-ში

მეორე რაუნდი ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის ამერიკელებისთვის დარიგებისა უმეტესობა რესპუბლიკელებით დაკომპლექტებულ სენატშია გადაგზავნილი დასამტკიცებლად. წარმომადგენელთა სახლმა და თეთრმა სახლმა ის მაისის ბოლოს უკვე დაამტკიცა.

კანონპროექტს გმირების აქტი ეწოდება (Heroes act) და 3 ტრილიონ დოლარის დახარჯვაზეა დაგეგმილი, რაც ძირითადად მოსახლეობისთვის თითოეულ სულზე $ 1200 გულისხმობს საჩუქრად, ბონუსები იმ გმირ ამერიკელებს რომლებმაც პანდემიის საშიშროებისდა მიუხედავად სამასახური არ დატოვეს პანდემიის პერიოდში (მხოლოდ გარკვეული პროფესიები, პოლიცია, სახანძრო და საავადმყოფოები). გათვლილია ასევე ბიზნესების დაბალპროცენტიანი სესხების დასაკომპლექტებლად, და უმუშევრობის ყოველკვირეულ დასახმარებლად, რომელსა წინა კანონპროექტის მიღების თანახმად ივლისის ბოლოს გასდის ვადა.

თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩევლების რჩევით მასტიმულირებელი ჩეკების ($ 1200) დარიგება ჯერ ადრეა, რადგან ადამიანები აღარ ცდილობენ სამსახურში გასვლას თუ ფული დაურიგდათ, რადგან უმუშევრობის დახმარებას ისედაც იღებენ. 23 მაისის კვირაში უმუშევრობის 14,7% შემცირდა 13,3% მდე და ვაშინგტონის აზრით, ეს ნიშნავს რომ ეკონომიკა სწორი მიმართულებით მიდის, და ჯერ-ჯერობით არ უნდა შეფერხდეს.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადგენილი დროიმაზე, თუ როდის დარიგდება მეორე რაუნდი მასტიმულირებელი ჩეკების, მაგრამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა ოფიციალური პირი და გაზეთებიც ივლისის თვეზე მიანიშნებენ.

სხვა მასტიმულირებელ ღონისძიებებთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციამ შეიტანა ერთი დეტალი კანონპროექტში, რაც ეხებათ იმათ, ვინც 2020 წელს დასვენებას გადაწყვეტს და საგზურს იყიდის, და ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი ტერიტორია, გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს ჰპირდება ამერიკელებს წლის ბოლოს დეკლარაციაში, (ალბათ სპეციალური კრედიტი იქნება). ამით უნდათ რომ წაახაისონ საზოგადიება რომ ფული, ეკონომიკის სისხლი ამ მომენტში, დახარჯონ აშშ-ში და არა საზღვარგერთ, რათა ეკონომიკამ იმუშაოს. იაპონიამ იგივე დანერგა უკვე.

კანონპროექტში არ დავიწყებიათ არალეგალურად მომუშავე ამერიკელები, რომლებსაც საგადასახადოს ნომერი (ტაქს აიდი) გააჩნიათ და გადასახადი გადაიხადეს 2019 წელს (დეტალები ჯერ არ არის ცნობილი).

IRS-ს განცხადებით, 35 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ პირველი რაუნდის ჩეკებს ელოდება.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS

https://www.cbsnews.com/news/second-stimulus-check-how-much/

https://www.cnet.com/personal-finance/is-a-second-stimulus-check-coming-todays-update-on-another-round-of-payments/

https://www.irs.gov/coronavirus/economic-impact-payments



1,250 views
bottom of page