top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

კიდევ ერთხელ ციფრული გადარიცხვების შესახებ, Venmo, PayPal, Cash App and Zelle-ს დაბეგვრის შესახებ.

Updated: Jan 17, 2022


IRS-ს მანდატი ციფრული გადარიცხვების დაბეგვრის შესახებ, უამრავ კითხვას წარმოშობს.

შეგახსენებთ, რომ the American Rescue Plan Act ციფრული გადარიცხვების შესახებ ცვლილებები ძალაში შევიდა 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, და ითვალისწინებს კონტროლის დაწესებას Venmo, PayPal, Cash App and Zelle-თი გადარიცხვებზე მათი დანიშნულების შესახებ ბუნდოვანების აღმოსაფხვრელად.

ინსრტუქციების მიხედვით, საგადასახადო ცვლილებები ეხებათ მცირე ბიზნესებს, დამოუკიდებელ კონტრაქტორებს და თვითდასაქმებულებს და არა ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთმანეთს ურიცხავენ თანხებს. როგორ მოხდება ამათი გარჩევა ერთმანეთისგან? ვინ იცის რა ეკუთვნის ბიზნესს და რა არ ეკუთვნის?

არის კიდევ ის სიტუაცია, სადაც ყველა იძახის რომ მეგობრები მირიცხავენ თანხებს, რომ აშშ-ში მეგობრები სისტემატიურად გირიცხავენ თანხებს და თქვენ არ მუშაობთ. მხოლოდ სიტყვაზე და ვინმეს აზრზე რომ არ იყოს დამოკიდებული უკვე გადმორიცხული თანხების ბიზნეს თუ არაბიზნესის კატეგორიად დაყოფა, ამისთვის IRS-ს ციფრული პლატფორმაზე (Venmo, PayPal, Cash App and Zelle) გადამრიცხავ მხარეს სპეციალურ ფორმას დაართვევინებს-შეავსებინებს (Most of them are adding an extra form during the payment process for the payer to identify the nature of the payment). თანხის გადამრიცხავი მხარე სრული პასუხისმგებლობას იღებს ამ თანხის დანიშნულებაზე, და არა ციფრული გადარიცხვის პლათფორმა (Venmo, PayPal, Cash App and Zelle). რასაც გადამრიცხავი მიუთითებს, ანუ ვინც გადმოგირიცხავთ, ის აძლევს კატეგორიას რომ ეს არის თქვენი შემოსავალი თუ პერსონალური თანხა. ყველას გიჩევთ, რომ სანამ ყველა რეგულაცია პრაქტიკულად აისახება თქვენს ანგარიშებში, ყველამ გააცნობიეროთ როგორ გააგრძელებთ ამ თანხების მიღებას. ყველა ადამიანი ერთი კანონის ქვეშ უნდა იყოს და ყველა კაპიკ შემოსავალზე გადაიხადოს გადასახადი., ასეთია ამ ღონისძიებების მიზანი. ციფრული აპკიკაციებით მიღებული თანხები, თუ ეს შემოსავალია და არა პერსონალური თანხები, ყოველთვის იბეგრებოდა, ამაში ახალი არაფერია, და თუ ეს ბევრს არ შეუყვანია დეკლარაციაში, დამალა და ვერავინ გაიგო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სწორე იყო. ეხლა უკვე აღარავის სინდისზე აღარაა დამოკიდებული და ქვეყანაში ყველანაირი შემოსავალი დაიბეგრება მცირე გამონაკლისებით.

ვინც ზელეთი თანხას გადმოგირიცხავთ, იმას ევალება რომ მიუთითოს რატომ გირიცხავთ თანხას, მიუთითოს თქვენი Tax ID, or Social Security number, და არ მგონია ვინმემ თქვენს გამო თაღლითობის რისკი აიღოს, მითუმეტეს, თანხის გამომგზავნს ხელეწიფება გადარიცხული თანხების ხარჯებში გატარება როგორც კონტრაქტორის კომპენსაცია. ამით ისინი მოგებას და შესაბამისად, მოგების გადასახადებს შეიმცირებენ. თანხის მიმღებს უკვე არჩევანი აღარ რჩება დამალოს, თუ არ დამალოს შემოსავალი.

ელოდეთ ამ თვეში უკვე ბევრ შეკითხვას იმათგან, ვინც ფულს გიხდით. ისინი გამოგართმევენ Social Security number, და შესაძლოა ფორმებიც შეგავსებინონ.

ასევე ისინი, ვინც თანხებს სხვას ურიცხავთ, მოგთხოვენ დააფიქსიროთ თანხის მიმღებნი თავიანთი ნომრებით და ეს ნუ დაგეზარებათ. ვინც უარს გეტყვით თავისი ნომრის მოწოდებაზე, ნუღარ გადაუხდით ხელფასს, სანამ არ მოგაწვდიან მოთხოვნილ ინფორმაციას, და შესაძლოა ფიზიკურად ეს ვერც შეძლოთ.

PayPal and Venmo უკვე აქვს ეს სისტემა, რომ გადარიცხვისას უნდა მიუთითოთ ეს ბიზნესისთვისაა თუ პერსონალური მიზნისთვის. (PayPal and Venmo allows customers to tag transactions as either personal or for business)

თანხები რომლებიც არ დაიბეგრება: პერსონალური გადმორიცხვები ოჯახის წევრებისგან, ძველი ნივთების გაყიდვიდან ზარალით მიღებული თანხები, ასევე ანაზღაურება ხარჯებისა რომლებიც სხვისთვის გასწიეთ და საჩუქრები. მაგრამ გამომგზავნმა უნდა აღნიშნოს რომ ეს საჩუქარია, ან ძველი ნივთის შენაძენია. კიდევ ყველა დეტალი არ არის მოცემული ოფიციალურ ინფოამციაში და ყველა კიტხვას მე ვერ ვუპასუხებ. დაველოდოთ მოვლენებს და მივყვეთ ინსტრუქციებს.

რჩევები ყველასთვის:

ფულის სესხება და გასესხება ციფრული აპლიკაციებით კითხვებს წარმოშობს და ეცადეთ სისტემატიურად ნუ გააკეთებთ.

ნუ მიიღებთ სხვის თანხებს საქართველოში გასაგზავნად, ან რამის შესაძენად, ყველამ თვითონ გაგზავნოს თავისი ფული.

ვისაც ბიზნესი გაქვთ, თუ გადაურიცხავთ პირდაპირ ბიზნესიდან ცოლს ან შვილს, მიუთითეთ, რომ პერსონალური დანიშნულება აქვს. ეს თქვენი მოგებაა და წლის ბოლოს მოგების გადასახადს გადაიხდით ყოველ გადარიცხულ თანხაზე და ბიზნესის ხარჯებში ვერ გაატარებთ. არ გირჩევთ რომ არასწორი დანიშნულება ჩაწეროთ, ის ინახება და შემდგომსი აუდიტსი თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.


მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent admitted to practice before IRS

წყარო:

https://www.theguardian.com/business/2022/jan/02/new-tax-rule-paypal-venmo-cash-app

https://www.irs.gov/payments/general-faqs-on-new-payment-card-reporting-requirements

https://www.wmar2news.com/matterformallory/new-law-impacting-peer-to-peer-payment-app-users-and-taxes

https://newsroom.paypal-corp.com/2021-11-04-New-US-Tax-Reporting-Requirements-Your-Questions-Answered





1,459 views
bottom of page