top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

კეინსიანიზმის დღევანდელი გამოძახილი პანდემიის ეკონომიკის პირობებში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ

(ავტორის პარალელი ეკონომიკურ თეორიასა და ტრამპის პოლიტიკას შორის)

კეინსიანიზმი-Keynesian Economics არის ბრიტანელი ეკონომისტ-მეცნიერის ჯონ-მეინარდ კეინსის მაკრო-ეკომნომიკური თეორია, რომელიც დაფუძნებულია ეკონომიკის დეპრესიის პირობებში სახელმწიფოს მიერ მასობრივი ფულის ბრუნვაში ჩაშვებაზე, მის ხარჯვასა და ხარჯვის შედეგების, და ასევე იფლაციის კონტროლზე. თეორია შეიქმნა 1930 წელს გლობალური დიდი დეპრესიის (Great Depression) დროს ეკონომიკაზე დაკვირვებით. კეინსის თეორია მოუწოდებს სახელმწიფოს ბრუნვაში ფულის გამოშვებისკენ, გადასახადების შემცირებისკენ, რაც გამოიწვევს საბაზრო მოთხოვნის გაზრდას და ეკონომიკის დეპრესიიდან ამოყვანას. კეინსს „დეპრესიის ეკონომისტსაც „ უწოდებდნენ.

ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისით, ეკონომიკური დეპრესია პირველ რიგში არის ბაზარზე მოთხოვნის დეფიციტი მომხმარებელთა უფულობის თუ შიშის გამო, და კეინსის თეორია ამ მოთხოვნის სახელმწიფოს ჩარევის შედაგად სტიმულირებას გულისხმობს, ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დინამიკური წონასწორობის აღსადგენად. კეინსის მიხედვით ეს სახელმწოფოს ჩარევა მოკლე დროში გამოიღებს დამაბალანსებელ შედეგს.

კეინსს ბევრი კრიტიკოსი ყავს რადგან მანამდელი კლასიკური ეკონომიკური თეორია ეყრდნობოდა ველური ბაზრის თვითრეგულირების უზენაესობას და სახელმწიფოს ჩარევას ზღუდავდა (natural state of equilibrium).

1930 იანი წლების დიდმა დეპრესიამ გამოსცადა კლასიკური ეკონომიკური თეორიის სისუსტე, სადაც არნახული ინფლაცია, საბანკო, აგრარული და ინდუსტრიული კრიზისის პირობებში არც სამუშაო ქონდა მასებს, არც ფული, არც საჭმელი და არც ბაზარის უზენაესი ძალები ცდილობდნენ რამის თავისით აღდგენას.

მეინარდ კეინსმა უარყო ბაზრის თვითრეგულირება და რეკომენდაცია გაუწია სახელმწიფოს აქტიურ ფისკალური (საბიუჯეტო) და მონეტარულ (ფულადი) პოლიტიკას როგორც ეკონომიკის მართვისა და უმუშევრობასთან ბრძოლის იარაღს ბაზრის იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რაც მისი აზრით, სახელმწიფოს არ უნდა მიეგდო საჯიჯგნად ბაზრის თვითრეგულირების იმედზე. 1933-1945 წლებში, აშშ მთავრობამ კეინსის თეორიაზე დაფუძნებული პოლიტიკით გამოიყვანა ქვეყანა დიდი დეპრესიიდან.

ტრამპ-პოლიტიკაში დიდი მსგავსება შეიმჩნევა კეისის თეორიასთან, არ ვიცი ამას ტრამპიზმი ეწოდება თუ გაცოცხლებული კეინსიანიზმი, მაგრამ ფორმულა იგივეა

პარალელი # 1 კეინსიანიზმი: ფული ბიზნესებს (სესხები, გრანტები)-- რათა მფლობელებმა არ გაანთავისუფლონ მუშა ძალა და უმუშევრობა არ გაიზარდოს-- მომუშავე მუშა ძალას ხელფასი აქვს---რაც ბაზარზე აქამდე დაშინებულ და შემცირებულ მოთხოვნას ზრდის-- და მოთხოვნის გაზრდა ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დინამიკურ ბალანსს აღადგენს- ბაზრის ბალანსი წარმოებასა და ვაჭრობას ასტიმულირებს, ხალხის ხცოვრების ხარისხს ზრდის.

პარალელი #2, დღევანდელობა: პანდემიით გამოწვეული გლობალური და აშშ ეკონომიკის დეპრესიის დასაძლევად:

ფული ბრუნვაში-მონეტარული პოლიტიკა-: $ 1200 თითოეულ ადამიანს $ 500 ბავშვებს.

ფული ბიზნესებს-ფისკალური პოლიტიკა: დაბალპროცენტიანი SBA 30 წლიანი სესხები თუ გრანტები ბიზნესებს ფუნქციონირების აღსადგენად და გასაფართოვებლად.

ფული ბიზნესებს უმუშევრობის დასახმარებლად-PPP loans, ხელფასების შესანარჩუნებელი დაბალპროცენტიანი სესხები ბიზნესებს ხანგრძლივი ვადით რომ არ გაანთავისუფლონ მომუშავეები.

სიტყვა fiscal stimulus, კეინსს ეკუთვნის ასე რომ დღევანდელი“Stimulus Check”, კეინსიანიზმის გამოძახილია, დღევანდელი სესხები კეინსის თეორიის ფისკალური პოლიტიკის განხორციელებაა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, მცირე მოდიფიკაციებით. ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის მთავრობაც ფუნდამენტურ მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს გაჭირვების დროს და გვეხმარება ხალხს

მიეხმარეთ თქვენც ეკონომიკას, მიეხმარეთ საკუთარ თავს და ბიზნესს, აიღეთ სესხები, დახარჯეთ მოზნობრივად თქვენი ბიზნესის ხაზით, დახარჯეთ მოკლე დროში რომ ფული ისევ ეკონომიკაში დატრიალდეს ჩქარი ეფექტის მისაღებად. თქვენი ბიზნესი პატარა სახელმწიფოა, და თქვენი პოლიტიკა თქვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებაა, ეცადეთ თქვენი პოლიტიკა და სახელმწიფოსი ერთმანეთს დაემთხვეს. ინსტრუქციაში გიწერიათ ბიზნესის სესხების ხარჯვის 4 მიმართულება.

1.რენტა-rent

2.სამუშაო მანქანა-იარარები-ავტომობილები-equipment

3.კომუნალური გადასახადები-utilities

4.ხელფასები-Salaries, commissions

ავტორი: დალი ხოხობაშვილი, Enrolled Agent with IRS, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

https://www.marxists.org/reference/subject/economics/keynes/general-theory/

https://www.investopedia.com/terms/k/keynesianeconomics.asp

https://deepblue.lib.umich.edu/bitstream/handle/2027.42/67492/10.1177_002200949903400302.pdf?sequence=2



497 views
bottom of page