top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

კანონპროექტი მეორე რაუნდის პანდემიის დახმარებაზე უკვე სენატშია გადაცემული დასამტკიცებლად.

15 მაისს წარმომადგენელთა სახლმა დაამტკიცა მეორე რაუნდის დახმარებისთვის $3 ტრილიონი პაკეტი რასაც Hearoes Act-გმირების კანონი ეწოდა, რაც დასამტკიცებლად სენატს გადაეცა. კანონზე მსჯელობა ალბათ თვის ბოლომდე გასტანს და თუ დამტკიცდა, პაკეტის დარიგება ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება.

IRS ინფორმაციიათ 130 მილიონმა ამერიკელმა უკვე მიიღო $ 1200.00 დოლარიანი პანდემიის დახმარება ფედერალური ხაზინიდან, და დღემდე უკვე $200 ბილიონია უკვე დარიგებული.

ჯერ-ჯერობით ყოველ კვირა კიდევ გრძელდება პირველი რაუნდის ჩეკების დარიგება და 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მეორე ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტში არის რიგი ცვლილებები შეტანიალი და უფრო ფართო დაფინანსებას მოიცავს. კვლავ გაიცემა $ 1200 თითო ზრდასრულ ადამიანზე, და ბავშვზე (თანხა არაა ჯერ დაკონკრეტებული), მაქსიმუმი მრავალშვილიან ოჯახზე $ 6000.

მეორე რაუნდი ითვალისწინებს იმ 17 წელზე მეტი სტუდენტების თუ არასტუდენტი შვილებისთვის თანხების დარიგებას, ვინც პირველ რაუნდში გამოიტოვა.. ანუ 17 წლის და მეტი ასაკის შვილებზე, ვინც დეკლარაციაში მოითხოვეთ, ამჟამად დაგეგმილია თანხის ჩარიცხვა (თანხა არ არის საბოლოოდ დაკონკრეტებული). ასევე, დეკლარაციაში ვინც ჩაიწერეთ ყველას ჰპირდებიან დახმარებას ასაკისდა მიუხედავად.

Hearoes Act გააგრძელებს კვირაში $600 პანდემიის უმუშევრობის დახმარებას. შეგახსენებთ რომ ეროვნული უმუშევრობის დონე 14,7% ია, 38 მილიონმა ამერიკელმა მოითხოვა უმუშევრობის დახმარება ბოლო 2 თვეში.

იგივე კანონპროექტი, მედიცინის, სახანძროს, პოლიციის და აუცილებელი სამსახურის თანამშრომლებს essential workers, “Heroes-გმირებს რომლებსაც სამსახური არ მიუტოვებიათ პანდემიის განმავლობაში, თითოეულ უკვე ნამუშევარ საათზე $13 ბონუსის დამატებას ითვალისწონებს (მაქსიმუმი ბონუსი $10,000). ნამუშევარი სათების ათვლა 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყება.

ასევე იმ წინა ხაზზე მომუშავე გმირებს, აუცილებელი სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც გაუჩერებლად იმუშავეს საშიში პანდემიის პირობებში, გადაეხდებათ hazard pay დამატებით “Heroes’ Fund” დან.

$3 ტრილიონით გათვლილია ასევე, დაეხმაროს იმ განთავისუფლებული თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევის პრემიუმი, რომლებმაც სამსახურთან ერთად სამედიცინო დაზღვევაც დაკარგეს.

კანონპროექტში არის მუხლი სადაც ნათქვამია რომ ტაქა აიდიანიTax ID არალეგალებიც მიიღებენ ამ დახმარებას, (და იგულისხმება ალბათ ვინც გადასახადს იხდის),

2020 წლის სექტემბრამდე სტუდენტის სესხის მფლობელები არაფერს არ გადაიხდიან, არც პროცენტს და არც სესხის ძირს.

ეს ჯერჯერობით კანონპროექტია ტრამპის ადმინისტრაციიდან შეთავაზებული და, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა. გადაცემულია სენატში განსახილველად და მერე დასამტკიცებლად. ვივარაუდოთ რომ კანონპროექტი მალე დამტკიცდება იმ ყველა სიკეთით რაც ჩამოთვლილია.


პირადი კომენტარი: ამ კანონპროექტის წაკითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რა დიდებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორ აფასებენ თავის გმირებს ომში, პანდემიაში თუ მშვიდობიანობაში. როგორ ზრუნავენ მოსახლეობაზე გაჭირვების პერიოდში და როგორ უწოდებენ იმ ადამიანებს გმირებს, რომლებსაც არ ჰგონიათ რომ გმირები არიან. ასევე რაც ყველაზე საყურადღებოა, არალეგალი (ტაქს აიდიანი) მომუშავე გადასახადის გადამხდელებიც მოიხსენიეს და არ დავიწყებიათ, რაც ძალიან გულისხმიერებაა ტრამპის ადმინისტრაციისგან მისი ზოგადი რეპუტაციით არალეგალების მიმართ.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, ფედრალური შიდა შემოსავლების სამსახურის ლიცენზირებული აგენტმა


https://www.congress.gov/bill/116th-congress/house-bill/6800

https://www.ncoa.org/blog/breaking-down-whats-in-the-heroes-act/

https://en.as.com/en/2020/05/24/other_sports/1590277244_720095.html

https://www.cnbc.com/2020/05/16/what-you-need-to-know-about-the-heroes-act.html

https://www.cnet.com/personal-finance/second-stimulus-check-proposes-1200-extra-apiece-with-round-2-heres-the-situation/



5,140 views
bottom of page