top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

ინფორმაცია ჩეკის $ 1,200.00 მიღების შესახებ იმათთვის ვისაც დეკლარაცია არ გაუკეთებია.

დღეს, ფედერალურმა შიდა შემოსავლების სამსახურმა (Treasury Department and the Internal Revenue Service (IRS), გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია ეკონომიკის სტიმულირების ჩეკის მიღების შესახებ.

შეგახსენებთ რომ თითოეულ იმ ადამიანზე ვისაც სოციალური დაზღვევის ნომერი გააჩნია, ფედერალური ხაზინა აპირებს გაუგზავნოს $ 1,200.00 კარანტინთან დაკავშირებული დანაკლისის ნაწილობრივ ანაზღაურებისთვის, რათა ეკონომიკის განვითარებამ დიდი დარტყმა არ მიიღოს, ბავშვებზე $ 500.00 გაითვალისწინება.

ვინ მიიღებს ავტომატურად ყოველგვარი დარეკვა დარეგისტრირების გარეშე ამ ჩეკს:

1. ის გადასახადის გადამხდელები, ვისაც 2018 ან 2019 წლის დეკლარაციები ერთ-ერთი მაინც გაგზავნილი და გადახდილი და დამთავრებული აქვს.

2. ადამიანები რომლებიც იღებენ სოციალურ და უუნარობის დახმარებას რომც არ ქონდეთ 2018 ანდ 2019 წლის დეკლარაცია გაგზავნილი (Social Security retirement, disability (SSDI), or survivor benefits)

3. ადამიანები ვინც იღებენ რკინიგზის პენსიას (არ იბეგრება და არც დეკლარაციას მოითხოვს).

იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ავტომატურად მიღების კატეგორიაში არ ხვდებაიან ,

1. არც სოციალურ დახმარებას იღებენ,

2. არც 2018 და 2019 წლის დეკლარაცია არ გაუკეთებია ჯერ,

3. და არც ჰქონდა გაკეთების ვალდებიულება სრულიადრქონის, თუ დაბალი შემოსავლის გამო,

IRS-მა, შიდა შემოსავლების სამსახურმა შეიმუშავა და დღეს

ჩაუშვა ლინქი, სადაც ისინი უნდა დარეგისტრირდნენ, რათა სახელმწიფომ გაიგოს მათი მისამართი, ბანკის ინფორმაცია და მათი არსებობა ქვეყნის შიგნით რათა მასტიმულირებელი ჩეკი გაუგზავნოს. ლინკი აქ არის რათა დარეგისტრირდეთ (https://www.freefilefillableforms.com/#/fd/EconomicImpactPayment

დასარეგისტრირებლად დაგჭირდებათ შემდეგი:

სახელი გვარი მისამართი, სოციალური დაზღვევის ნომერი, ბანკის ანგარიში (თუ გაქვთ), შტატის აიდი ანდა მძღოლობის უფლება, ბავშვების სახელი გვარები და სოციალური დაზღვევის ნომრები თუ გყავთ ბავშვები.

მიუთითეთ ერთ-ერთი სტატუსი ,1.single, or 2.married filing jointly, 3.married filing separately of 4. Head of household. მიუთითეთ თქვენი იმეილი სადაც უნდა დაგეკონტაქტოთ მთავრობა. რაც უშეცდომოდ შეავსებთ ლინქს, მით უფრო შეუფერხებლად გიპოვიან.

ასე რომ არ გჭირდებათ ნულოვანი დეკლარაციების ჩაბარება და ის ათასი გადახლართული და მოგინილი ვითომ ღონისძიებები, რაზეც ბოლო თვეს ვრცელდება საზოგადოებაში ამ ჩეკის მისაღებად. ნუ გადაუხდით ტყუილად ფულს ნურავის ნულოვან დეკლარაციაში.

თუ თქვენ არ გაგიკეთებიათ 2018 ან 2019 წლის დეკლარაცია და არც სოციალურ დახმარებას იღებთ, დარეგისტრირდით და უთხარით მთავრობას თქვენზე სად გიპოვონ, არც ბანკის ანგარიშის ქონაა აუცილებელი, თუ არ გაქვთ ან არ გინდათ ბანკის ანგარიში მისცეთ IRS, ჩეკს გამოგიგზავნიან.

გაფრთხილება!!!!!!! გთხოვთ დაუკვირდეთ რომ არ დარეგისტრირდეთ სადმე სხვა თაქღლითურ ვებ გვერდზე და თქვენი ინფორმაცია უნებლიეთ არავის გაუნაწილოთ მთავრობის გარდა. მხოლოდ ოფიციალურ ლინკზე დარეგისტრირდით IRS.gov -ზეა მოცემული.!!!!!!!!

დასარეგისტრირებელი ლინქი :

(https://www.freefilefillableforms.com/#/fd/EconomicImpactPayment

ინსტრუქცია მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, ფედერალური შემოსავლების სამსახურის აგენტმა

წყარო:

https://www.irs.gov/coronavirus/non-filers-enter-payment-info-here

https://www.forbes.com/sites/kellyphillipserb/2020/04/10/irs-finally-launches-registration-tool-for-stimulus-checks/#7c4663574a7a



3,105 views
bottom of page