Dali Khokhobashvili
ინფორმაცია მათთვის ვინც უკვე აიღო სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სესხები ან არის მიღების პროცესში.
ვაშინგტონი მოგიწოდებთ, რომ სახელმწიფო დაბალპროცენტიანი სესხების სახით მიღებული თანხები გამოიყენოთ მხოლოდ მიზნობრივად თქვენი ბიზნესითვის პანდემიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად, და ასევე ბიზნესის განსავითარებლად მომავალში.
თუ ამ რჩევებს არ გაითვალისწონებთ, მომავალში შესაძლოა მოგიწიოთ პასუხის გაცემა კითხვებზე.
არაერთი სტატია გამოქვეყნდა უკვე იმ შემთხვევებზე, რომელიც ასახელებს შემთხვევებს თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრათ ვინც არამიზნობრივი ხარჯვა განახორციელა და არასწორ ინფორმაციაზე დაყრნობით მოიპოვა თანხები.
მაგალითად: ჰიოსტონელე (ტეხასი) ბიზნესმენმა PPP loan განაცხადში ჩაწერა რომ თანამშრომლები ყავს, უხდის ხელფასს, და ამის საფუძველზე მოიპოვა დიდი თანხები, შემდეგ ეს თანხები დააბანდა კრიპტოვალუტაში (ბიტკოინი), და ასევე დაიწყო ბანკის ATM მანქანიდან ქეშის გამოტანა თანდათანობით.
ტეხასელი 29 წლის ბიზნესმენს ამ ქმედებისთვის მრავალგზის ბრალი წაუყენეს: ყალბი განცხადება ბანკის მიმრთ, ელექტრონული გადარიცხვის თაღლითობა, საბანკო თაღლითობა და არაკანონიერი მონეტარული ოპერაციები (charges of making false statements to a financial institution, wire fraud, bank fraud and engaging in unlawful monetary transactions).
ნუ გააკეთებთ ტყუილ განაცხადს სესხის მოთხოვნისას, ეცადეთ გქონდეთ კონტროლი როცა განაცხადი კეთდება, რადგან უნდა იცოდეთ რის საფუძველზე მიიღეთ თანხა, თანხები გამოიყენეთ ბიზნესისთვის, ნუ გამოიტანთ ქეშს ანგარიშიდან, ნუ გადარიცხავთ სხვა ქვეყანაში ან სხვის ანგარიშზე, შეინახეთ ყველა მსხვილი შესყიდვის დოკუმენტი, ნუ გააფორმებთ სხვის სახელზე იმას რაც ამ თანხებით იყიდეთ, ნუ გადახვალთ ერთიუცებ სხვა ბიზნესში ამ ფულით, ითხოვეთ ნებართვა ტელეფინზე თუ სხვა რამის გაკეთების გეგმა გაქვთ, თუ არ დაგრთეს ნება, ნუ გააკეთებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია 2020 წლის პერსონალურ დეკლოარაციაში აჩვენოთ შემოსავალი და გადაიხადით გადასახადი, რათა სახელმწოფომ წლის ბოლოსვე მიიღოს თანხა და იმფორმაცია იმის შესახებ რომ სესხის მფლობელმა ეს ხელფასში დახარჯა. ხელფასი წლის ბოლოს პერსონალურ დეკლარაციაში შემოსავალს და გადასახადს ნიშნავს, სხვანაირად ის არ ჩაითვლება ხელფასად.
Disaster Katrina-ს დროს და ასევე 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისი დროს, სახელმწიფომ უკეთ ისწავლა როგორ ეძებოს თაღლითობა დახმარების ფონდების გაცემისას შემოწმებით, გამოძიებით თუ აუდიტით.
გარდა ამისა რომ სახელმწიფო სიმკაცრეს გამოიჩენს თანხების მიზნობრივად გაცემა-დახარჯვაზე, ასევე არის სერიოზული ღონისძიებები იმაზე თუ როგორ იქნეს დაცული სახელმწიფოს აგრესიული შემოწმებებისგან ის პატიოსანი და მართალი ბიზნესის მფლობელები, როლებმაც სიმართლის საფუძევზე მოიპოვეს სრულიად დამსახურებული დაბალპროცენტიანი სესხები და კეთილგონებრივად ხარჯავენ წინასწარ დაგეგმილი ბიუჯეთით. მოხვდით ამ კეთილგონივრული ბიზნესმენების სიაში, დაეხმარეთ თქვენს ბიზნესს, დაეხმარეთ ეკონომიკას და შესაძლოა ეს თანხები გეპატიოთ კიდეც.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS
