top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

ინფორმაცია იმ ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვები ყავთ აშშ-ში

The American Rescue Plan Act of 2021-ს მიხედვით, 2021 წელს იმ ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვები ყავთ, გათვალისწონებულია $ 2,000 (6 დან 17 წლამდე) ან მაქსიმუმი $ 3,600 (0 დან 5 წლამდე) თანხის მიცემა თითო ბავშვზე, რაც საგადასახადო კრედიტს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს რომ, თანხას ჩვეულებრივ 2021 წლის დეკლარაციიდან უნდა მიგეღოთ, მაგრამ პანდემიის ეკონომიკის სიტუაციიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ბაიდენი გეგმავს ამ თანხების წინასწარ, ყოველთვიურად დარიგებას, რაც სავარაუდოდ ივლისიდან დაიწყება და დეკემბრის ჩათვლით გასტანს. ბავშვი რომელიც 5 წლის გახდა დღეს, ხვალიდან უკვე 6 წლისად ითვლება, ჯერ-ჯერობით ესაა ინფორმაცია, რასაც კრედიტის გამოთვლისთვის გამოიყენებენ.

იმ ოჯახებს სადაც ბავშვები გყავთ, არაფრის გაკეთება არაა დასჭირდებათ რათა ეს თანხა მოითხოვოთ. თუ თქვენი ბავშვი უკვე 2019 ან 2020 წლის დეკლარაციაშია შეყვანილი, ეს უკვე საკმარისია რომ თანხა ეკუთვნოდეს. თქვენი მოვალეობაა, რომ 2021 დეკლარაციაში ზუსტად უნდა შეიყვანოთ რა თანხა გაქვთ უკვე აღებული თვიურად წლის განმავლობაში, რომ თუ რამე დარჩა დეკლარაციიდან აგინაზღაურონ, ან დაგიკავონ თუ მაღალშემოსავალი გაქვთ.

თუ თქვენ ჩვეულებრივ იმდენი შემოსავალი გაქვთ, რომ გადასახადს იხდით ბავშვების ყოლისდა მიუხედავად, ანუ მაღალი adjusted gross income გაქვთ, შესაძლოა ეს თანხა 2020 წლის დეკლარაციაზე დაყრდნობით არ დაგირიგდეთ, ან წლის ბოლოს უკან არ დაგაბრუნებინონ. ანუ ეს ბავშვის კრედიტი არ არის საჩუქარი, არამედ 2021 წლის დეკლარაციიდან ბავშვის კრედიტის (რეფანდის) ის ნაწილია რომელიც უნდა მოგეცეთ, მაგრამ ეხლა გაძლევენ წინასწარ. ვისაც დიდი შემოსავალი აქვს, ეს კრედიტები შესაძლოა არ მიეცეთ რეფანდის სახით, მაგრამ ის არ დაგეკარგებათ და დიდი გადასახადების გადახდისას გადასახადს გამოაკლდება. ინსტრუქცია გვეუბნება, რომ იმ ოჯახებს, ვისაც დიდი შემოსავალი გაქვთ, და $ 2000 გეკუთვნით მხოლოდ, თვეში მხოლოდ $ 167 ჩაგერიცხებათ და არა $ 200 ან $ 350. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ბავშვის კრედიტი მაქსიმუმუ არის $3600, მაგრამ ის არ იქნება ერთიდაიგიბვე თანხა ყველასთვის , არამედ დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და თქვენი 2021 წლის შემოსავალზე ანუ შესაძლოა ყველსთვის ეს სხვადასხვა თანხა იყოს განსხვავებული შემოსავლის და ასაკის გამო.

რომც გამოთვალოთ სწორედ ეს კრედიტი 2020 ან 2019 ზე დაყრდნობით, ის მაიც შესაძლოა შეიცვალოს როდესაც 2021 წლის დეკლარაციას ჩააბარებთ, ამოტომ წინასწარ არ აქვს აზრი გამოთვლევინებას ან ამით პროფესიონალების მხრიდან მანიპულირებას. დავაცადოთ სახელმწიფოს, მთავარი არის რომ თქვენი შვილების ინფორმაცია იყოს სისტემაში და 2019 ან 2020 დეკლარაცია ჩააბაროთ სახელმწიფოს ბავშვების სოციალური (სოუშელის ) ნომრებით.

გარდა ამისა, IRS ქმნის ვებ პორტალს, სადაც კონკრეტულად ამ მიზნისთვის, შეგეძლებათ ინფორმაციის განახლება, მისამართის ან ბანკის ნომრის შეცვლა თუ ის შეიცვალა. ამის მიზანი ისაა, რომ თუ გადახვედით, ან ბანკის ანგარიში შეიცვალეთ, არ დაკარგოთ თანხები და დროულად მოვიდეს თქვენამდე. არის იმაზე საუბარიც, რომ ამ თანხის აღება, იმ ოჯახებს, ვისაც ეკუთვნით ის, წინასწარ შეგეძლებათ ამ პორტალის საშუალებით, მაგრამ წლის ბოლოს არ უნდა დაგავიწყდეთ დეკლარაციაში შეტანა, რომ უკვე მიიღეთ. პორტალის გამოშვება ხმარებაში 1ლ ივლისს იგეგმება და მე ბმულს (ლინქს) გამოვაქვეყნებ.

იფრთხილეთ, რომ სადმე, სხვაგან იმიტირებულ ვებ საიტზე არ შეიყვანოთ თქვენი ინფორმაცია და არ ჩაუგდოთ ხელში არასასურველ პირატებს, ამისი პასუხი მხოლოდ ოფიციალურ ფედერალური ხაზინის გვერდზე იქნება. https://www.irs.gov/. ვისაც დეკლარაციის გაგზავნიდან არც მისამართი და არც ბანკის ნომერი არ შეგიცვლიათ, მხოლოდ დაელოდეთ, ნუ გადატვირთავთ სისტემას ხშირი ცვლილებებით, რამაც პირიქით, შეძლება შეაფერხოს პროცესი.

თუ ეს კრედიტები შემოსავლიდან გამომდინარე გეკუთვნით რეფანდად, არაფერი დაგეკარგებათ. თუ მაინც მოხდა რომ ის ვერ მიიღეთ სხვადასხვა მიზეზის გამო, 2021 წლის დეკლარაცია ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს.

ჯერ-ჯერობით ბავშვის კრედიტი 2021 წელს ეხება მხოლოდ.

არის აზრი იმისა, რომ როდესაც ბაშვიანი ოჯახები ამ თანხებს ერთნაირად იღებენ წლის ბოლოს რეფანდის სახით, ისინი ამას ბავშვებს არ მოახმარენ და სხვა მიზნებისთვის იყენებენ ამიტომ, კონგრესსი დემოკრატების წინადადებაა ამ კრედიტის წინასწარ დარიგება თვეების მიხედვით სხვა წლებსაც (კერძოდ 2025 წლამდე ) შეეხოს მომავალში, რაც აშშ-ში ბავშვიანი ოჯახების სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზანად.

იმას, ვისაც გადასახადი მართებს, ეს კრედიტი მიეხმარება გადასახადის შემცირებაში და ის შესაძლოა ამ მიზეზით არ დაგირიგდეთ წინასწარ, მაგრამ ის გაითვალისწინება აუცილებლად როგორც საგადასახადო შეღავათი 2021 წლის დეკლარაციაში, როცა გააკეთებთ.

ბავშვების კრედიტი ყოველთვის იყო თქვენს დეკლარაციაში და ამით ახალი არაფერი თქმულა, უბრალოდ მაქსიმუმი კრედიტი $ 3000 მდე იყო შემოსავლისდა მიხედვით (ყევალსთვის სხვადასხვა), და განსხვავება ისაა, რომ ამას წინასწარ არავინ მოგცემდათ.


https://www.kiplinger.com/taxes/602695/biden-wants-to-extend-the-3600-child-tax-credit-through-2025

https://www.nbc4i.com/news/local-news/2021-child-tax-credit-calculator-do-you-qualify-for-expanded-monthly-payments/








2,673 views
bottom of page