top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

ინფორმაცია იმათთვის, ვინც 2016 წლიდან კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული.

IRS მაგამოაცხადა, რომ იქიდან გამომდინარე რომ 2020 წელს დიდი რაოდენობითკრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვა დაფიქსირდა, იქმნება Dark Web („ბნელი ვებსაიტი“) რისი საშუალებითაც გამოიძიებენ კრიპტოვალუტის ყიდვა გაყიდვებს 2016 წლიდან. ასე რომ, ვისაც 2016, 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვა გქონდათ და ეს დეკლარაში არ შეიტანეთ, და მითუმეტეს, თუ მოგებს დაგრჩათ და ამაზე გადასახადი არ გადაიხადეთ,წი ნაწლებიდან სიურპრიზებს ველოდოთ თანმხვედრი პროცენტით დაჯარიმით.

2016 წლიდან Coinbase გვერდზე უკვე ინახებოდა მონაცემები და ახლა გამოძიებისთვის ამ მონაცემებს გამოიყენებენ.

რაც შეეხება დაბეგვრას, იბეგრება არა შეყიდული თანხა, არამედ კაპიტალური მოგება, ანუ სხვაობა წლის განმავლობაში შესყიდულ და გაყიდული კრიპტოვალუტის ღირებულებას შორის. შესაძლოა სულ არ გქონდათ მოგება და პირიქით წაგებაც გქონდათ (ანუ გადაიხადეთ იმაზე მეტი ფასი ვიდრე გაყიდეთ). კაპიტალური მოგება და წაგება ორ კატეგორიად იყოფა, ხანგრძლივი -ერთ წელზე მეტი მფლობელობის ხანგრძლივობის და მოკლევადიანი-ერთ წელზე ნაკლები ვადაში გაკეტებული ოპერაციების.

როგორც გადასახადის გადამხდელის, ეს ყველა ადამიანის მოვალეობაა IRS-სს თვითონ გაუგზავნოს წლის ბოლოს მოგებულ თანხაზე გადასახადი და სწორი ინფორმაცია, ვიდრე ელოდოს, როდის გამოიძიებენ მის შემთხვევას. ამიტომ იყავით ყურადღებით, არ გამოტოვოთ დეკლარაციიდან არც ერთი დეტალი. თუ ფორმა 1099B არ გამოგიგზავნეს, მაგრამ თქვენ მოგება და ყიდვა გაყიდვის ოპერაციები გქონდათ წლის განმავლობაში, ეს უბრალოდ დროის ამბავია როდის გამოგითვლიან გადასახადს ამ ოპერაციებზე, ამიტომ უმჯობესია მომზადებულმა გააკეთოთ დეკლარაცია და არ აჩქარდეთ, მოაგროვოთ ყველა ინფორმაცია და ისე დაიწყოთ დეკლარაციის გაკეთება.

წინა წლებში რადგან არავინ შეგამოწმათ, ეს იმიტომ რომ იმ მომენტში არ ქონდათ შესაბამისი კანონმდებლობა და ბერკეტი, მაგრამ აშშ-ში ვინმეს გადაუხდელი გადასახადი შერჩეს, მხოლოდ დროის ფაქტორია, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

Dali Khokhobashvili, EA


https://www.cnbc.com/2021/04/14/irs-is-probing-the-dark-web-to-look-for-cryptocurrency-nft-tax-evasion.html

https://klasing-associates.com/targeting-cybercrime-dark-web-irs-takes-aim-bitcoin-users/






516 views
bottom of page