top of page
Search
  • Writer's pictureDali Khokhobashvili

ინფორმაცია ახალჩამოსული უდოკუმენტო ქართველი ემიგრანტებისთვის ბიზნესის შესახებ.

ეს სტატია მომზადდა უამრავი ზარისა და ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე და იგი განკუთვნილია განსაკუთრებით ახალი ჩამოსულებისთვის, ვისაც არ აქვს ლეგლური სტატუსი და არანაირი ნომერი აშშ-ში, მაგრამ აინტერესებს საიდან დაიწყონ.

იმისათვის, რომ აშშ-ში მუშაობა შეძლოთ მაშინ, როდესაც ჯერ არ გაქვთ social security number, ისინი ვინც 2021 წელში შემოვიდნენ ქვეყანაში, შეუძლიათ გააკეთონ 2021 წლის დეკლარაცია (თუნდაც 1 თვე იყვნენ ქვეყანში 2021 წელს) და გადასახადთან ერთად დაურთონ ფორმა W7, რითაც მოითხოვენ შემდეგ personal Tax ID. უკვე Tax ID-ს ქონის შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ კორპორაცია (რასაც თავისი EIN ექნება) და იმით იმუშაოთ. კორპორაციის ქონის შემთხვევაში არსად არავინ შეგეკითხებათ პერსონალურ საემიგრაციო სტატუსს.

აშშ სადაგასახადო სისტემაში ყველა ინდივიდი ან ოჯახი აკეთებს წლიურ დეკლარაციას და იხდის გადასახადს ყველანაირი წყაროდან მიღებულ შემოსავალზე. კორპორაცია კეთდება იმისათვის რომ დიდი შემოსავალი პირდაპირ პერსონალურსი არ შემოვიდეს, და ხარჯების შემდეგ ხელფასის და მოგების სახით შემოვიდეს პერსონალურში უკვე გაფილტრული.

როგორც უამრავი არასწორი ინფორმაციის საფუძველზე ბევრს ჰგონია გააკეთებს კორპორაციას და იქ გადაიხდის გადასახადს და პერსონალურში არაფერია საჭირი, ასე გეუბნებიან. ეს არასწორეა, რადგან მართალია კორპორაცია ცალკემდგომი იურიდიული პირია, მაგრამ მისი მფლობელი, აშშ გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს თავის ხელფასზე და დივიდენდზე თუნდაც Tax IDთ, და თუნდაც ამ ქვეყანაში არა მცხოვრები. თუ არ გაქვთ ნომერი პირადში, არ გაქვს უფლება ფული აიღო ბიზნესიდან როგორც ხელფასი, იმიტომ რომ გაცემულ ხელფასს ხარჯში ვერ გაატარებთ. თუ ხელფასი ხარჯში არ გატარდა, რადგან მფლობელს ნომერი არ აქვს, მაშინ მოგება გაგეზრდებათ, და 40 % მდე მოგიწევთ მოგების გადასახადის გადახდა. ამ სიტუაციიდან ლეგალური გამოსავალი არ არის ტყუილი ხარჯების დაწერა და მოგების შემცირება, რასაც უმეტესობა აკეთებს.

კორპორაციის უკან გადასახადის გადამდელი უნდა იდგას, თუნდაც არალეგალი და თუნდაც არა ამ ქვეყანასი მცხოვრები, მთავარია საგადასახადოს ნომერი ჰქონდეს რაც საგადასახადომ მიანიჭა (Tax ID.).

პერსონალური Tax ID-ს გაკეთებას დრო სჭირდება მინიმუმ 1 ან 2 თვე მაინც და ამდენივე დრო სჭირდება მერე ამაზე დაყრდნობით კორპორაციის გაკეთებას.

იმათ, ვისაც არ აქვთ სწორი ინფომრაცია, პერსონალური Tax IDს ქონის გარეშე პირდაპირ კორპორაციას ურეგისტრირებენ, ვის მფლობელსაც, იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი ნომერი არ აქვს, ხელფასიც ვერ გაეწერება კორპორაციიდან და ვერც პირადში გადაიხდის გადასახადს.

აშშ-ში კორპორაცია ვისაც გაქვთ, ორივე დეკლარაცია უნდა გააკეთოთ, პირადიც და კორპორაციისაც და ორივეგან გადაიხადოთ გადასახადი. კორპორაცია იქნება თქვენი პირადი შემოსავლის წყარო და ასევე მფარველი, რაც დაგიცავთ უფრო მაღალი გადასახადისგან და ასევე თქვენი არალეგალური სტატუსის გამხელისგან დამქირავებელთან. თუ კორპორაციით იმუშავებთ, არასოდეს არავის არ უქმნით პრობლემას, ამიტომ არავინ გეკითხებათ პირად სტატუსს. ეს არ ეხება იმათ ვინც w2-ზე მუშაობს. იმათ კორპორაციაც არ სჭირდებათ.


ინსტრუქცია 2022 წელს შემოსულებისთვის:

2022 წელს ქვეყანაში შემოსულებმა შეგიძლათ გააკეტოთ კორპორაცია, მაგრამ იმ პირობით, რომ როგორც კი 2022 დამთავრდება მაშინვე გააკეთებთ პირად Tax IDს თქვენივე კორპორაციიდან მიღებული შემოსავლის (ხელფასისი და მოგების) საფუძველზე და გადაიხდით გადასახადს როგორც კი პირადი Tax IDს მოგივათ ამის მერე უკვე ადვილია კორპორაციის გადაბმა პირადზე, და უკვე სრულფასოვანი მფლობელი და გადასახადის გადამხდელი იქნებით უკვე 2023 წლიდან.


ინსტრუქცია 2021 წელს შემოსულებისთვის:

ისინი ვინც 2021 წელში შემოვიდნენ ქვეყანაში, შეუძლიათ გააკეთონ 2021 წლის დეკლარაცია (თუნდაც 1 თვე იყვნენ ქვეყანში 2021 წელს) და გადასახადთან ერთად დაურთონ ფორმა W7, რითაც მოითხოვენ შემდეგ personal Tax ID. უკვე Tax ID-ს ქონის შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ კორპორაცია (რასაც თავისი EIN ექნება) და იმით იმუშაოთ. კორპორაციის ქონის შემთხვევაში არსად არავინ შეგეკითხებათ პერსონალურ საემიგრაციო სტატუსს. წლის ბოლოს თქვენც ისევე როგორც ყველა გადაიხდით პირადში და კორპორაციაში ცალკ-ცალკე გადასახადს.



ის ვინც გააკეთებს მხოლოდ personal Tax IDს, შეუძლია იმუშაოს ამ ნომრით პირდაპირ, როგორც თვითდასაქმებულმა (ინდმეწარმის ანალოგია) და გადაიხადოს პერსონალურ დეკლარაციით გადასახადი.

დასკვნა: არ არის საჭირო ყოველთვის გქონდეს კორპორაცია. მაგრამ personal Tax ID გაკეთებაზე არჩევანი არ გაქვთ, უნდა გქონდეთ. ანუ personal Tax ID აკეთებს ყველა, მაგრამ კორპორაციას აკეთებს ის ვისაც სჭირდება.

არჩევანი თქვენზეა.


დავამატებ ბოლოს, რომ პირადად მე არ ვმუშაობ Tax IDის გაკეთებაზე და არც იმ კორპორაციებზე რომლებიც ყოველგვარი ნომრის გარეშე კეთდება. ჩემთან მხოლოდ მაშინ მობრძანდით, როცა პირადი Tax ID ნომერიც გექნებათ და კორპორაციაც და დიდი სიამოვნებით მოგემსახურებით.

წარმატება ყველას


ავტორი: დალი ხოხობაშვილი, Enrolled Agents with IRS

სტატია არ არის ნათარგმნი რაიმე წყაროდან, არამედ მომზადებულია პირად პრაქტიკულ გამოცდილებაზე და თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით და რაც მთავარია კეთილგანწყობით ახალი ჩამოსული ემიგრანტების დასახმარებლად.


8,813 views
bottom of page