Dali Khokhobashvili
ინსტრუქციები იმ ბიზნესებისთვის ვინც SBA & Paycheck Protection Program PPP LOANები უკვე აიღო
Updated: Nov 25, 2020

„ნიუ იორკ ტაიმსის“ 6 მაისს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ვაშინგტონი აქვეყნებს იფორმაციას იმ ბიზნესების გასაფრთხილებლად ვინც აიღო PPP LOAN. ეს სესხი შეიძლება ეპატიოს ბიზნესებს ვისაც ექსტრემალური სჭიროება ჰქონდაღ თავსისი თანამშრომლების შესანარჩუნებლად კარანტინის პირობებში. მაგრამ რამდენადაც სახელწიფო ხაზინა დაინტერესებულია მიეხმაროს ბიზნესებს თავიანთი ფუნქციონირების გაგრძელებაში, განსაკუთრებული სიმკაცრით სახელმწიფო ხაზინა იმათ დააკონტროლებს ვინც დიდი თანხები აიღო დეფერალური რეზერვიდან და არამიზნობრივად დახარჯა ანდა დახარჯავს. სულ $500 ბილიონი სესხი დამტკიცდა აპრილის დასაწყისიდან.
იმ მსხვილ ბიზნესებს, რომლებმაც $ 2 მილიონზე მეტი სესხი აიღეს და არამიზნობრივად მოიხმარენ, კრიმინალური დანაშაულის მუხლით გასამართლდებიან თუ ეპირობები ვერ დააკმაყოფილეს.
მომხმარებელთა ბანკერების ასოციაცია აცხადებს რომ სესხის ამღებებს მცდარ გზაზე იქნენ დაყენებული და არ იცოდნენ სინამდვილის არსი მაშირ, როცა სესხს იღებდნენ. უმეტესობა ბიზნესებს ჰგონიათ რომ ეს გრანტია, მაგრამ ეს ასე არ არის და მათ მკაცრად განსაზღრული წესები უნდა დააკმაყოფილონ თუ უნდათ რომ ეპატიოთ სესხი და გრანტად დაუმტკიცდეთ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნა PPP LOAN არის ის რომ 75% თანხის უნდა დაიხარჯოს:
1. ხელფასებში და ხელფასის თანმხვედრ გადასახადებში,
2. მხოლოდ 25% გამოყენების უფლება გაქვთ ოფისისი რენტა,
3. და ოფისის საყოფაცხოვრებო (ელექტროენერგია, გაზი-გათბობა, წყალი, ინტერნეტი, ტელეფონი) ხარჯებში პირველი 8 კვირის განმავლობაში.
One of the biggest stumbling blocks is a requirement that businesses allocate 75 percent of the loan money to cover payroll costs, with only 25 percent allowed for rent, utilities and other overhead.
უამრავმა მცირე ბიზნესმა აიღო ეს სესხი და არც თანამშრომლები ყავთ, ან ჰყავდათ და უმუშევრობის დახმარებაზე გადაიყვანეს სახელმწიფოს ხარჯზე კარანტინის პირობებში, და ამოტომ ხელფასის ხარჯები არ აქვთ ან ძალიან მცირე აქვთ. ფედერალური ხაზინის მდივნის მნუჩინის(Treasury Secretary Steven Mnuchin)
განცხადებით, ამ თანხების გაცემის მიზანი იყო დაქირავებული ადამიანების სამსახურების შენარჩუნება და არ განთავისუფლება კარანტინში უფულობის გამო.
მაგრამ მცირე ბიზნესების უმეტესობა დაკეტილია და ვერაფრით ვერ დახარჯავენ.
ხაზინის მდივანმა განაცხადა რომ ბიზნესებს ეძლევათ 14 მაისამდე დრო იმის გასაანალიზებლად თანხების მიზნობრივად ხარჯვას შესძლებენ თუ ვერა. და თუ ვერ შეძლებემ თანხები უკან უნდა დააბრუნონ და არანაირი კითხვა არ დაისმება.
ხაზინა გვპირდება რომ თვის ბოლოს კიდე ახალი წესები გამოვა სესხად გაცემული თანხების ხარჯვის წესების შესახებ.
კორპორაციის მფლობელებმა გაითვალისწონეთ რომ ვისაც არ გაქვთ კვარტალური ხელფასის რეპორტირების სიტემა და არ უხდით თქვენ თავს W2, სახლში წაღებული ფული, ანუ საკუთარ თავზე გამოწერილი ჩეკები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ხელფასად, თუ ამას წლის ბოლოს აჩვენებთკორპორაციიდან საკუთარ თავზე გაწერილ Officers Compensation ( Schedule C) და გადასახადს გადაიხდით პერსონალური დეკლარაციიდან, რაც საკმაოდ მაღალი ტარიფით იბეგრება. ის ხელფასში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება თუ ამაზე ორმაგი social security and Medicare tax (FICA) იქნება გადახდილი.
უმეტესობა ბიზნესები. კორპორაციები ამას არ აკეთებს და მხოლოდ მოჩვენებით მაღალ მოგებას იღებენ კორპორაციებიდან თავის პერსონალურ დეკლარაციებში, რათა მიზერული გადასახადები გადაიხადონ. ეგახსენებთ რომ ხელფასი, რაც კორპორაციიდან გაიწერება მფლობელზე კორპორაციის ხარჯია, მაგრამ მაღალი ტარიფით იბეგრება პერსონალურ დეკლარაციაში.
უმეტესად კორპორაციის მფლობელებმა ეს არ იციან და მხოლოდ იმით არიან კმაყოფილი რომ დაბალი გადასახადი გადაიხადეს დიდ შემოსავალზე და ეს საგადასახადო პროფესიონალის ღირსებათ მიაჩნიათ. გაითვალისწონეთ ყველაფერი 2020 წლის პერსონალური დეკლარაციისთვის, უნდა გქონდეთ ხელფასი საკუთარი კორპორაციიდან Officers Compensation ( Schedule C ან W2 ).
ყველა საგადასახადო თამაშის წესები სახელმწიფოს მოგონილია და არ დაგვავიწყდეს, რომ როცა თანხების უკან დაბრუნებაზე მიდგება საქმე, მხოლოდ დადგენილი თამაშის წესებით გათამაშებენ.
ამ შემთხვევაში, საგრანტო პროგრამა განმარტავს, გადაიხადეთ მაღალი სახელფასო გადასახადები და მხოლოდ მაშინ ჩაგითვლით ხელფასად. სახლში წაღებული ჩეკები, რაზეც ორმაგი social security and Medicare tax (FICA) არ გადაიხდება წლის ბოლოს მაინც პერსონალური დეკლარაციიდნ, არ ჩაითვლება ხელფასად და უკან დაგაბრუნებინებენ.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, ფედერალური საშემოსავლო სამსახურის ლიცენზირებულმა აგენტმა
წუარო:
https://www.nytimes.com/2020/05/06/business/small-businesses-loans-ppp-coronavirus.html
https://home.treasury.gov/system/files/136/PPP--Fact-Sheet.pdf