Dali Khokhobashvili
ინსტრუქცია კარანტინთან დაკავშირებული ბიზნესების $ 10,000.00 სესხის თუ გრანტის მოთხოვნისთვის.
https://covid19relief.sba.gov/#/
ლინქი რომელზეც შეგიძლიათ მოითხოვოთ $ 10,000.00 ფედერალური სესხი თუ გრანტი, ვისაც გაქვთ კორპორაცია ან შპს (s-corporation, c-corporation, llc).
შევსების დროს დაგჭირდებათ და უნდა გამოიყენოთ წინა წლის კორპორაციის დეკლარაცია, რომელიც გაიგზავნა, და თუ არ გაქვთ გაკეთებული, მაშინ დაახლოებითი ციფრებით უნდა უპასუხოთ შეკითხვებს.
აპლიკაციის პირველ გვერდზე (eligibility verification), არის ორი სექცია, პირველ სექციაში (Choose one), უნდა მონიშნოთ პირველი კითხვა (500 თანამშროელზე ნაკლები ზომის ბიზნესი).
ამავე გვერდის მეორე ნაწილში (review and check all the followings) ყველა კითხვა უნდა მონიშნოთ, თუ არადა აპლიკაცია წინ არ გაგიშვებთ.
როდესაც პირველი გვერდიდან გადახვალთ მეორეზე, იქ არის შეკითხვები უკვე სპეციფიკური თქვენს ბიზნესზე, ბიზნესის სახელი, გახსნის თარიღი,
შეკითხვები ციფრებთან დაკავშირებით
1. ბოლო 12 თვის ბრუნვა, ჯამური წლიური ხარჯები, და ქირა ( ოფისის თუ მანქანის ერთად) რაც თვლით რომ დაკარგეთ ამ ბოლო თვეში განვითარებული კარანტინის გამო.
2. არის ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი შეიძლება გაგიჭირდეთ გეკითხებიან რამდენი იყო Cost of goods sold. როგორც წესი, ეს არის ის ძირითადი ხარჯი რაც თქვენი ბიზნესის ხაზით მთავარი ხარჯია, მაგალითად: მაღაზიისთვის ეს არის ინვენტორი, რესტორნისთვის შეძენილი პროდუქტი საჭმლის გასამზადებლად, უბერის და ლიფტის მძღოლების კორპორაციისთვის უმეტესად ამ ციფრის ადგილი ცარიელი რჩება, მაგრამ შეიძლება იყოს ის საკომისიო და ხიდის გადასახადებიც რაც თქვენი ბანკის ანგარიშამდე არ მოსულა (ნახეთ ქვევით შევსების განმარტება და ინსტრუქცია დაწვრილებით)
3. არის შეკითხვა operating expenses, რაც არის მთლიანი წლის განმავლობაში გაწეული ხარჯები.
არის შეკითხვა თუ რამდენი თანამშრომელი გყავთ. დაწერეთ ერთი თუ მხოლოდ ერთი კაცის ბიზნესია-self. (თუმცა ნულიც რომ ჩაწეროთ ბევრი არაფერი შეიცვლება).
აქ განვმარტე თუ აპლიკაციის შეკითხვების პასუხებად დეკლარაციის რომელი ხაზებიდან უნდა აკრიფოთ ციფრები რაც პასუხად უნდა ჩაიწეროს აპლიკაციაში.
აიღეთ 2019 წლის ბიზნესისი დეკლარაცია და დააკვირდით პირველ გვერდს. ყველა პასუხი მხოლოდ პირველ გვერდზეა. ფორმა 1120 S for S-corporation,
Application for SBA პასუხები დეკლარაციის დანომრილი ხაზების მიხედვით
აპლიკაციის კითხვა--Gross receipts or sale, დეკლარაციიდან პასუხი იხ. ხაზი line # 1a $
აპლიკაციის კითხვა-- „Cost of goods sold“დეკლარაციიდან პასუხი იხ. ხაზი line # 2 $
აპლიკაციის კითხვა--„Total operating expenses“დეკლარაციიდან პასუხი იხ.ხაზი line # 20
აპლიკაციაში მიუთითეთ საკონტაქტო იმეილი და ტელეფონი. ჩაწერეთ ბიზნესის ბანკის მონაცამები სადაც ამას გეკითხებიან, რათა დამტკიცების შემთხვევაში თანხა ბიზნეს ანგარიშზე მიიღოთ.
დადასტურება მოგივათ იმეილზე, როცა პროცესს დაასრულებთ. თუ რაიმე დაგაკლდათ იმეილზე მიიღებთ ასევე შეკითხვების სახით. აპლიკაციის დასაწყოსში გაფრთხილებენ რომ პერსონალურად ხართ პასუხისმგებელი იმ ინფორმაციაზე რასაც ჩაწერთ, ამიტომ ეცადეთ რომ რეალური ციფრები ჩაწეროთ.
თუ ეს არის სესხი, ის იქნება 3,5 % ფიქსირებულ პროცენტით

, ხანგრძლივი ვადით, ჯარიმების გარეშე.
· Low fixed interest rates: 3.75% or 2.75% for non-profits
· Long-term repayment of up to 30 years
· No prepayment penalties
· Payments deferred (interest accrues)
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა.