Dali Khokhobashvili
იმათთვის,ვისაც ჯერ არ მიუღია $ 1,200 ეკონომიკის მასტიმულირებელი ფედერალური დახმარება.
Updated: Apr 20, 2020
ამ კვირაში IRS- შიდე ფედერალური შემოსავლების სამსახური იწყებს ქაღალდის ჩეკების გაგზავნას ფოსტით იმ ამერიკელებისთვის ვისი ბანკის ინფორმაციაც ფაილში ან არ იყო, ან არ დადასტურდა შეცდომების, თუ დაკეტილი ბანკის ანგარიშის გამო.
ფედერალური ხაზინა თანხებს გაანაწილებს დეფერენცირებულად შემოსავლის სიდიდის მიხედვით, პირველად გამოეგზავნებათ იმ დაბალშემოსავლიანებს, ვისაც $ 10,000 და უფრო დაბალი 2019 წლის შემოსავალი ჰქონდათ. შემდეგ ეტაპზე უფრო მაღალშემოსავლიანების ჩეკები გამოიგზავნება. და სავარაუდოდ დაიბეჭდება 5 მილიონი ჩეკი ყოველ კვირას და დასჭირდება 20 კვირა სრულ განაწილებას. პირველი ჩეკები სადავრაუდოდ უნდა გამოჩნდეს საფოსტო ყუთში 25 აპრილიდან. $ 20,000 შემოსავლიანები მიიღებენ მაისის პირველისთვის თავიანთ ჩეკს თუ დეპოზიტს, $ 40,000 იან შემოსავლიანები მიიღებენ 15 მაისისთვის და ისინი, ვისაც 150 ათასზე მეტი შემოსავალი აქვთ, შემცირებულ თანხას მიიღებენ სექტემბრის 4 სთვის. დაგეგმილია დიდი რაოდენობით ჩეკის გაგზავნა 11 სექტემბერს იმათთვის, ვისაც არანაირი არც 2018 და არც 2019 დეკლარაციები არ გაუგზავნია მხოლოდ ეხლა დარეგისტრირდნენ ამ ჩეკისთვის ერთჯერადად.
175 მილიონ ამერიუკელს ეკუთვნის მასტიმულირებელი დახმარება, და პირდაპირი დეპოზოტი ჯერ მხოლოდ 80 მილიონს გაეგზავნა. ანუ 95 მილიონი ამერიკელის დახმარება ჯერ კიდევ მზადდება ან უკვე გზაშია.
იმათ, ვისაც არ გაგიკეთებიათ ბოლო 2 წლის დეკლარაციები, შეავსეთ ლინქი სადაც შეიტანთ ბანკის მონაცემებს და მისამართს, შეავსათ რათა საქმე გაუადვილოთ სახელმწიფოს, ჯერ მაინც თქვენი ჩეკი არ გამოიგზავნება, ასე რომ დრო გაქვთ.
ანუ ვისაც ეკუთვნის და ჯერ თანხა არ მიუღია ბანკის ანგარიშზე, სავარაუდოდ არ მოუღია შემდეგი მიზეზების გამო: 1. შედარებით მაღალშემოსავლიანია, 2. ბანკის იმნფორმაცია არ იყო 2018 ან 2019 მიწოდებული, ან მიწოდებული იყო და მერე ბანკის ანგარიში დაიკეტა.
კიდევ ერთხელ, შეამოწმეთ თქვენი ჩეკის სტატუსი აქ ამ ლინქზე და იყავით ფრთხილად სხვა უცხო ვებ გვერდებზე ინფორმაციის შეყვანაზე.
https://sa.www4.irs.gov/irfof-wmsp/login
აღსანიშნავია, რომ თუ ვინმეს აქვს მაღალი შემოსავალი 2019 წელს და ჯერ არ გაგიგზავნიათ დეკლარაცია,რადგან მასტიმულირებელ ჩეკს ელოდიბიან, არანაირი აზრი არ აქვს დალოდებას, იმიტომ რომ თუ მუშაობთ w2ზე, ის უკვე იქაა და გაითვალისწინება და ჯამდება უკვე 2019 წლის შემოსავლად, და 1099ზე მომუშავეებმა, რაც შეიძლება ჩქარა უნდა გააკეთოთ დეკლარაცია და გაგზავნოთ, რადგანგაუგზავნელი დეკლარაციით თქვენს ფედერალურ ფაილში, პირდაპირ 1099 ების ჯამი გეთვლებათ შემოსავალად, მაშინ როცა უკვე მომზადებულ დეკარაციაში ის გაცილებით დაბალია ხარჯების დაწერის შემდეგ. ხარჯებს სახელმწიფო არ ჩაგიწერთ ეს თუ თქვენ თვითონ არ გააკეთეთ. შეიძლება სულ აღარ ჩაითვალოთ მაღალ შემოსავლიანად, როცა ხარჯებით შეამცირებთ 1099.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent for practice with IRS
წუარო:
https://money.yahoo.com/coronavirus-stimulus-checks-what-to-know-about-mail-delivery-145335713.html
https://www.irs.gov/coronavirus/get-my-payment
