Dali Khokhobashvili
იმათთვის, ვინც IRS-დან მთლიანი ბალანსის წერილი მიიღო, არადა კონტრაქტი გაგზავნილია
იმ გადასახადის გადამხდელებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ ბალანსი აქვთ დარჩენილი IRS-თან 2019 წლისთვის და კონტრაქტით ელოდებოდა გადასახადის გადანაწილებას და თვიურად გადახდას.
გთხოვთ წაიკითხეთ IRS-ის ოფიცერთან დღევანდელი საუბრის ნათარგმნი ტრასკრიპტი.
იქიდან გამომდინარე, რომ ვისაც ჯერ კიდე გადაუხდელი ბალანსი გაქვთ, ბევრმა თქვენგანმა მიიღო ცოტა საშიში წერილი IRS-დან და ბევრი კიდე მიიღებს, დღეს გავაკეთე სატელეფონო ზარი IRS tax practitioner hot line-ზე, რომელიც ჩვენთვის, გადასახადების პროფესიონალების-თვისაა როგორც ინსტრუქცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით თუ ეს გვჭირდება. გთხოვთ წაიკითხოთ კითხვა პასუხი, რომელიც საუბრის ტრანსკრიპტის თარგმანს წარმოადგენს (რამდენადაც შეიძლება სიზუსტე დაცულია). მისალმება და ურთიერთპრეზენტაცია განზრახ გამოტოვებულია.
კითხვა (დალი): ბოლო კვირაში ბევრმა, გადასახადის იმ გადამხდელმა, ვისი კონტრაქტიც ნაწილ-ნაწილ გადასახადის გადახდაზე უკვე გაგზავნილი და მიღებულია, მიიღო წერილი IRS-დან, რომელიც იმუქრება რომ მთლიან ბალანსს თუ 7 სექტემბრამდე არ გადაიხდიან, მათი ჯარიმა გაიზრდება და პროცენტიც დაემატება. ამ წერილმა შეგვაშინა ყველა, და თუ შეიძლება ვითხოვო ინსტრუქცია თქვენგან თუ როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში, რათა არც სახელმწიფოს და არც ჩემს კლიენტებს არ მიადგეთ ზარალი.
პასუხი (მისტერ ლოიდი, IRS officer): სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გვესმის თქვენი მდგომარეობა. IRS ვალდებულია მაშინაც კი, თუ კონტრაქტი პროცესშია მთლიანი გადაუხდელი ბალანსი გაუგზავნოს გადასახადის გადამხდელებს იმ ყველა დეტალის დაცვით, და იმ მუქარებით, რასაც კანონი ითვალისწონებს. უამრავი კონტრაქტი უკვე დამტკიცებულია მაგრამ ეს წერილები ავტომატურად გაიგზავნა, ისინი არის computer generated letters, რაც ავტომატურად იგზავნება იმ გადასახადის გადამხდელებთან, ვისაც რაიმე ბალანსი აქვთ დარჩენილი. თანამშრომლების სიმცირის გამო ყველაფერი ვერ კონტროლდება. მე გირჩევთ, რომ იმ გადამხდელებმა, ვინც უკვე კონტრაქტზე პასუხი მიიღო, იგნორირება გაუკეთონ ამ წერილს, იმათი ბანკის ანგარიშებიდან მოხდება თანხის აღება, მაგრამ ვერ გეტყვით როდის. მაგრამ იმათ, ვისაც კონტრაქტზე ჯერ პასუხი არ მიუღიათ, არ უნდა გაულეთონ იგნორირება.
კითხვა: მე ყველა კონტრაქტში ვიყენებ თვის 28 რიცხვს ყოველთვიურ გადასახდელად და ასე ვფიქრობდი რომ 28 ივლისს პირველი გადარიცხვა მოხდებოდა. რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ 28, 29 და 30 აგვისტოსაც არ გამოჩნდა ბანკში პირველი დებიტები? გადამხდელები რომლებმაც ყველაფერი ვადების დაცვით გაგზავნეს ნერვიულობენ და არ უნდათ დაჯარიმდნენ იმიტომ, რომ თანხები მზადყოფნაში აქვთ, და ელოდებიან როდის ჩამოეჭრებათ?
პასუხი: საერთოდ, გარედან ადვილი სჩანს ბანკიდან თანხის აღება, მაგრამ IRS-სთვის ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. პირველი თანხის ჩამოჭრისთვის, უნდა გაიგზავნოს ბანკში ინფორმაცია, მერე ბანკმა უნდა დაადასტუროს უკან, და კიდევ სხვა ლეგალური მხარეებიც, ამოტომ 15 ივლისიდან 28 ივლისამდე ეს ვერ მოესწრო. ვივარაუდოთ რომ 28 აგვისტოსთვის მოესწრება, მაგრამ ყველასთვის მაინც ვერ მოესწრება რადგან IRS ეხლა ყველაზე ცუდი პერიოდი აქვს.
კითხვა: მყავს ადამიანები, რომლებიც მზად არიან დღეს ან ხვალ მთლიანი თანხა გადაიხადონ, მაგრამ ჩემი კითხვაა, რომ გადავახდევინო ეხლა, შემთხვევით, კიდე ხომ არ ჩამოწეჭრებათ ყოველთვიური თანხა თვის ბოლოს, რადგან კონტრაქტი პროცესშია? როდის აისახება იმათ ბალანსზე გადახდილი?
პასუხი: ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ბოლო დღეებში ვინც გადაიხდის, მეორეთ არ ჩამოეჭრება თანხა, ამიტომ თუ ამას აპირებთ სასწრაფოდ გადაიხადეთ რათა აისახოს თქვენს ბალანსზე, და 28ში რომც აპირებდეს IRS, თანხის აღებას,თუ უკვე ნულოვანი ბალანსია, აღარ დაიბეგრებით. ყველაზე კარგი რჩევა არის გააკეთოთ ონლაინ ანგარიშები და იქიდან გადაიხადოთ, ონლაინზე გადახდა მაშინვე აისახება ბალანსზე. კონტრაქტიც თუა დამტკიცებული, ონლაინზე იქნება ინფორმაცია და ნახავთ.
კითხვა: ანუ ვისაც გადახდა უნდა, მთლიანის თუ ნაწილის, შეუძლია გადაიხადოს ონლაინზე და მერე დაელოდოს? ასევე ვფიქრობ, რომ ვისაც მთლიანი გადასახადის დაფარვა უნდა, გადაიხადოს ეხლავე ონლაინზე და ვისაც არ შეუძლია მთლიანის დაფარვა, დაელოდოს 28 აგვისტოს. თუ თანხა კიდე არ ჩამოეჭრათ, უკვე 1 სექტემბერს უნდა თვითონ გადაიხადონ ის ყოველთვიური ნაწილი რაც მითითებული იყო კონტრაქტში. რას მეტყვით?
პასუხი: ვინც მთლიანად ვერ დაფარავს თანხას, დაელოდოს აგვისტოს ბოლოს, იქნებ ყოველთვიური გადარიცხვა დაიწყოს, და თუ ვერ მოეწრო, უკვე აუცილებლად 7 სექტემბრამდე უნდა გაკეთდეს გადახდა, გირჩევთ კვლავ ონლაინზე, თუმცა ჩეკით, money order-ით და ტელეფონითაც შეიძლება. გეუბნებით, რომ თუ IRS კონტრაქტი მიღებული აქვს, დროის ამბავია, თორემ არაფრით არ მოხდება იმ კონტრაქტის იგნორორებამ რომელიც გადასახადის გადამხდელმა თუნდაც თებერვალში, და თუმდაც ივლისში გაგზავნა.
კითხვა: ბატონო ლოიდ, მადლობა, მე უბრალოდ არ შემეძლო ამდენ ადამიანს ვუთხრა რომ იგნორირება გაუკეთონ სახელმწიფოს წერილს, რომელიც გადასახადს ითხოვს და ჯარიმით იმუქრება. მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რომ კონტრაქტზე მყოფ ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ, მაგრამ მაინც ვურჩევთ რომ აგვისტოს მერე თუ არ ჩამოეჭრათ თანხა, გააკეთონ პირველი გადახდა თვითონ, და კიდე ვურჩევ რომ ვისაც გაქვთ თანხა მობილიზებული, გადაიხადეთ სულ მთელი ერთად და ყველა პრობლემა მოგვარდება.
საუბრის დასასრული
ინსტრუქცია გადასახადის გადამხდელებს:
აქვე მოგაწვდით იმ ლინქს სადაც გადასახადის გადახდა შეგიძლიათ (ჩასვით ეს ლინქი გუგლის საძებნ ველში).
გაქვთ ორი არჩევანი: 1. შექმნათ ანგარიში და დააკვირდეთ ბალანსს (create account) ან 2. ერთჯერადად გააკეთოთ გადახდა (direct pay). ორივე ვარიანტში დაგჭირდებათ თქვენი აიდენტიფიკაციის დადასტურება 2019 წლის დეკლარაციით. გაიმეორეთ ყველაფერი ისევე როგორც ეს 2019 წლის დეკლარაციაში (ქუჩის სახელი, ნომერი, დიდი ასოთი თუ პატარა ასოთი), გახსენით თვალწინ დეკლარაცია და ზუსტად ისე შეიყვანეთ ინფორმაცია. ასევე დაგჭირდებათ დასადასტურებლად ციფრი adjusted Gross income,რომელიც თქვენს დეკლარაციაშია ხაზი # 8B.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS